Category: არქივი

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეწყალების პირველი აქტი წინასაახალწლოდ გამოსცა

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი გამოსცა.


    “საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე – სამი შვილის დედა.

    სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს, შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.

    როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს იყო.

  • ოთხი მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა 4 მოსამართლე, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურა და საბჭომ უვადოდ არ დანიშნა. რადიო თავისუფლების ცნობით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ასმათ კოხრეიძე, რომელიც 2016 წლის იანვრიდან სამი წლით იყო გამწესებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, მიხეილ ბებიაშვილი, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ამავე ვადით იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დავით კეკენაძე, რომელიც საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის ბუნდოვანია, რატომ გადაწყვიტა საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებმა უმრავლესობამ ამ მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. “მოგეხსენებათ, ირაკლი შავაძეს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ თავმჯდომარესთან მიმართებაში, მაგრამ თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება, მის მიმართ კითხვები არავის გასჩენია, თუმცა შავაძე სამსახურიდან მიდის” – განუცხადა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი ინფორმაციით, იუსტიციის საბჭომ უვადოდ დანიშვნაზე უარი უთხრა საერთო ჯამში, მხოლოდ 9 მოსამართლეს.

    ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე 2018 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მას იუსტიციის საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარესთან, დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო. შავაძე მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის “გუნდში” ვერ მოხვდა მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების გამო. დავით მამისეიშვილი ირაკლი შავაძის ბრალდებას უარყოფდა და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა.

  • პატრიარქის კურთხევა საახალწლო დღეებისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 31 დეკემბერი, პირველი და 2 იანვარი თევზით ხსნილი იქნება, ამის შესახებ არქიდიაკონმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დროს განაცხადა.

    როგორც ცნობილია, მარხვა 7 იანვარს, შობას სრულდება. 

    “შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირა საღამოს 23:00 საათზე იქნება დახვედრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, წაკითხულ იქნება საშობაო ეპისტოლე და შემდეგ შესრულდება საზეიმო ლიტურგია. მანამდე კი, კვირა საღამოსვე 20:00 საათზე შესრულდება წმინდა სერობისა და წმინდა ცისკრის ჟამნი”.

  • რას გვთავაზობს დღეიდან საახალწლო სოფელი

    {{ARTICLEIMAGE}}

    თბილისის მერია საახალწლო პროგრამას აქვეყნებს. რესპუბლიკის მოედანზე გასამართი ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:

    31 დეკემბერი

    14:00 მაკნატუნების მარში
    15:00 პროექტი – “მოგზაურობა წიგნებში”
    23:00 საახალწლო გალა- კონცერტი
    1 იანვარი
    14:00 მაკნატუნების მარში
    16:00 ბასტი- ბუბუს კონცერტი
    21:00 ლევან მასპინძელაშვილის ბენდი – კონცერტი
    2 იანვარი
    14:00 მაკნატუნების მარში
    15:00 ეროვნული სასახლე – თეენ ჩლუბ
    17:00 ანა-ბანა
    19:00 ჯგუფი “ნიუტონი” – კონცერტი
    21:00 ფოლკლორის საღამო – კონცერტი
    23:00 დიჯეი
    3 იანვარი
    14:00 მაკნატუნების მარში
    16:30 ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი
    19:00 ნიკა წერეთელი & ჯგუფი “ელარჯი” – კონცერტი
    21:00 Young Georgian Lolitaz – კონცერტი
    4 იანვარი
    14:00 მაკნატუნების მარში
    15:00 ბზიკების სტუდია (საბავშვო კონცერტი)
    16:00 ეროვნული სასახლის ანსამბლი “მზიური” – დუბ დრაივი
    21:00 რადიო – ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი
    5 იანვარი

    14:00 მაკნატუნების მარში
    15:00 ეროვნული სასახლის გაერთიანებული კონცერტი
    18:00 პროექტი – ” მოგზაურობა წიგნებში”
    21:00 გიორგი ცაგარელი / შვანშიკჰ – კონცერტი
    22:00 დიჯეი
    6 იანვარი
    14:00 მაკნატუნების მარში
    15:00 პროექტი – “მოგზაურობა წიგნებში”
    17:00 ჟოზეს შოუ
    21:00 საშობაო სიმღერის გალა კონცერტი
    22:00 დიჯეი
    7 იანვარი
    14:00 მაკნატუნების მარში
    15:00 ჟოზეს შოუ (4 სთ)
    17:00 მოძრაობის თეატრი
    21:00 ქართული მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”
    13 იანვარი
    21:00 ნინო ქათამაძე – ახალი საახალწლო პროგრამა

  • “ეს არის სამწუხარო მოვლენა” – ირაკლი კობახიძე ბესელიას კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

    “რა თქმა უნდა, იურიდიული კომიტეტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც პირველ რიგში, პასუხისმგებელია რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ეს საკითხი სამართლებრივად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე ბიურო ამ ფაქტს ცნობად იღებს.

  • კუნძულები, სადაც ახალი წელი ყველაზე ადრე დადგება

    ახალი 2019 წელი პირველად კირიტიმატისა და ტონგას კუნძულებზე დადგება, ხოლო ყველაზე ბოლოს აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებზე იზეიმებენ.
    კირიტიმატის კუნძული შობის კუნძულების შემადგენლობაში შედის, რომელიც კირიბატის რესპუბლიკას ეკუთვნის.კირიტიმატზე და ტონგას კუნძულებზე ახალი წელი თბილისის დროით 14:00 საათზე დადგება, ხოლო თბილისის დროით 15:00 საათზე ახალ 2019 წელს ახალ ზელანდიაში აღნიშნავენ.როდესაც სამოას კუნძულზე და ამერიკულ სამოაზე ახალი წელი დადგება, კირიტიმატის კუნძულზე უკვე 2019 წლის 2 იანვარი იქნება.


  • პუტინმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ახალი წელი არ მიულოცა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

    ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. სამაგიეროდ რუსეთის პრეზიდენტის მილოცვები მიიღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სეპარატისტულმა ლიდერებმა.

    პუტინმა ახალი წელი სულ 40 ქვეყნის მეთაურს მიულოცა, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პირველი პირები.

  • ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე დაიკავებს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები წარადგინა.

    პირველსავე ტურში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევას 17 წევრიანი კომიტეტის ხმათა უმრავლესობა სჭირდებოდა, თუმცა ფოფხაძემ მხოლოდ 6 ხმა მიიღო, გოგიჩაიშვილმა 5 და პოღოსიანმა – 1. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩატარდა მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა კი – 2. შესაბამისად, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია.

    ამავე თემაზე:


    ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი



    “გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)



    პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა