Category: არქივი

  • 8 ქართულ კომპანიას რუსეთში ღვინის გატანა აეკრძალა

    „როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს ქართული ღვინის შეტანის წესებს რუსეთის ტერიტორიაზე. 

    „მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური სისტემატურად ატარებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლს, რაც დინამიკაში აჩვენებს აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას“, – ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

    „როსპოტრებნადზორი“ აქვეყნებს იმ 8 ქართლი კომპანიის სიას, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანას უკრძალავს. მათ შორისაა: „ბაგრატიონი 1882“, „ბოლერი ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

    „მითითებული პროდუქციის ყველა პარტია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

    ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავს.უცხოელ ტურისტებსა და NBA-ის გულშემატკივრებს მოუწოდებს რომ საქართველო მოინახულონ. კალათბურთელიკამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა. 8 ივლისის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდება.

    “ყველა ჩემს გამომწერს, NBA-ის ფანებს, მოგზაურებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს – დაპატიჟებული ხართ ამ შესანიშნავ ქვეყანაში”, – წერს ფაჩულია სოციალურ ქსელში

  • დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს მოუბოდიშა

    წარმოშობით ქართველმა და რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ რუსებს 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლისთვის მოუბოდიშა. ამის შესახებ მომღერალმა რუსულ გამოცემას  განუცხადა.
    მან ყურადღება გაამახვილა ქართველების სტუმართმოყვარეობაზე და განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება რაც 20 ივნისს მოხდა სირცხვილად ითვლება.
    “მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ კოლოსალური განსხვავებაა დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის.
    ჩემთან ქუჩაში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელი აღმოჩნდა და რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არა აქვს ტაქტი და გაგება, მაშინ მას პირადად სურს ბოდიში მოიხადოს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება ჩაიშალა” – განაცხადა მომღერალმა.
  • აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედნიდან“ ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ

    საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრა.  საგამოძიებო უწყებისკენ ავტოკოლონა მანქანის სიგნალით გაემართა.

    პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ 20 ივნისის დარბევაზე გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

    ისინი შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან  და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს.

  • მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” ბრუნდებიან

    ლონდონში “TBCBANK Group PLC“ აქციონერთა კრებამ მხარი დაუჭირა მამუკა ხაზარაძის, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. ამის შესახებ  მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.

    “ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. “თიბისი ბანკის” ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან. ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, – წერს ხაზარაძე.

  • “ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას”-ოქრუაშვილი

    “ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას”-“გამარჯვებული საქართველოს ” ლიდერი ირაკლი  ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ოქრუაშვილის აზრით, “ქართული ოცნება” ცდილობს ძალაუფლება ე.წ. ჯიბის პარტიების ყიდვით შეინარჩუნოს.

    “ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას და ამ განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ კრიზისი მე მეეჭვება რომ განიმუხტოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ეს თავისთავად კარგი მიღწევაა, მაგრამ 0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მერე ისინი იყიდოს და ასე შეინარჩუნოს ძალაუფლება,”-განაცხადა ოქრუაშვილმა.

  • გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

    გენერალურ პროკურატურაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

    ბრიფინგის თემას პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

  • გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – ჩუგოშვილი

    გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ –  ეს განცხადება “ქართული ოცნების” ოფისში თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

    “ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა, მათ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს რეაგირება მოჰყვება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება აგებს პასუხს,”-განაცხადა ჩუგოშვილმა.

    ჩუგოშვილი რევოლუციურ ცვლილებად აფასებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებს დიალოგს, გარდა ცალკეული ინდივიდებისა.

    ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ პოლიტიკოსებს არ მოიაზრებს დაანონსებული დისკუსიის ფორმატში. მისი თქმით, პოლიტიკოსთან ნაწილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობის შესახებ, რამაც მისი მტკიცებით სავალალო შედეგები გამოიწვია. ჩუგოშვილი ამ პირების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზეც საუბრობს.

    „ეს არის რევოლუციური ცვლილებების დასაბამი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მისასალმებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა სახეზეა. პირველ რიგში უნდა დავასრულოთ სასესიო კვირა, შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან,

    გვინდა საუბარი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა ინდივიდთან ვინც კონსტიტუციურ მოთხოვნებს სცემენ პატივს. სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო მოვლენები როცა ძალიან ღიად პირდაპირ ეთერ?სი ჰქონდა კრიმინალს ადგილი, რაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტებს დამხობისკენ მოწოდება.

    აქციის დაშლა თქვენ ალბათ არ გინდათ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყოს ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.