Category: არქივი
-
მსჯავრდებულ დეკანოზს მღვდელმოქმედება არ შეუჩერდა:სინოდის სხდომის დეტალები
{{ARTICLEIMAGE}}
წმინდა სინოდის სხდომაზე “ციანიდის საქმე” არ განხილულა, ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.“სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათალიკოს-პატრიარქმა ამ საკითხის განხილვაზე თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია”.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისადმი.სინოდის სხდომიდან გამოსული მღვდელმთავრების განცხადებით, გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესია მას შემდეგ მიიღებს, რაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება.“მოვლენებს დაველოდებით. წმინდა სინოდის შემდეგ სხდომაზე ეს საბოლოდ გადაწყდება. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, იყო აზრთასხვადასხვაობა”, განაცხადა მეუფე პეტრემ.კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჟურნალისტებმა შეკითხვა დასვეს, უკვე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების მოლოდინს უკავშირდებოდა, რაზეც მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ “ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“. აღსანიშნავია, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ არც მსჯავრდებული დეკანოზისთვის მღვდელმოქმედების შესაძლო შეჩერების თემა უხსენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ საპატრიარქოში დღეს ეს საკითხიც უნდა განეხილათ. როგორც ცნობილია, სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.
ცნობისათვის, 2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი თქვა ადვოკატების საკასაციო საჩივრის განხილვაზე. -
“შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ”:კობახიძე პირობას დებს, რომ ბესელიას წასვლის რეალურ მიზეზს იტყვის
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელის მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების მიზეზზე საუბარს დღეს არ აპირებს და საზოგადოებას პირდება, რომ მოტივი მოგვიანებით გახდება ცნობილი.“ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზები არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, სჯობს, სხვა დროს გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარი მიზეზებთან დაკავშირებით. თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზეზებს დავუბრუნდებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება საზოგადოებასთან საუბარი. დღეს მე არც ერთ მიზეზს არ გავშლი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
“რევოლუცია და შიდაგადატრილება”: ინაშვილი ბესელიას გადაწყვეტილებას მოსამართლეების საკითხს უკავშირებს (ვიდეო)
{{ARTICLEIMAGE}}
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სხდომაზე ვითარება გამწვავდა და თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.“ამგვარ ტონალობას არ იმსახურებს ეკა ბესელია, ეს არის პატარა კრიზისი, მაგრამ მისი მასშტაბი დიდია”.
-
ბესელია:რატომ იგეგმებოდა ჩემი გადადგომა ადრე, აქამდეც მივალ და მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ
მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ირიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ერთმანეთს ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე დაუპირისპირდნენ. სოფიო კილაძემ თქვა, რომ ეკა ბესელიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ თვეების წინ წაიკითხა და ამ ცნობას “გუგლიც” ინახავს – შესაბამისად, სოფიო კილაძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მის მიერ პოსტის დატოვება მოსამართლეების საკითხს.“ამ თემაზე ორი-სამი თვის წინ მეკითხებოდნენ ჟურნალისტები”, თქვა სოფიო კილაძემ.
{{VIDEO}}ამავე თემაზე:
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
ახლა გავიგე, რატომ წავიდა სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან:კილაძე ბესელიას დაუპირისპირდა (ვიდეო)
{{ARTICLEIMAGE}}
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაუპირისპირდა. მისი უკმაყოფილება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კილაძის აზრით, ბესელიას მიერ მისთვის “აზრის გამოთქმაში ხელის შეშლას მოჰყვა.
ამავე თემაზე: ბესელია:რატომ იგეგმებოდა ჩემი გადადგომა ადრე, აქამდეც მივალ და მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა -
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ეკა ბესელიას სთხოვეს, მეტი განმარტება გაეკეთებინა დღეს მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ამავე კომიტეტის სხდომაზე ბესელიამ აღნიშნა, რომ ყველაფერი დასრულებული არ არის და საკუთარ გადაწყვეტილებაზე უფრო მეტს მომავალში იტყვის.ამავე თემაზე: ბესელია:რატომ იგეგმებოდა ჩემი გადადგომა ადრე, აქამდეც მივალ და მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთაბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს სოფიო კილაძესა და ამავე გუნდის წევრს ეკა ბესელიას შორის. დაპირისპირებას დღეს წინ უძღოდა ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.
ამავე თემაზე: ბესელია:რატომ იგეგმებოდა ჩემი გადადგომა ადრე, აქამდეც მივალ და მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთაბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ხელისუფლების სხვა შტოებში მიმდინარე პროცესში: “რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია აუცილებლად იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოს პროცესებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, თქვენ მოგეწონებოდათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში ამ ინტერესებთან დაკავშირებით. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს თავისი შეხედულება. ის თავისუფალია თავის არჩევანში“.