Category: არქივი

  • გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 40 წლის ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს.

    ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა (გულის უკმარისობა) გამოიწვია.

    “შემდგომი კვლევებით დადგინდა ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, ანტივირუსულიც, მაგრამ დაავადება წარიმართა უარყოფითი დინამიკით და სამწუხაროდ, ეს ქალბატონი 6 რიცხვში გარდაიცვალა”, განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა, გივი კოჭლამაზაშვილმა.

    ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    10 რჩევა გრიპის დასაძლევად

    გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი ტამიფლუ აფთიქებიდან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა

    საგანგებო რეჟიმი კლინიკებში: მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

  • ეკა ბესელიას საკითხის განხილვას მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში გეგმავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელია საკითხის განხილვას მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სირთულეებს სჭირდება ლაპარაკი და მმართველი გუნდი ამისთვის ყველა არსებული ფორმატის გამოყენებას გეგმავს. იქნება თუ არა ეს ფორმატი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დონეზე, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ასეთი სხდომა გაიმართოს.

    “მაქსიმალურად რბილი და მოზომილი საუბრით ვუდგებით გუნდის წევრებს და დღესაც ასე ვაპირებთ მსჯელობას. რაც უფრო ეფექტური ფორმატი იქნება, ის იქნება არჩეული. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპები იყოს დაცული – დღესაც ვხედავთ, რომ ირღვევა გუნდურობის პრინციპი, მაგალითად ის, რომ კონკრეტულ დეპუტატებს ტყული ინფორმაცია გამოჰქონდათ გარეთ, ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ”,ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ დღეს კონკრეტული დეტალების გაშლა არ სურს. 

    როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მედიასთან საკუთარი გეგმების და პოზიციის შესახებ ის დღეს ისაუბრებს. ბესელიამ პირველი განცხადება წუხელ საშობაო ლიტურგიის დროს სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.  ის ამბობს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.

  • მეუფე პეტრეს მორიგი სკანდალური განცხადება:რას ამბობს მიტროპოლიტი პატრიარქის გარემოცვაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული მეუფე პეტრე მის მიერ 2018 წლის ბოლოს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე კრიტიკას კვლავ სკანდალური კომენტარით პასუხობს.

    “ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სამარცხვინო და არაადეკვატური შეფასება ბოდბელი ეპისკოპოსისა და ეს იყო კიდევ რაღაც უსინდისო და უპასუხისმგებლო განცხადებები სასულიერო პირებისა, და დღეს, როდესაც პატრიარქის ეპისტოლედან ვისმენთ მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ, ვიტყოდი, რომ ადრესატად ამ მოწოდების უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან და გამოირჩევიან პირადად ჩემს მიმართ უტიფარი, ცილისმწამებლური ინფორმაციებით, ფაქტობრივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებული”,თქვა მეუფე პეტრემ “ტვპირველის” ეთერში.

    ამავე ეთერში სტუმრობის მეუფე პეტრემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი დაიმსხვრა


    ჭყონდიდის მიტროპოლიტს მაშინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უპასუხა და თქვა, რომ მეუფე პეტრე ეკლესიაში ავტორიტეტს არ წარმოადგენს.


    “თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, არა? თუ “ნაციონალურ მოძრაობაში” ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ  უნდა იყოს ეგ, ხომ? არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი ჩვენთან”.

  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა

    {{ARTICLEIMAGE}}საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ სინოდმა პოზიცია ჯერ ვერ შეაჯერა, რადგან არსებობდა აზრთასხვადასხვაობა. მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს სინოდის მომდევნო სხდომას და რასაც ის გადაწყვეტს, ეს იქნება საპატრიარქოს პოზიციაც.

    “ყველას აქვს თავისი შეხედულება – სინოდზე სწორედ ამიტომ არ იქნა მიღებული ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა აზრთასხვადასხვაობები. ეპისკოპოსები თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამენ, თუმცა სინოდს კრებითი მსჯელობის შემდეგ ექნება შეჯერებული პოზიცია – უნდა დაველოდოთ სინოდს”,განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ტვპირველის” პირდაპირ ეთერში.

    6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში მოხდა. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

  • 10 რჩევა გრიპის დასაძლევად

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს გრიპთან საბრძოლვლევად. იმნაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსით (H1N1 – H3N2) დაინფიცირდება – მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:

    პაატა იმნაძის რჩევით: თუ ბავშვს ტემპერატურა 38,5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.

    ასევე ექიმს უნდა მიმართოთ აუცილებლად თუ: 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება; ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით; ნახველში ჩირქს შენიშნავთ. გარდა ამისა, საყურადღებო რჩევა : ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება. ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები.

    სხვა შემთხვევებში: პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე. მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა:დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი – ხშირად დავიბანოთ ხელები.

  • სიურპრიზების ღამე : ოქროს გლობუსის მოულოდნელი გამარჯვებულები

    6 იანვრის ღამეს ლოს ანჟელესში “ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76– ე ცერემონიალი გაიმართა.

    ყველა ელოდა, რომ მთავარ ჯილდოს ფილმი “ვარსკვლავის დაბადება“ მიიღებდა, თუმცა ოქროს გლობუსის გამარჯვებული სხვა ფილმი გახდა. ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულმა ბიოგრაფიულმა ფილმმა “ბოჰემური რაფსოდია“ საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაცია მოიპოვა. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, რამი მალეკმა კი საუკეთესო დრამატული მამაკაცი მსახიობის ჯილდო.

    ფილმმა “მწვანე წიგნი“ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მიუზიკლი/კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაში , საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღეს ამავე ფილმის სცენარისტებმა – პიტერ ფარელიმ, ნიკ ვალელონგამ და ბრაიან კარიმ. ამავე ფილმში მონაწილეობისთვის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთეს შემსრულებელი მამაკაცის ჯილდომ მიიღო მახერშალა ალიმ.

    ბრედლი კუპერის გახმაურებულმა ფილმმა – “ვარსკვლავის დაბადება“, რომელსაც ოქროს გლობუსის ფავორიტობას და არაერთ ნომინაციაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო – საუკეთესო სიმღერისთვის “Shallow“ ოქროს გლობუსი ლედი გაგას გადაეცა.

    {{ARTICLEIMAGE}}

    საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალის ჯილდო გლენ ქლოუზმა მიიღო ფილმისთვის “ცოლი“.

    საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი მამაკაცის ჯილდო კი ქრისტიან ბეილის გადაეცა ფილმში “ვიცე“ შესრულებული ვიცე პრეზიდენტ დიკ ჩეინის როლისთვის.

    საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი ქალის ჯილდო ოლივია კოულმენმა მიიღო ფილმისთვის “ფავორიტი“.

    საუკეთესო რეჟისორი – ალფონსო კუარონი ფილმისთვის “რომა“

    ამავე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში.


    კადრი ფილმიდან “რომა“

    ოქროს გლობუსი მიიღეს შემდეგმა სატელევიზიო სერიალებმა:

    საუკეთესო დრამატული სერიალი – “ამერიკელები“.

    საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალი – “კომინსკის მეთოდი“

    საუკეთესო მინი სერიალი “დანაშაულის ამერიკული ისტორია. ”ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“.

    სერიალ კომინსკის მეთოდში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მაიკლ დუგლასს გადაეცა მამაკაცის საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის.

  • ოქროს გლობუსი 2019. ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

    {{ARTICLEIMAGE}}ოქროს გლობუსის ცერემონიალის დაჯილდოვების ნაწილიზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მომენტი, როცა ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ფოტოკამერების წინ პოზირებენ. ცერემონიალის შემდეგ ფილმებზე მეტად ხშირად მათ ჩაცმულობას და იმას განიხილავენ, ვინ როგორ გამოიყურებოდა. გთავაზობთ ფოტოებს 2019 წლის ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩიდან.

  • გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი ტამიფლუ აფთიქებიდან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მედიკამენტ ტამიფლუს შეძენა აფთიქებიდან რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ფარმაცევტულ ქსელებს ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს” მარაგი ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. “პსპ”, “ფარმადეპო”, “ჯიპისი”, ავერსი, – აქ მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განაწილებული. ამ დროისთვის ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმარისი რაოდენობაა.

    გარდა ამისა, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები ტამიფლუს უფასოდ -საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან ექიმის დანიშნულების საფუძველზე იღებენ.

  • საგანგებო რეჟიმი კლინიკებში: მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მცხეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც კარანტინია გამოცხასდებული, გრიპის ვირუსის სიმპტომებით 50 ადამიანს მკურნალობენ. მათგან სამი მართვით სუნთქვაზეა, თუმცა ლაბორატორიულად არც ერთ მათგანს ე.წ. ღორის გრიპი H1N1 არ დაუდგინდა.

    მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის დავით ლოლაძის განცხადებით, ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 

    “ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ წუთისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებები და კლინიკური ნიშნებით კლინიკაში, დაახლოებით, 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს კლინიკაში გადაადგილება. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე, ანუ მაღალი მომართვიანობაა კლინიკაში, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის, H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის,”განაცხადა დავით ლოლაძემ.

    7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 10:00 საათიდან საღამოს 22: 000 საათამდე იმუშავებს. ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს.

    ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

    • შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18.

    • შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.

    • შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

    • შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელის ქ. N 18.

    • შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს

    {{ARTICLEIMAGE}}

    6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში მოხდა. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.


    საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე თავის პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უთხრა: “სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას“.

    თავის მხრივ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამ თემაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ეკლესია შეჯერებულ პოზიციას სინოდზე მსჯელობის შემდეგ მიიღებს: “განცხადება პოზიციასთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ უნდა შეჯერდეს მღვდელმთავრების აზრი სინოდზე. როგორც ვიცით, იქ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ განცხადება მსჯელობის გარეშე ვერ დაიდება. თვითონ მაგ საკითხში არის ბევრი სხვადასხვა ქვესაკითხი”.

    მისი განმარტებით სინოდი წელიწადში ორჯერ იმართება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სინოდის სხდომა რიგის გარეშეც მოიწვიონ. სინოდის ბოლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა.

    კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი 6 იანვარს გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს.