Category: არქივი

  • ირაკლი კობახიძის ბოლო მიმართვა ქუთაისში (ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში მუშაობა დაასრულა. “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის – პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.

    “დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში”, განაცხადა 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.

    ამავე თემაზე:

    ჟურნალისტების “ფლეშმობი” პარლამენტის სასესიო დარბაზში

  • დონორი, რომელმაც 2.4 მილიონი ბავშვი გადაარჩინა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონი ალბათ ყველაზე დამსახურებული პენსიონერია მსოფლიოში. ის რამდენიმე დღის წინ, 81 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე, მანამდე კი 60 წლის მანძილზე ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სერვისის მონაცემებით 2.4 მილიონი ავსტრალიელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ის სამოცი წლის მანძილზე ყოველ კვირას გასცემდა თავის უნიკალურ სისხლს, რომლითაც თავის დროზე მედიცინაში რევოლუციურ გარდატეხას ჩაეყარა საფუძველი.


    უნიკალური სისხლი

    ჰარისონის სისხლისგან პრეპარატი მზადდება, რომლითაც მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. პრეპარატით რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, რომელთა სისხლმა შესაძლოა ჯერ არ დაბადებული ბავშვის გარდაცვალება გამოიწვიოს.

    ჰარისონის უნიკალური დონორობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 14 წლის ასაკში გულმკერდის ოპერაცია გაიკეთა. სისხლის დონაციამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა თავადაც სისხლის დონორი გამხდარიყო და მუდმივად გასცემდა სისხლს. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმმა აღმოაჩინა, რომ მისი სისხლი ანტისხეულებს შეიცავდა, რომლებიც ანტი– D ინექციის შესაქმნელად გამოდგებოდა.


    რა არის ანტისხეულები

    ჰარისონის სისხლი უნიკალური ანტისხეულებს შეიცავს, რომლებსაც ანტი–D ინექციას უწოდებენ. ეს არის D ანტიგენის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც რეზუს დაავადებების დროს გამოიყენება.

    რეზუს დაავადება არის შემთხვევა, როცა რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალის სისხლი მუცლადმყოფი პატარას სისხლის უჯერდებს უტევს. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვის სისხლი რეზუს დადებითია. თუ დედის ორგანიზმი რეზუს დადებითი სისხლის მიმართ მგრძნობიარეა, მან შეიძლება ანტისხეულები გამოყოს, რითაც ბავშვის “უცხო“ სისხლის უჯრედებს ანგრევს. ასეთი შემთხვევები როგორც წესი ბავშვის ტვინის დაზიანებით ან გარდაცვალებით მთავრდება.1967 წლამდე ყოველწლიურად ათასობით ჯერ არ დაბადებული ბავშვი იღუპებოდა გაუგებარი მიზეზის გამო, ან ტვინის დაზიანებებით იბადებოდა.

    ექიმების განცხადებით ჯეიმს ჰარისონის სისხლში ანტისხეულების აღმოჩენამ დიდი გადატრიალება მოახდინა. ავსტრალია გახდა ერთ ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ანტისხეულების მქონე სისხლის დონორი აღმოაჩინა , რაც იმ დროისთვის მედიცინაში რევოლუციური გარღვევა იყო. 1967 წლის შემდეგ მხოლოდ ჰარისონის სისხლის პლაზმით პრეპარატის სამ მილიონ ამპულაზე მეტი დამზადდა , რომლითაც რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ფეხმძიმე ქალებს ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარნენ. მათ შორის იყო თავად ჰარისონის ქალიშვილი.

    ჰარისონი მუდმივად გასცემდა სისხლის პლაზმას დონაციისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დახმარებოდა.
    ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, საიდან აქვს ჰარისონს ასეთი იშვიათი სისხლის ტიპი. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მისი სისხლის არაორდინარული შესაძლებლობა 14 წლის ასაკში ოპერაციის შემდეგ მისთვის დონორის სისხლის გადასხმის შედეგად განვითარდა . ავსტრალიაში სულ 50 ადამიანია, რომელთა სისხლი ასეთ ანტისხეულებს შეიცავს.


    ეროვნული გმირი

    ჰარისონი ავსტრალიის ეროვნულ გმირად ითვლება. მან უამრავი ჯილდო მიიღო უშურველი დონორობისთვის, მათ შორის ავსტრალიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ღირსების ორდენი. ჰარისონის დონორული კარიერა დასრულდა. 25 დეკემბერს მან ბოლოჯერ გაიღო სისხლი, რადგან ავსტრალიის კანონმდებლობით დონორობა მხოლოდ 81 წლის ასაკამდეა ნებადართული. ავსტრალიელ ექიმებს იმედი აქვთ, რომ ის იშვიათი ადამიანები, რომელთა სისხლი ანალოგიურ ანტისხეულებს შეიცავს უარს არ იტყვიან დონორობაზე და ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად ჰარისონის მსგავსად კეთილშობილებას გამოიჩენენ.

  • ბესელია:მე ვარ გუნდის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია გუნდურობის თემაზე კოლეგების განცხადებებეს პასუხობს. ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია ამბობს, რომ მას გუნდურობას ვერავინ ასწავლის, რადგან ამ გუნდის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელია ბიძინა ივანიშვილის შემდეგ.

    “მე ვარ იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ვარ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. გუნდურობასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებებიც არის არაკორექტული.მომავლის გეგმებზე, სად გავაგრძელებ საქმიანობას პარლამენტში, ამაზე ახალი წლის შემდეგ ვისაუბრებ“, განაცხადა ბესელიამ.

  • ბესელიას გადადგომა: არ ვიცი, ბნელი ოთახი იყო, თუ შუქი ენთო, კალმით დაწერა სია

    {{ARTICLEIMAGE}}

    “იუსტიციის საბჭომ უკანა ოთახში (არ ვიცი ბნელი ოთახი იყო, თუ შუქი ენთო) პასტით დაწერა უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია“, ეს განცხადება “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 27 დეკემბერს გააკეთა. მისი სიტყვები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას წასვლას მოჰყვა. ეს თემა მეორე დღეა, მედიაში განხილვის საგანია – დღეს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყა სტატია სათაურით” “ქართული ოცნება“ სასამართლოს “კლანმა“ შეარყია”.


    ავტორი წერს, რომ “ქართული ოცნების“ წევრები დაფარული ფაქტების გამჟღავნების ზღვართან მივიდნენ – პირველი ნიშნები 27 დეკემბერს გამოვლინდა. ღია დაპირისპირების პროცესი ეკა ბესელიას მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების გასაჯაროვებით დაიწყო. ბესელიამ თქვა, რომ დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან. ზარდიაშვილი წლების განმავლობაში სახელდებოდა სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლობისტად. ბესელიას გადადგომას კითხვის ნიშნებს უკავშირებს “ქართული ოცნების“ ნაწილი. გედევან ფოფხაძის გარდა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ღია თანადგომა გამოუცხადა სხვა არაერთმა თანაგუნდელმა, მათ შორის იყვნენ: ლევან გოგიჩაიშვილი, რომან კაკულია, ოთარ დანელია და ლევან კობერიძე”.


    “გადადგა თუ არა ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილისგან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ეს შეკითხვა ჯერ ისევ უპასუხოა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ “ქართული ოცნების“ სათავეებიდან ამ პოლიტიკურ გუნდთან მყოფი ეკა ბესელია მაისიდან აღარ არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი”,წერია სტატიაში.

    „ქართული ოცნების“ წევრები დაფარული ფაქტების გამჟღავნების ზღვართან მივიდნენ და პირველი ნიშნები 27 დეკემბერს გამოვლინდა. ღია დაპირისპირების პროცესი ეკა ბესელიას მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების გასაჯაროვებით დაიწყო. ბესელიამ თქვა, რომ დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან. ზარდიაშვილი წლების განმავლობაში სახელდებოდა სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლობისტად. ბესელიას გადადგომას კითხვის ნიშნებს უკავშირებს „ქართული ოცნების“ ნაწილი. რა როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა?

     

     

    სახიფათო ზღვარი “ქართულ ოცნებაში”

    ეკა ბესელიას 27 დეკემბრის ბრიფინგზე ყველაფერი რომ არ უთქვამს, ეს სულ ოდნავ მოგვიანებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოჩნდა.

    „ვის რა როლი ჰქონდა და რა პოზიცია, ამას მოგვიანებით დავუბრუნდები! მე რისი თვითმხილველიც ვარ, ამაზე მოგვიანებით…“, – ასე უპასუხა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების სადავო პროცესი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთიანი პოზიციით შეჩერდა და ეს გარკვევით ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.​”ქართული ოცნების” წევრები დაფარული ფაქტების გამჟღავნების ზღვართან მივიდნენ და პირველი ნიშნები 27 დეკემბერს გამოვლინდა. ღია დაპირისპირების პროცესი ეკა ბესელიას მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების გასაჯაროვებით დაიწყო. ბესელიამ თქვა, რომ დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან. ზარდიაშვილი წლების განმავლობაში სახელდებოდა სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლობისტად. ბესელიას გადადგომას კითხვის ნიშნებს უკავშირებს “ქართული ოცნების” ნაწილი. რა როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა?

    სახიფათო ზღვარი “ქართულ ოცნებაში”
    ეკა ბესელიას 27 დეკემბრის ბრიფინგზე ყველაფერი რომ არ უთქვამს, ეს სულ ოდნავ მოგვიანებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოჩნდა.

    “ვის რა როლი ჰქონდა და რა პოზიცია, ამას მოგვიანებით დავუბრუნდები! მე რისი თვითმხილველიც ვარ, ამაზე მოგვიანებით…”, – ასე უპასუხა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების სადავო პროცესი პარლამენტში “ქართული ოცნების” ერთიანი პოზიციით შეჩერდა და ეს გარკვევით ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.​

  • კობახიძე:მოვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მმართველი გუნდის სიძლიერეს უსვამს ხაზს. კობახიძე ამბობს, რომ ვინც თამაშობს გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი.

    “ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, ზოგადად, გუნდი არის ძლიერი და გუნდი აუცილებლად დარჩება ძლიერი 2020 წლის ბოლომდე და ზუსტად ასეთი სახით მოვემზადებით ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის”.


     


     

  • წმინდა სინოდის განჩინების შინაარსი ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}
    წმინდა სინოდის განჩინება საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო. განჩინების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე მწუხარებას გამოხატავს.  მეუფე დავითმა ასევე აღნიშნა, რომ  წმინდა სინოდის სხდომაზე კრებამ იმსჯელა და განაჩინა შემდეგი: მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა, წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე გაგრძელდება”.

    უფრო კონკრეტულად, განჩინების თანახმად, მისასალმებელ სიტყვაში პატრიარქმა თქვა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს დაძაბული ვითარებაა შექმნილი:

    “მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში. ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის“,აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

  • რას ფიქრობენ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებაზე მისივე კომიტეტის წევრები

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას პრინციპული უწოდა.

    მისი თქმით, არ შეიძლება, ქართული მართლმსაჯულება ჩაუვარდეთ საეჭვო გზით არჩეულ ადამიანებს: “მიმაჩნია, რომ ეს არის ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება. მისი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება, ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


    ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე აირჩევს. თუ კომიტეტს არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე, ამ შემთხვევაში არსებული კიდევ ორი მოადგილიდან ერთ–ერთი, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩვეს, შეასრულებს მოვალეობას. თავად ეკა ბესელიამ მის შემცვლელად კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა. რატომ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს და არა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც პოსტის დატოვებას მიუძღვნა. “მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს”, განაცხადა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ. ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეარჩევს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თავმჯდომარეობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი.

    ამავე თემაზე:

    ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

    “ჩავაგდეთ პროცესი”: გოგიჩაიშვილი ბესელიასთან ერთად მიღწეული შედეგით ამაყობს

    “გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)



    პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა



  • დაპირისპირებების მიზეზი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ლევან მურუსიძე, რომლის კანდიდატურაც აზრთასხვადასხვაობას იწვევდა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. რადიო თავისუფლების ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მიიღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე საათით უსმენდნენ. სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ორი წელია, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს და დღეს ყველა კითხვას გასცა პასუხი.

    “ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც მე ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ უნდა გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა”, განაცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ლევან მურუსიძემ.

    ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს და მზადაა, ანგარიში ღია ეთერით ჩააბაროს საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე.

    “კამერები შემოიტანეთ ყველამ, ეს გავიდეს პირდაპირ ეთერში და მე დავამტკიცებ, რომ წლების განმავლობაში, რასაც ჩემზე საუბრობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ თურმე მე ვარ გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და თვითონ რეალურად ყველაფერზე ხელს იწმენდნენ, საზოგადოებას საშუალება მიეცემა, რომ გაიგოს რაში მდგომარეობს სინამდვილე. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ რაზეც მედავებიან, არის აბსურდული სამართლებრივი კუთხით”, განაცხადა ლევან მურუსიძემ.


    უზენაესი სასამართლოს ყოფილ წევრს, ლევან მურუსიძეს 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს სასჯელი შეუმცირდა. თავად მურუსიძის პოზიციია, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. 

    არასამთავრობოთა ნაწილის გარდა, დღეს კრიტიკული განცხადება მურუსიძის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ასევე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ. აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებამდე, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. გოგიჩაიშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ მურუსიძეს უვადო მოსამართლეობის მორალური უფლება ჰქონდეს.


    რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეშფოთება გამოთქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისეთი კანდიდატების წარდგენის გამო, რომელთა უმეტესობა საზოგადოებაში ასოცირდება უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან. კოალიციის შეფასებით, პარლამენტის მიერ ამ კანდიდატების არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდელბლობის მიღწევას.


    ამავე თემაზე:

    კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო

    ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

    ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს

    პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია