Category: არქივი
-
შს მინისტრი დღეს პარლამენტში მივა
{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტში დღეს შს მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამასთან დაკავშირებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გუშინ “ევროპული საქართველოს” წევრს სერგი კაპანაძეს შეხვდა.აუდიენციისას შეჯერდნენ იმ კითხვებზე, რომლებსაც შს მინისტრს დაუსვამენ. კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას ამ დრომდე არ გაუცია პასუხები საგამოძიებო კომისიის მიერ დასმულ კითხვებზე, თუმცა ხვალ თავის არიდება აღარ გამოუვა.გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას ზაზა სარალიძეც გეგმავს, რომელსაც აინტერესებს, რატომ აფარებენ ხელს მისი შვილის მკვლელებს.შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, თუმცა გიორგი გახარია პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.გიორგი გახარია სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრებს. წინასწარი ინფორმაციით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებასა და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებს. შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზეც დაუსვამენ შეკითხვებს.
-
გაძვირდება თუ არა გაზი – მარეგულირებელი კომისიის სხდომა
{{ARTICLEIMAGE}}
იანვრიდან შესაძლოა, გაზი გაძვირდეს. ერთ კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. ყაზტრანსგაზის, სოკარ ჯორჯია გაზის და საქორგაზის სატარიფო განაცხადებზე სემეკში უკვე რამდენიმე თვეა, მსჯელობენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით, ეს დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა. მარეგულირებელი კომისია გაზის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. კომისიის წევრი გოჩა შონია ცხადებს, რომ ახალი ტარიფის დაანგარიშებისას სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებენ, მათ შორის ლარის კურსს. იქონიებს თუ არა გაუფასურებული ლარი გაზის გადასახადის კორექტირებაზე გავლენას, შონიას სატარიფო ცვლილებაზე წინასწარ საუბარი უჭირს.
ენერგეტიკოსების ნაწილი ლარის გაუფასურების ფონზე გაზის გაძირებას ელოდება. დავით ებრალიძე ამბობს, რომ არსებულ რეალობაში ის ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ტარიფის დაანგარიშებისას გაუფასურებული ლარი რომელიმე სხვა კომპონენტმა დააბალანსოს. ებრალიძე სემეკის მიერ ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2014 წელს მიღებული მეთოდოლოგია არასწორია და კანონს ეწინააღმდეგება.საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის გაძვირებას არ გამორიცხავს არც ილიას უნივრსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მეგრელიშვილი. თუმცა ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ლარის გაცვლითი კურსი შესაძლოა, სხვა კომპონენტებმა დააბალანსონ. მეგრელიშვილი გაზის ტარიფის ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, არ გაძვირებამ ბევრად მეტი პრობლემა შექმნას. ის მიიჩნევს, რომ მთავარი ტარიფის სწორად დათვლაა.
ლარის გაუფასურების, საკვები პროდუქტების და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ, გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზიც – ეს 26 დეკემბერს მას შემდეგ გაირკვევა, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 3 კომპანიის განაცხადებზე იმსჯელებს.
-
ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს,ან გადადგეს – ოქიტაშვილი ანანიაშვილს მიმართავს
{{ARTICLEIMAGE}}
“მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს”,კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს მიმართავს.
ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 24 დეკემბრიდან აქციები დაიწყება. კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.
“ოპერაში კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის “ნარკობარიგას”. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს”,-ამბობს ოქიტაშვილი. -
ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოქიტაშვილი აქციებს აანონსებს
{{ARTICLEIMAGE}}
ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 24 დეკემბრიდან აქციები დაიწყება. კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.“ოპერაში კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის “ნარკობარიგას”. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს”,-ამბობს ოქიტაშვილი.
-
პირველი დაპირისპირება პრეზიდენტის გუნდის წევრსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს შორის
{{ARTICLEIMAGE}}
“ქართული ოცნების” დეპუტატის და გენდერული საბჭოს წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის კრიტიკული პასუხი მოჰყვა.დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადება პარლამენტარის კომპეტენციას სცდება.
“დიმიტრი ცქიტიშვილი ვინ არის, უკაცრავად? საბედნიეროდ, დიმიტრი ცქიტიშვილს გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა, ეს მის კომპეტენციას სცდება და მე ვთხოვ მას, რომ თავის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს თავისი განცხადებები”,ამბობს დიმიტრი გაბუნია.
დიმიტრი ცქიტიშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ პირადად მისი არჩევანის შემთხვევაში, ის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.
“მე არ დავნიშნავდი. მისი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო, მაგრამ არ ჩავუღრმავდები იმ თემას, დასანიშნი იყო თუ არა, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა. თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება ეფექტური და კვალიფიციური პარალმენტთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ, არჩევანს არ ვაკეთებთ. ვფიქრობ, ჩვენგან გამოხატული დამოკიდებულება არ იქნება სწორი”,-თქვა ცქიტიშვილმა.
როგორც ცნობილია, დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას “ქალთა მოძრაობაც” ეწინააღმდეგებოდა.
-
მაჭუტაძე: პუტინის დედა ვატირე, ბურჭულაძე დიდი ხელოვანია და არა პოლიტიკოსი
{{ARTICLEIMAGE}}
გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი ნიკა მაჭუტაძე მისი ყოფილი ლიდერის საქმიანობაზე კომენტარს აკეთებს. “ტვპირველის” გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას მაჭუტაძემ განაცხადა, რომ ბურჭულაძემ პოლიტიკური საქმიანობა დაასრულა და ის დიდი არტისტია.ნიკოლოზ მაჭუტაძემ ბურჭულაძის მიერ რუსეთში გამართულ კონცერტში მონაწილეობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:
“არის დიდი არტისტი, ხელოვანი და ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე. და საერთოდ ბილწსიტყვაობა მოდაშია და ასე მინდა გავცე ამ შეკითხვას პასუხი:პუტინის დედა ვატირე”.
-
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ზურაბიშვილი 21 დეკემბერს დაასახელებს
{{ARTICLEIMAGE}}
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამ კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობი ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ დაასახელებს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ. ის ამ რანგში პირველად წარსდგა მედიის წინაშე და თქვა, რომ ჟურნალისტებთან აქტიური ურთიერთობა ექნება.კანონით, ახალ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა 21 დეკემბერს ეწურება. თუმცა კონსულტაცია მხოლოდ ერთ დღეს – 20 დეკემბერს გაიმართება. დიმიტრი გაბუნიამ განმარტა ასევე, რომ კანონი მათ არ ავალდებულებდა რამდენიმე კონსულტაციის გამართვას და არც არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის ვადას უწესებდა.“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ეს არ იქნება შეხვედრა – შეხვედრისთვის. ჩვენ მათ მოვუსმენთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. უფლებამოსილება ეწურება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილესაც და ჩვენ მის ვაკანტურ ადგილზეც უნდა გამოვაცხადოთ ღია კონკურსი”, განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.მისივე თქმით, ჯერჯერობით პრეზიდენტს შერჩეული არ ჰყავს კანდიდატურები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.იქნება თუ არა კანდიდატებს შორის ცესკო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე თამარ ჟვანია? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ისევ განიხილება ცესკო-ს ხელმძღვანელის პოსტზე. ამ შეკითხვაზე პასუხი, გაბუნიას თქმით, საზოგადოებას ხვალ ექნება.რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორი არ შესთავაზებს საკუთარ კანდიდატებს პრეზიდენტს? ასეთ შემთხვევაში, როგორც დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავად შეარჩევს და დაასახელებს სამივე კანდიდატს.კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან 20 დეკემბერს, საღამოს არის დაგეგმილი.თუმცა ამ დრომდე მიწვევა არ მიუღია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ საია არ წარადგენს საკუთარ კანდიდატს იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ ამ საკითხზე კომუნიკაცია ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. სალაძის თქმით, სულ ცოტა, ერთი შეხვედრა მაინც უნდა დანიშნულიყო, რომ ასეთ კანდიდატზე ეფიქრათ, მას გასაუბრებოდნენ და შემდეგ პრეზიდენტისთვისაც შეეთავაზებინათ.“ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პიროვნება, ვინც ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, არ იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ასე ერთ დღეში ვინმეს წარდგენა საიასგან არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება”, თქვა სულხან სალაძემ.საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატურას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ სამიდან კი ცესკო ერთ-ერთს აირჩევს.წყარო – რადიო თავისუფლება -
უგულავა: ივანიშვილი ბოლომდე წელავს იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში
{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებსაც შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო, თავზე კონსტიტუცია გადაახიო.“დიდი ხანია ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, დღეს ასევე დავინახეთ, რომ სასამართლო არის უტიფარიც – ეს პირველად არ გაუკეთებიათ, ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პილიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება. დღევანდელი დღე არ არის, მარტო დავით კირკიტაძის დაპატიმრების დღე. დღეს ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებსაც შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო, თავზე კონსტიტუცია გადაახიო. ამავროულად, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში ადამიანებს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და თუ “შეეტენები” ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, მაშინ იქნები კარგად.
ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ივანიშვილი ბოლომდე წელავს იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში”, – განაცხადა უგულავამ.