Category: არქივი

  • კობახიძე კირკიტაძეზე: ხელისუფლების პასუხი საჭირო იყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავების თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა საჭირო იყო. 

    ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ მოქმედებს მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით, როდესაც აკავებს ოპოზიციონერს და არა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.  

    “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

  • მელია:ყველაფერს გავაკეთებ, რომ კრიმინალი გახარია ციხეში ჩაჯდეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა. მმართველ გუნდს ლაჩრები უწოდა და განაცხადა, რომ თოვლის გუნდა გაგორებულია და ის ზვავად გადაიქცევა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა შს მინისტრი გახარია ციხეში აღმოჩნდეს.

    აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა კიდევ ერთმე ოპოზიციონერმა თინა ბოკუჩავამ:“მინდა გაგიმხილოთ დათოს ემოცია ამ ცირკში, სადაც ჩვენ არ გვიშვებდნენ და რომელიც სუს-ის აგენტებით იყო სავსე. სწორედ მათ სცემეს ოპოზიციის წევრები უმოწყალოდ ველისციხეში, ეს ადამიანები მოავლინეს დღეს სასამართლო დარბაზში, რომ ჩვენ ბევრნი არ ვყოფილიყავით. დათო ბრძოლას აგრძელებს საპყრობილიდან, სადაც ის ივანიშვილმა გამოკეტა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ივანიშვილი არ წავა პოლიტიკურ სანაგვეზე”. დათო არის ძალიან მხნედ – თავისუფლება დავით კირკიტაძეს – ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარს”.

  • გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში პოლიტიკური ტერორი დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაზე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციონერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, გურჯაანში, რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა.

    “ცხოვრებაში პირველად ვიყავი პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე”, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას: “მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც არ გასულა. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი. თუ გაჩუმდებით, დავით კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ, რადგან ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ტარაკნებივითაა გაჯერებული ქოცი მოსამართლეებით. საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დათოს გარეთ გამოვიყვანთ”.

    გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

  • კირკიტაძე: არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

    შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – ამ სიტყვებით წარსდგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ კირკიტაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.

    17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის (ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით, ან ჯარიმით) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დავით კირკიტაძეს ბრალი გუშინ, 19 დეკემბერს წარუდგინეს.

  • ბარამიძე: ეს არის პუტინის რეჟიმის საცეცები საქართველოში

    {{ARTICLEIMAGE}}
    დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მისი თანამოაზრეები აფასებენ. გიორგი ბარამიძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს შენობის გარეთ აქციის მონაწილეებს გააცნო და განაცხადა, რომ “ეს არის პუტინის რეჟიმის საცეცები საქართველოში”.

    “დავით კირკიტაძის გასამართლებით ასამართლებენ ყველას, ვინც ამ პუტინის მონის წინაშე ხმის ამოღება გაბედა”.

  • კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

    შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – ამ სიტყვებით წარსდგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლემ კირკიტაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.

  • პრემიერი: მომავალ წელს ჯარისკაცებს ხელფასი გაეზრდებათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ხელფასი, წოდების მიხედვით, 7 526 სამხედროს გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით.

    “მომავალ წელს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ჯარისკაცების ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას:”ჩვენ ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გაიხსნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამედიცინო ცენტრი და მომავალ წელს ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ გვსურს რომ გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზეც,”განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • კირკიტაძის პროცესი: ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილი აქციის ორგანიზატორები გაკვირვებულნი არიან სამართალდამცავთა ასეთი მობილიზებით, მათ შორის ქალი პოლიციელების მობილიზებით. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “პირველი პრეცედენტია, რომ ქალი პოლიციელები დააყენებს წინა რიგებში.

    “ეს რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცით, მაგრამ პირველი, რაც უნდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, არის ის, რომ მათ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ჩვენ ჩვენი თანაგუნდელის ყველა უფლებას ბოლომდე დავიცავთ და დავით კირკიტაძესთან ერთად ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავამხნევოთ დავით კირკიტაძე ტაშით. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენი ტაში ესმის”. ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა”,ამბობს გიორგი ვაშაძე. 

  • “აბა, ქალს თუ დაეჭიდები?” – გახარიას შეკითხვა ოპოზიციას”: ბაია პატარაია შსს-ს “სექსისტურ ჟესტზე”

    {{ARTICLEIMAGE}}
    უფლებადამცველი ბაია პატარაია გურჯაანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელთა კორდონის წინა ხაზზე ქალი პოლიციელების ჩაყენების გადაწყვეტილებას სექსისტურ ჟესტად აფასებს. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. სასამართლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. შენობასთან იმართება გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია.

    “შერეული რომ ყოფილიყო კორდონი, როგორიც თავდაპირველად მეგონა, არც კი გამოვეხმაურებოდი ამ ამბავს. მაგრამ “აბა, ქალს თუ დაეჭიდები?” – ეს შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. იმას არ ვიტყვი, ქალს რატო აძლევთ ასეთ დავალებას-მეთქი. ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ “ცოცხალ ფარში”, ეს უკვე პერფორმანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფორმანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით – ძალიან არ მომწონს”.

    “შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”,წერია შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში”.

  • “არ მსურს ექსცესები” – სააკაშვილი აღარ ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ექს-პრეზიდენტრმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მისი ჩამოსვლის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. “ტვპირველის” ეთერში ჩართვისას სააკაშვილმა თქვა, რომ არ სურს ექსცესები, რაც მისი აზრით, ქართველ ხალხს მიუბრუნდება.

    “რა თქმა უნდა, მე მენატრება და ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, საქართველოსი და მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედიც მენატრება, სიმართლე გითხრათ. მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი. მე მეშინია ექსცესების. მე მეშინია ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს, რომ თავისთავად ამას არ მოყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს და არა მხოლოდ ივანიშვილს”, ამბობს სააკაშვილი.

    2 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ როგორც კი მისი ისინი დაუძახებენ, “იმ წამს გაჩნდება მათ გვერდით”.