სერგეენკო თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

Written by

in

დავით სერგეენკო  ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ  ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად სერგეენკომ   დაუდასტურა. თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით  და  მისი შემცვლელის დანიშვნაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება სავარაუდოდ, 2 საათზე გაკეთდება.

სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გუნდში რჩება.

დავით სერგეენკომ  ჯანდაცვის მინისტრი პოსტი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს ჩაიბარა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *