ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე კამათისა და ხმაურის ფონზე კენჭისყრით აირჩიეს. გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას მოვალეობას შეასრულებს. “ევროპული საქართველო” იურიდიულ კომიტეტს მოთხოვნას უყენებს.
Category: არქივი
-
რას პირდება გოგიჩაიშვილი მოსამართლეებს(ვიდეო)
გოგიჩაიშვილის თქმით, ცოტახანში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან როგორც მან აღნიშნა, მისი წევრები მორალითა და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან მოსამართლეობას.
-
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარე არ ეყოლება, ვიდრე მას საპარლამენტო სესიაზე არ აირჩევენ. დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ ის შეასრულებს დროებით თავმჯდომარის მოვალეობას.
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
გოცირიძე:ეკა ბესელიამ მომავალ თავმჯდომარეს მეთვალყურე დაუნიშნა
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, იურიდიული კომიტეტის მიმავალმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, მომავალ თავმჯდომარეს მეთვალყურე დაუნიშნა გედევან ფოფხაძის სახით.
“საკმაოდ სერიოზული კონფლიქტია მმართველ გუნდში”, განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორც ცნობილია, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩია.
-
ზალკალიანი: ქართულმა დიპლომატიამ შეძლო, 2018 წელი მრავალი მიღწევით ჩაეწერა ქვეყნის ისტორიაში
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 2018 წელი შეაჯამა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება.“მიიწურა ერთად ყოფნის მორიგი წელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდმა, ქართულმა დიპლომატიამ, უდიდესი ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო 2018 წელი მრავალი მიღწევით ჩაეწერა ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვნი ნაბიჯები საქრთველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის განსამტკიცებლად.
ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება. წლის დასაწყისში მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება 2019-2022 წლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მთავრობის დონეზე დამტკიცებული პირველი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, სადაც საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შემდეგომ, კიდევ ერთხელ გაიწერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარი მიმართულება – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მსოფლიოში შექმნილ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის საგარეო სტრატეგიის ეფექტური იმპლემეტაცია ჩვენს დიდ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, საქმისადმი ერთგულებით, მაღალი პასუხისმგებლობით, ერთიანობით და რაც მთავარია სიმართლით, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ, საქართველოს დიპლომატებს ბედმა გვარგუნა, გვქონდეს პრივილეგია, საქართველოს წარმოვადგენდეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის დიდი ნდობის მანდატი გვაქვს და მათი იმედების გაცრუების უფლება არ გვაქვს.
2018 წელი ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ასევე ქართული დიპლომატიის წინაშე. ბოლომდე დავიხარჯები საქართველოს გამარჯვების, მისი ხალხის და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებისთვის! ამ საქმეში თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ გუნდად შეკრული, საერთო გამოწვევების გასამკლავებლად და ახალი მიზნების მისაღწევად ვიყოთ გაერთიანებული 2019 და კიდევ მრავალ წელს. გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ და გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ. ერთად ყველაფერს შევძლებთ!”,-წერია მინისტრის ტექსტში.
-
ზალკალიანმა ქალი ბიზნესმენები დააჯილდოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 2018 წელს სხვადასხვა საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებული ქართველი ქალბატონი ბიზნესმენები დააჯილდოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველ ბიზნესმენებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, ქართული ბიზნესის საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობას და სხვა.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციას მთელი წლის განმავლობაში გაწეული უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რაც ბიზნესში ქალების მნიშვნელოვანი როლის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მყოფი ქალი ელჩები, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
“ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წლის დაჯილდოვებაზე პრიზები გადაეცათ ირინა ჭელიძეს – “დოქტორ როჯერ სერვისის” დამფუძნებელს, ასევე ნატა ჯამბერიძეს და ქეთი თოლორაიას, სასტუმრო რუმსის დიზაინერებს.
-
კობახიძე:იერარქიის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად, ასე მიიღება გადაწყვეტილება
{{ARTICLEIMAGE}}
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი.“ორჯერ ორი ოთხი არის ის, რომ პირველი მოადგილის ერთიან კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე. რაც შეეხება უმრავლესობის კვოტას, იქაც ერთი კანდიდატი სახელდება უმრავლესობის მიერ და რაც შეეხება ოპოზიციის კვოტას, იქ თითო კანდიდატის დასახელება შეუძლიათ უმცირესობას ან გარეთ ფრაქციებს, როგორიც არის დღეს “ნაცმოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”. ანუ კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ოპოზიციის შემთხვევაში. ეს წერია ძალიან ნათლად რეგლამენტში. ეს იცის, დარწმუნებული ვარ, იმ იურისტმაც, რომელიც საუბრობს სხვანაირად ამაზე, თუმცა, დასჭირდა დღეს ვიღაცას რეგლამენტის დარღვევა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი. რეგლამენტის დარღვევა არის გადაცდომა და ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ანუ, შეფასდება აუცილებლად ის მოვლენა, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი. იურიდიული კომიტეტი არის პირველი, რომელიც უნდა ზრუნავდეს თავად რეგლამენტის დაცვაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად. შესაბამისად, ბუნებრივია, მიუღებელია ის, რომ რეგლამენტი დაირღვა კონკრეტული ადამიანების მხრიდან”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევის შეფასებისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები.
“გვაქვს შესაბამისი მექანიზმები და ეს აუცილებლად შეფასდება. ეს შეიძლება პარლამენტშიც შეფასდეს და შეიძლება პარტიულ ჭრილშიც შეფასდეს”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენები მმართველ გუნდს პრობლემას ვერ შეუქმნის და თუ ვინმეს გუნდის წინააღმდეგ წასვლა მოუნდება, ამას პასუხი გაეცემა.
“გუნდი არის ერთი, ეს არის “ქართული ოცნების” გუნდი, “ქართულ ოცნებას” ჰყავს თავისი ლიდერი, თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” გუნდი ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი. ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი. მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცავ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. არის ერთი გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას. იმიტომ, რომ თუ წავა ვინმე ამ გუნდის წინააღმდეგ, მას გაეცემა აუცილებლად პასუხი”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, არის სირთულეები, თუმცა, რეალურად, სიტუაცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მის წარმოჩენას ცდილობენ.
“ეს არის მიმდინარე პროცესი და სიტუაცია არის ბევრად უფრო მარტივად, რეალურად, ვიდრე ცდილობენ გარეთ წარმოაჩინონ. ვხედავთ, რომ არის გარკვეული თანხვედრა ინტერესებში. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ გაამძაფრონ ეს ვითარება, რომელიც რეალურად არსებობს. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, თუმცა სიტუაცია არის ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ცდილობენ ეს წარმოაჩინონ. ეს მარტივადაც დალაგდება შესაბამისად. ვითარება არის მარტივი, მარტივადაც დალაგდება”,აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეთანხმებული იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან ეკა ბესელიას გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიაში პროცესები იერარქიის შესაბამისად იმართება.
“თქვენ იცით, რომ ამ იერარქიის სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ასე მიიღება გადაწყვეტილება”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
-
კობახიძე: შარშან ამ დროსაც, კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს, რომელსაც გაეცა შესაბამისი პასუხი
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში ყველას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ინდივიდუალურ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევა.
“ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი”, თქვა კობახიძემ.
“რაც შეეხება შიგნით მიმდინარე პროცესებს, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ შევალ პოლემიკაში ინდივიდუალურ დეპუტატებთან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ კომენტარი არ გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი არის ძალიან კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად და გუნდში იქნება, რაც მთავარია, უზრუნველყოფილი სტაბილურობა და ერთიანობა”, აღნიშნავს კობახიძე.
მისი თქმით, შარშან ამ დროს, შეცდომებს უშვებდნენ კონკრეტული დეპუტატები და ამ შეცდომებს შესაბამისი პასუხი გაეცა, თუმცა, მმართველმა გუნდმა ერთიანობის შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად იმუშავა და ასეთივე სულისკვეთებაა ამ შემთხვევაშიც.
“თქვენ გახსოვთ, შარშან ამ დროსაც, კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთიანობა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც მოუწია უმრავლესობის დატოვება, იყო, მოგეხსენებათ, ვინც. შესაბამისად, აქაც ჩვენი სულისკვეთება იქნება იგივე. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესრიგის დაცვაზე. მე პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულმა დეპუტატმა, განსაკუთრებით, უმრავლესობაში, დაიცვას წესრიგი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შესაძლებელია თუ არა, რომ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თეორიულ ვარიანტებზე ვერ ისაუბრებს.
“მთავარია, ყველამ დაიცვას წესები. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესების დაცვაზე. წინა შემთხვევაში იყო არაერთი დეპუტატი, რომელმაც დაარღვია წესები, თუმცა, ამ პირობებშიც კი, მხოლოდ ერთს მოუწია უმრავლესობის დატოვება. აქაც მიდგომა იქნება ზუსტად ასეთი”.
მისივე შეფასებით, “ვისაც გუნდში არსებული გარკვეული სირთულეები გარეთ გააქვს, შეცდომებს უშვებს”.
“მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც გარეთ გააქვს გარკვეული სირთულეები, ის უშვებს შეცდომებს. მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. ესეც იქნება გარკვეული სირთულის გარეთ გატანა. ამიტომ, მე არასწორი იქნება გავცე ამ კითხვას პასუხი. ამას შიგნით მოვაგვარებთ. თუ ვინმე არღვევს წესებს, რეგლამენტის დარღვევა კიდე ცალკე საკითხია. რეგლამენტი უხეშად დაირღვა და ცალსახად დაირღვა – ამაზე ნებისმიერი იურისტი ასეთ პასუხს გაგცემთ, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. აქ რეგლამენტის დარღვევა ერთია, ეს სხვა შემთხვევაა და ამას სხვა რეაგირება სჭირდება, რაც შეეხება გუნდური თამაშის წესებს, აქ არის ზუსტად ჩვენი რეაგირება აუცილებელი, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი. ზუსტად ამ რბილი მიდგომის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა წინა შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შიგნით ავუხსნათ ყველას, თუ რა არის წესი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: ბესელია:ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
მოსამართლე მურუსიძე ფიქრობს, რომ საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით ებრძვიან
{{ARTICLEIMAGE}}
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მისი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია. ამის შესახებ მურუსიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.“ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არცერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისათვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ”.
მურუსიძე წერს, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად და ცილისმწამებლურად “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაილაშქრა – პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ეცადა საკუთარი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრებას.
“მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი… სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება”.
ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ის მზად იყო გადამდგარიყო, თუ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მისი ბრალეულობა დამტკიცდებოდა. თუმცა “არასამთავრობო სექტორი დღემდე ჯიუტად დუმს”.
“არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია”,წერს ლევან მურუსიძე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნა. კენჭისყრის შედეგად მან 11 წევრის ხმა მიიღო.
ამავე თემაზე:
არასამთავრობო სექტორი:სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება
“განგაში ახლა უნდა შემოვკრათ” (ვიდეო)
რას პასუხობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე ანა დოლიძეს (ვიდეო)
დაპირისპირებების მიზეზი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა
გასაუბრება სკანდალის ფონზე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებს ელოდებიან
კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო
პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია