არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას, თუნდაც იმ სტანდარტით, რომელიც პროკურატურას აქვს, არ არსებობს ასეთი განცხადება, შესაბამისად, არ არსებობს ამ ე.წ. საქმეში მსგავსი რაიმე სამხილიც კი. ასეთი დავალება აქვს პროკურატურას და დავალებას ასრულებს. ეს არის დღევანდელი პრობლემა და ქვეყნისთვის უზარმაზარი დარტყმა, რომ პროკურატურა ასრულებს პირდაპირ პოლიტიკურ დავალებას, რაც არ უნდა იყოს ის. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა იმას, რაზეც საუბრობდა პროკურორი. არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს.[…] ხვალ არის 26 მაისი, რომელიც არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ განსაკუთრებით. დღეს ჩვენ გვაქვს 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება საღამოს, ხვალ ჩვენ აღნიშვნას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს.“

ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.