ესპანეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა-არის მსხვერპლი (ვიდეო)

Written by

in

ესპანეთის ქალაქ ტარაგონაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი.

გარდაცვლილი ადამიანი აფეთქების შემდეგ შენობასთან ახლოს იპოვეს. დაშავეულთაგან 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ოფიციალური პირების განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები არ გავრცელებულა. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას მშვიდად იყვნენ და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.

სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ცეცხლის ალი ჩანს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *