გეი-პრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდა დაგვიჭირონ, გინდა დაგვხვრიტონ – ლევან ჩაჩუა

Written by

in

უკანონო ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით  ლევან ვასაძის თანამოაზრეების გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიანობამდე მიმდინარეობდა.

ვასაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ისინი “თბილისი პრაიდის” ჩატარებას არ დაუშვებენ.

„შეკითხვები ეხებოდა თითქოს აქ ვიღაც უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირებების ჩამოყალიბებას აპირებს. ხელისუფლებას თუ იმდენად უგუნური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ლევან ვასაძე ასეთი უგუნური ბრალდებით დააკავოს, პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ ეს კაცი არ შეუშინდება არც ციხეს, არც სხვა დევნას. ამ ქვეყანაში გეი-პრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდა დაგვიჭირონ, გინდა დაგვხვრიტონ,“-აცხადებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული იდეის” დამფუძნებელი ლევან ჩაჩუა.

დაკითხვები დღესაც გაგრძელდება, საგამოძიებო უწყებაში 30-მდე პირია დაბარებული.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *