Category: არქივი

  • 55% თვლის, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს

    გამოკითხულთა 55% თვლის, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს – ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

    კითხვაზე – “არის თუ არა საქართველოში პარტია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს?” რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა:

    არა-55%;

    დიახ- 30%;

    არ ვიცი – 15%.

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის  მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

  • საპატრიარქოს სრულად მოსახლეობის მხოლოდ 27,7% ენდობა-კვლევის შედეგები

    საპატრიარქოს სრულად მოსახლეობის მხოლოდ 27,7 პროცენტი ენდობა-ასეთია ფონდ ღია საზოგადოებისა და ორგანიზაცია CRRC-ის კვლევის შედეგები. კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

    კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24,4 პროცენტი საპატრიარქოს “ძირითადად ენდობა”, 29,9 პროცენტი “ნაწილობრივ ენდობა ან ნაწილობრივ არ ენდობა”, 6,5 პროცენტი “ძირითადად არ ენდობა”, 4,7 პროცენტი — “საერთოდ არ ენდობა”.

    პატრიარქს, მოსახლეობის 66,3 პროცენტი მას “სრულად ენდობა”, 16,8 პროცენტი “ძირითადად ენდობა”, 9,4 პროცენტი “ნაწილობრივ ენდობა ან ნაწილობრივ — არა”, 1,1 პროცენტი “ძირითადად არ ენდობა”, 1,8 პროცენტი “საერთოდ არ ენდობა”.
    კვლევის მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობის 82,5 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს. თბილისის მოსახლეობის 93,4 პროცენტი, ხოლო საქართველოს რეგიონების მოსახლეობის 78 პროცენტი მიაკუთვნებს თავს ამ რელიგიას.

    მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიას (მოსახლეობის 5,9 პროცენტი) და სუნიტურ ისლამს (მოსახლეობის 3,4 პროცენტი) ჰყავს.

    კვლევის მიხედვით, რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მოსახლეობის 11,7 პროცენტი, ხოლო თვეში ერთხელ — 17,9 პროცენტი ესწრება. მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულების დროს, რელიგიურ მსახურებას მოსახლეობის 26,7 პროცენტი სტუმრობს.

    კვლევის მეთოდოლოგია

    2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9 პროცენტია.

    საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

  • ბათუმში „ბიბლუსის“ მაღაზია გაქურდეს

    ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზია “ბიბლუსი” გაქურდეს. სალაროდან  გატანილია თანხა,  რომლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია. 

    გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

    „კარს მინა ჰქონდა გატეხილი და სალაროში ჩვენ თანხა გვქონდა დატოვებული და დაგვხვდა ცარიელი. სხვა რამე არ აუღიათ. ზუსტად ათი წამის განმავლობაში ახდენს გატეხვას, უჯრის გაღებას და გავლას,“- აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

  • მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ

    საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბიზნესს მფარველობენ- ბიზნესის მფარველობა და თანამდებობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება – „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ კვლევას აქვეყნებს. 

    კითხვაზე, “თქვენი აზრით, არსებობენ თუ არა მაღალ თანამდებობაზე ისეთი პირები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს?” გამოკითხულ პირთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

    დიახ – 59%;

    არა – 14%;

    არ ვიცი- 28%.
    გამოკითხულთა 69 %  ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის იყენებენ.

  • კახი კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს

    თბილისის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე საუბრით დაიწყო. კახი კალაძე ხაბეიშვილის იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  ერთ-ერთ სკვერში კორპუსის მშენებლობისთვის ხეები იჭრება.

    თბილისის მერმა  ხაბეიშვილი ირონიულად  მოიხსენია, როგორც მომავლის პოლიტიკოსი, შემდეგ კი თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს  გურამიშვილზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ განმარტების გაკეთება სთხოვა.

    “მომავლის პოლიტიკოსმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე, სკვერში თითქოს იჭრება ხეები, იმისთვის, რომ აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი. მომავლის თაობის პოლიტიკოსი იცით ხომ ვინ არის? იმან დაარქვა მომავლის თაობის პოლიტიკოსი, ჰოლანდიაში რომ არის. განმარტება რომ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, რა ხდება? მეც მაინტერესებს”.

    მაია ბითაძემ  ხაბეიშვილის ბრალდებას სამარცხვინო უწოდა და განმარტა  რომ გურამიშვილის გამზირზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.

    “ბატონი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იმყოფებოდა სკვერში და მიუთითებდა იმაზე, რომ სკვერში უნდა აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი, რაზეც ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდეა გაზრდილი მოცულობა და იჭრება ხეები, ვფიქრობ, არის ნამდვილად სირცხვილი.

    კადრებში ასახული იყო სანიტარული ჭრები, რომელსაც აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ”, – განაცხადა თბილისის  მერის მოადგილემ.

  • მარტვილში მამათა მონასტერი იწვის

    მარტვილში მამათა მონასტერი იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.დამწვარია 200კვ.მ ფართი, ცეცხლი კელიაში გაჩნდა. სავარაუდოდ, სანთლიდან ხის კედელს გადაედო.

  • ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს, გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

    გავრცელდა ინფორმაცია რომ  ერთიანი ეროვნული  გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს, კერძოდ აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდაზე რეგისტრაციის დროს  დასტურს ელექტრონულ მისამართზე დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებს. 

    ამის გამო გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს გამოსავალს სთავაზობს.

    “იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია.”- ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

  • ”უკვე ორი წელია მისი ფანი ვარ, ის ჩემი მემკვიდრეა” – პელე კილიან მბაპეზე

    ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ახალგაზრდა ფრანგ თავდამსხმელზე კილიან მბაპეზე ისაუბრა:

    ,,მბაპე ჩემი მემკვიდრეა? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! იცით, რომ ამ ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ. დიდი მოთამაშეები მოსწონს ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. მე უკვე ორი წელია მისი ფანი ვარ. ვუსურვებ მას ისეთივე წარმატებებს, როგორსაც მე მივაღწიე.

    რატომ გვადარებს ხალხი ერთმანეთს? ის ჩემსავით მშვენიერია… თუ სერიოზული პასუხი გაინტერესებთ, ეს მისი თამაშიდან გამომდინარეობს. მეც მცირე ასაკში დავიწყე, მეც მასსავით ხშირად ვიყენებდი დრიბლინგს, სწორედ ამიტომ მბაპე პელეს ჰგავს. მე ბედნიერი ვარ, ეს დიდი პატივია.

    მისი თამაშისა და შედეგების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კილიანი ,,ოქროს ბურთს” იმსახურებს. იმედია, ის ოდესმე ამ ჯილდოს მიიღებს. მბაპე ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.” – პელეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

  • თბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

    თბილისში, ტექნიკის მაღაზია “პისი შოპი” გაქურდეს.  წაღებულია 14 ნოუთბუქი.

    მენეჯერის ინფორმაციით, ეს მათი მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის, 2 წლის განმავლობაში მაღაზია უკვე 4-ჯერ გაქურდეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ”შენი ცოლი პირსახოცია მეგობარო” – ასე გამოეხმაურა მაკგრეგორი ხაბიბის ქორწილს

    კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ხაბიბ ნურმაგომედოვის პოსტზე რასისტული კომენტარი გააკეთა.

    ფოტოზე ხაბიბ ნურმაგომედოვი მის მეუღლესთან ერთად არის გადაღებული. ფოტოზე მის ცოლს ტრადიციული მუსლიმური სამოსი ეცვა. როგორც მოგეხსენებათ, ხაბიბი და მისი მეუღლე მუსლიმები არიან.

    კონორმა ხაბიბის მეუღლეს პირსახოცი უწოდა: ”შენი ცოლი პირსახოცია, მეგობარო”