Category: არქივი

  • ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

    ქუთაისში,  მშენებარე ობიექტიდან მუშა  გადმოვარდა. დაშავებული  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

  • გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი -ნინო ლომჯარია

    საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი ვერ გამოავლინა.

    ნინო ლომჯარიას განცხადებით,  დაახლოებით ერთი წლის წინ, სახალხო დამცველის აპარატმა  შეისწავლა ხსენებული საქმის მასალები და დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად და ეფექტიანად გამოძიებული.

    “დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდზე ამ დრომდე სასჯელს იხდის მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი – გ.ჯ., რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). მას თავიდან წარდგენილი ჰქონდა ბრალდება დასრულებული მკვლელობისთვის, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გ.ჯ-ს მიერ და იგი მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის გამტყუნდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 3 ივნისს გ.ჯ.-ს მიმართ განაჩენი შეცვალა და იგი დასრულებული, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის გამტყუნდა.

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, სახალხო დამცველის აპარატმა სრულად შეისწავლა ხსენებული საქმის მასალები და დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად და ეფექტიანად გამოძიებული. გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რამაც არსებითი ნეგატიური გავლენა იქონია ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის პროცესზე. საქმის მასალების ანალიზით დასტურდება, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ სხვა პირიც/პირებიც.

    შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, პარლამენტის დადგენილების შემუშავების პროცესში, გაეთვალისწინებინა ერთ-ერთი რეკომენდაცია – დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის წარდგენის მიზნით. საქართველოს პარლამენტმა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაცია არ გაიზიარა. ასევე, დღემდე არ მომხდარა დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის სხვა პირის პასუხისგებაში მიცემა.

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დავით სარალიძე მოკლულ იქნა ჯგუფურად, მინიმუმ ორი პირის მიერ. გამოძიების მიერ კი გამოვლენილია მხოლოდ ერთი პირი – გ.ჯ.

    ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და გენერალურ პროკურატურას, რათა დაწყებულიყო გამოძიება ე.წ. ხორავას საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ, რომელთა ქმედებებმა დააზიანა დავით სარალიძის მკვლელობის ეფექტიანი გამოძიების ინტერესები. სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული ამ მიმართულებითაც. ხოლო საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველისთვის უცნობია თუ რა ღონისძიებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ – დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯის მიზნით, მეორე მხრივ კი – გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან სამოხელეო დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტის გამოვლენის მიზნით.

    საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:

    გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი;

    დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, კერძოდ, კი საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახმა თუ გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა განაპირობა მტკიცებულებების განადგურება და გამოძიების გაჭიანურება;

    გააცნონ სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები და პროკურატურაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ და სრულად”,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • “უყვებოდა ინტიმური შინაარსის ისტორიებს, სთავაზობდა ფულს” – 82 წლის მასწავლებელი გარყვნილ ქმედებებში ამხილეს

    კახეთში, 82 წლის პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა. ირკვევა, რომ 82 წლის მასწავლებელი 12 წლის გოგონას ხშირად უყვებოდა სხვადასხვა ინტიმური შინაარსის ისტორიებს, პირდებოდა ფულსაც და საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც სთავაზობდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა პედაგოგის სექსუალური ისტორიებით შეწუხებულმა გოგონამ, დახმარებისთვის დირექციას მიმართა.

    „როგორ უყვარდა პატარა ბავშვი, მეშვიდე კლასელი მოსწავლე, მასავით როგორც შენ მიყვარხარ, ისე მიყვარდა. ვხვდებოდით ერთმანეთს, ვეფერებოდი და რა ვიცი უხამსობები, რომელიც არავის არ შეეფერება, არამც თუ მასწავლებელს. შეთავაზება იყო როგორი, რომ მე დაგეხმარები თუ რამეში დაგჭირდი, მობრძანდი ჩემთან და ფულსაც აძლევდა,“-აცხადებენ სკოლაში.

    არსებობს აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც თავად მოსწავლებ გააკეთა და დრომლებზეც გარყვნილი ქმედებაა დაფიქსირებული. ჩანაწერს უკვე სწავლობს პოლიცია, ძიება გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.

    „სად ხვდებოდა და კალიდორში ჩვეულებრივად. წიგნი ჰქონდათ გადაშლილი ვითომ გაკვეთილზე გელაპარაკებიო. ისე რომ კაბინეტში შეჰყავდა, იტოვებდა და ის, ესეთი რამე არა. ჩანაწერი მოხდა, რომ ჩაიწერა ამ ბავშვმა გარეთ დასვენებაზე ისტორიის წიგნი ჰქონდათ გადაშლილი და ვითომ გაკვეთილზე გიყვებიო და უყვებოდა ამას,“-აცხადებენ სკოლაში.

    82 წლის მამაკაცი პედაგოგიურ საქმიანობას უკვე ჩამოაშორეს, როგორც სოფელში ამბობენ, მსგავს ქმედებაში ის მანამდეც იყო შემჩნეული, თუმცა სკოლაში დღევანდელ დღემდე მუშაობდა.

    „ვერ უმტკიცებდნენ ვერაფერს. ვერ დამიმტკიცებ მე შენაო. მახეს დაგიგებ მოგაშორებო, შენ ვერ მომაშორებო ეუბნებოდა. დირექტორს ეუბნებოდა. მალავდა, ყველა მალავდა. მარტო ეგაა რომ ქვეყანამ გაიგოს რომ ესეთი მაიმუნი დაისაჯოს,“-განაცხადა დაზარალებული გოგონას ბებიამ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

  • “გადადგეს ნანა კოსტავა”-ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა

    “გადადგეს ნანა კოსტავა””ნაკლები ნანა კოსტავა საკრებულოში”-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა.სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

    შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. მის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის მიუხედავად, ის საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს.

    მან რამდენ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.ვიდეოს აღწერაში კოსტავამ დაწერა ტექსტი “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. საკრებულოს დეპუტატმა მოგვიანებით, პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ მან ტრაგედიის შესახებ არ იცოდა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა საკრებულოს წევრის კომენტარი.

    31 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.

  • “ყველას მოვუყვები ,როგორი თაღლითობაა ამ ქვეყანაში”- ებრაელ ინვესტორს შარდენზე ბარში 900 ლარიანი ჩეკი გამოუწერეს

    ჟურნალისტი კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის უცხოელ მეოგობარს COCKTAIL BAR & CHILLIM LOUNGE შარდენზე 900-ლარიანი ჩეკი გამოუწერეს, რომლის შემდეგმაც უცხოელმა უარი თქვა საქართველოში ბიზნესშეხვედრებზე.

    “14 მაისს, ძველი თბილისის დათვარიელების შემდგომ, ჩემს ებრაელ სტუმრებს დავცილდი 18:00 საათზე. სამი საათი იყო გასული, რომ დამიკავშირდა ბატონი შაი ტელეფონით და მომიყვა შემდეგი ამბავი. გოგონა, სახელად სოფია, გაიცნო თავის სასტუმროსთან( შარდენ ვილასთან) ძველ თბილისში. იმ საღამოს შეხვდა ბატონ შაის სოფია . სოფიამ, ბატონი შაი წაიყვანა COCKTAIL BAR & CHILLIM LOUNGE შერდენზე ბამბის რიგს, რომ ეძახიან(ამ ბარის სურათები იხილეთ ქვევით და ამ სოფიას სურათებც) გოგომ თვითონ შეუკვეთა ჩილიმი, ბლექლებელი. მინდა გითხრათ, რომ მენიუ არ წარუდგენიათ ბარში შაისთვის. ამ გოგომ , ზუსტად იცოდა , რა უნდა შეეკვეთა. დაახლოებით ნახევარ საათში, სოფიამ ბატონ შაის უთხრა სასტუმროში ავალ და მალე დავბრუნდებიო.
    აი ამის შემდეგ , იწყება მთელი სპექტაკლი. ოფციანტი მიდის და მიაქვს ქვითარი( იხილეთ ქვევით სურათი) სადაც გადასახდელი თანხა შეადგენდს 974 ლარს, რაზეც ბატონმა შაიმ პროტესტი გამოხატა. ამ დროს იქ ჩნდება მენეჯერი, ოფიციანტები და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც გაეცნენ შაის , როგორც პოლიციელები. ამ დროს, დამიკავშირდა მე ბატონი შაი ტელეფონით . მომიყვა ამ სამარცხვინო ამბის შესახებ და გამასაუბრა მენეჯერი- ვინმე გიორგი, რომელსაც ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი სამარცხვინო იყო მათგან და ავუხსენი, რომ ვარ ჟურნალისტი .ვუთხარი, რომ ვიცი და მსმენია ამგვარი თაღლითობის შესახებ. მოვთხოვე, რეალურად რაც ეკუთვნის შემკვეთს, ის თანხა გადაახდევინეთქო. ამის შემდგომ იქ კიდევ დაიძაბა სიტუაცია. მე მოვთხოვე ბატონ შაის, რომ დაერეკა პოლიციაში რაზეც პასუხი გამცა რომ პოლიცია აქ არისო. მე ამასობაში მანქანით მივემართებოდი ჩემი სტუმრების დასახმარებლად. დაახლოებით 35 წუთი დამჭირდა ადგილზე მისასვლელად და როცა მივედი ისინი სასტუმროს წინ დამხვდნენ. აღშფოთებას ვერ მალავდნენ. გადაუხდიათ ის თანხა და წამოსულან. მინდა გითხრათ, რომ სალარო ქვითარიც კი არ ამოურტყამთ მათთვის ამ ბარში!
    მოკლედ გეტყვით, ამ სირცხვილმა და უმსგავსობამ საქართველოს დააკარგვინა სერიოზული ინვესტორი, ბატონი შაის სახით.
    მისი აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ შეეშინდა-რა ბიზნესი უნდა გავაკეთო ამ ქვეყანაშიო?! ეს რა უბედურებააო?! ყველას მოვუყვებიო ,როგორი თაღლითობებია ამ ქვეყანაშიო და ეჭვი არ მეპარება ამ ქვეყანაში ტურისტულად წამოსვლაზეც, ბევრი ებრაელი იტყვის უარსო! მეორე დღეს, ბიზნეს შეხვედრებზე უარი თქვა და გაფრინდა თავის სამშობლოში!
    თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ტურისტები მართლა აღარ ჩამოვლენ საქართველოში. ასეთი მომრავლებული თაღლითობებით გვინდა შორს წასვლა? ასე გვინდა ტურისტების მოზიდვა ?
    რატომ უნდა ხდებოდეს მსგავსი, უამრავი შემთხვევა ქვეყანაში? ქვეყანაში, სადაც არ არის ნავთობი, გაზი და ქვეყნის ბიუჯეტი , მხოლოდ ტურისტულ პოტენციალზეა გათვლილი?
    არ ვიცი! ჩვენ ასე, შორს ვერ გავფრინდებით!!!”- წერს კახა ჯანაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • დედამ 24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი ახლა იპოვა – ემოციური კადრები

    24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულიი შვილი დედასთან შესახვედრად  ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ემოციურ  კადრებს  „Welcome to Georgia“ – ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ბიჭი აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, როდესაც ის 7-8 წლის იყო.

    “ძალიან ემოციური ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა,მოკლედ,ეს ბიჭი არის დათო,აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა,დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში,ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად,მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში,როცა ის უპატრონოდ იყო,წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით,დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა,შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები.პარალელურად თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია,წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი,დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში”-აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე.

  • მაშველებმა მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი გამოიყვანეს

    თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. ამის შესახებ  შეტყობინება “112”-ში შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი.

    წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც.

    მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
    ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

  • “კოსტავა იმუქრება კომპრომატებით”-ელისო კილაძე

    “კოსტავა იმუქრება კომპრომანტებით”- ელისო კილაძე ქუთაისის საკრებულოს წევრის შესახებ წერს.”ქრონიკა+”-ის რედაქტორის ინფორმაციით, დეპუტატს მფარველები ჰყავს, რის გამოც ის მანდატის დათმობას არ აპირებს. 

    “ამ წუთებში ქუთაისიდან მომაწოდეს ინფორმაცია,რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭირღვარია წუხელ იმყოფებოდა ნანა კოსტავასთან სახლში და სწორედ მან ურჩია,არ დაეტოვებინა საკრებულო.
    ქუთაისის მერი ასევე დაუპირისპირდა ნიკა ლატარიას და ელისო არჩაიას იმის გამო რომ მათ არ დაიცვეს ნანა კოსტავა !
    როგორც დილით გითხარით,ნანა კოსტავა ოცნების სიაში მოხვდა დიტო სამხარაძის რეკომენდაციით და სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ.ამიტომ ვერ ელევა გოგაშვილის დაძიუშნიკი მას,კოსტავა იმუქრება კომპრომატებით !
    ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ცოცხლები ხართ ?!
    რა ბარდაკი და განუკითხაობაა ?!”-წერს კილაძე.

    შეგახსენებთ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება დღეს გადაიფიქრა. 

    “ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონე, ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ” – აცხადებს ნანა კოსტავა.

    შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მან რამდენ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.ვიდეოს აღწერაში კოსტავამ დაწერა ტექსტი “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. საკრებულოს დეპუტატმა მოგვიანებით, პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ მან ტრაგედიის შესახებ არ იცოდა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა საკრებულოს წევრის კომენტარი.

    31 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.

  • ვიდეო ფშაველი-აბანო-ომალოს გზიდან რომელიც წყლით არის დაფარული

    ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც თოვლის დნობის გამო წყლით დაიფარა. ხელოვნური ტბის მიმდებარედ გაყვანილი გზა მთაში მეცხრე კილომეტრიდან ჩაკეტილია ავტომობილებისთვის. ადიდებულმა მდინარემ გზის 150 მეტრამდე მონაკვეთი წაიღო. ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს სადაც დატბორილ მონაკვეთზე ცხენით გადაადგილდება. 

  • “კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს”-ტრამპი ლონდონის მერის შესახებ

    ლონდონის მერმა კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს, – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთში ვიზიტი ლონდონის მერის კრიტიკით დაიწყო. 

    „სადიქ ხანი ყველანაირი გათვლით, საშინელი მერია ლონდონისთვის. ის ძალიან წარუმატებელია და ჯობია  ლონდონში კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს.“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ  გვერდზე.

    ლონდონის მერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტრაპს ვიზიტის დროს წითელი ხალიჩა არ უნდა გაუშალოს.

    დონალდ ტრაპის ვიზიტი დიდი ბრიტანეთში უკვე დაიწყო.  ლონდონში მას თან ახლავს მეუღლე.