მამაკაცი, რომელიც ეიფელის კოშკის წვერზე აძვრა პოლიციამ დააკავა(ვიდეო)

Written by

in

მამაკაცი, რომელიც ეიფელის კოშკის წვერზე აძვრა, პოლიციამ მაშინვე დააკავა, როგორც კი კოშკის წვერს მიაღწია. კოშკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია მაშინვე გამოცხადდა, როგორც კი მამაკაცი შენიშნეს, რომელიც კოშკზე გარედან მიძვრებოდა. უცნობია მოტივები, რატომ გადაწყვიტა მან 300 მეტრის სიმაღლის კოშკზე აძვრომა. ამისათვის მას ექვს საათზე მეტი დასჭირდა.
როგორც კოშკის პრეს სამსახურმა განაცხადა, მამაკაცი კოშკში ჩვეულებრივად, როგორც დამთვალიერებელი შევიდა, კოშკზე გარედან აძვრომა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეორე სართულზე აღმოჩნდა.
კოშკი გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაიკეტა და მხოლოდ დღეს დილით ათი საათისთვის გაიხსნა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *