ან იომებთ, ან წახვალთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებას, რასაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასთვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს, ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს ქართული ოცნების მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება, როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება.
Tag: ბიძინაივანიშვილი
-
თუ აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს – ივანიშვილი
-
გასახარელია თუ ივანიშვილის ქონება გაიზარდა, ფული არ მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს – ვოლსკი
“გასახარელია თუ კი ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისთვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო, არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს და უშველებელია სია იმ სიკეთეების რაც ქვეყანას გაუკეთა… დღეს ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის ეს არის ცუდი, ძალიან კარგი თუ მდიდარია, თუ კიდევ უფრო გამდიდრდება კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის”.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
-
გლობალური ომის პარტიამ შვეიცარიის ბანკის გაკოტრებით ივანიშვილის შანტაჟი სცადა – მდინარაძე
რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, ესენი არიან კონკრეტული, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, მაგალითად, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე და ფასად ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა რომ მოაწყონ და იმას, რომ მილიარდები გააჩერონ. თუნდაც, შვეიცარიის ბანკი, რომელიც რეიტინგში მეორე თუ მესამე იყო, გაკოტრდეს, ასეთი დიდი ძალები არიან, დანარჩენზე სიღრმეებში არ შევდივართ.
-
სიამოვნებით დავუჭერდი მხარს სანქციებს ივანიშვილისთვის, შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც – კრამონი
“მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის და ვთვლი, რომ ასევე შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, კიდევ არის წერტილოვანი ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი მიდის სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ. ასე რომ, დიახ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფინანსური დახმარებები, მაგრამ ასევე უნდა დავაკვირდეთ, ვის დააზიანებს ეს, რათა არ დაზარალდეს სასარგებლო პროექტები. ჩვენ უნდა შევხედოთ, რამდენად დააზიანებენ ისინი არასამთავრობოებს ოქტომბრამდე. ჩვენ ვიცით, რომ მათ უმეტესობას არ სურს დარეგისტრირება უცხოელ აგენტებად, ამიტომ ჩვენ უნდა დავფაროთ ის ჯარიმები, რომლებიც მათ დაუწესდებათ. ასე რომ, მე მომხრე ვარ ფინანსური დახმარების შეჩერების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დაზარალდნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონის მიღებაზე.”
აცხადებს, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
-
ივანიშვილი სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უკან არ დაიხევს – იონათამიშვილი
ცხადია, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
-
ივანიშვილისა და სხვა ლიდერების სანქცირება – ევროპარლამენტარების წერილი ბორელს
“გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ” – რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროპარლამენტარები ამ მოთხოვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს ევროპარლამენტარები მიმართავენ.
“ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:
1. 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?
2. თქვენ და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი დაავალებთ თუ არა საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიას , შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება. მათ შორის ამ ფინანსური მხარდაჭერის გადანაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ასევე აპირებთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?
3. აპირებთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას, იმისთვის რომ მასთან ეს კანონი დაგმოთ და განიხილავთ თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესაძლებლობას?” ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
???? We ask HR/VP @JosepBorrellF to start preparing targeted sanctions against those in Georgia who are steering the country away from its European future.?We will continue to support Georgia’s pro-European people. pic.twitter.com/9RKPDAF0ed
— Thijs Reuten ??? (@thijsreuten) May 13, 2024
-
დროა ივანიშვილი დასანქცირდეს – ანა ფოტიგა
”დროა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი”
წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე და რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს, სადაც ოლიგარქის დასანქცირებაზეა საუბარი.
-
ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და შანტაჟს აზრი არ აქვს – რატი იონათამიშვილი
„რაც შეეხება სანქციების თემას – ერთის მხრივ ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება“,
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
-
ზურაბიშვილი ელჩებს: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, საქართველოში რთული სიტუაციაა
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. დახურულ შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა და საერთაშორისო პარტნიორებს „ქართული ოცნების“ შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო ბოდიში მოუხადა. პრეზიდენტი არ მოერიდა ივანიშვილის კრიტიკასაც და მის გამოსვლას „ოცნების“ თავყრილობაზე პროვოკაციული უწოდა.
“ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს პარტნიორებზე და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც თქვენი და თქვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს. ქვეყნების, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები ცოტათი პროვოკაციულია. ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე.“– განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი კონსტიტუციაზე თავდასხმად აფასებს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს და რუსულ კანონს ევროინტეგრაციის გეგმებთან შეუთავსებელს უწოდებს. მისივე თქმით, რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ ყველაფერზე პასუხიმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.
“პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას დეკემბერში. რომელიც ასევე სრულად იყო გაერთიანებული, როდესაც ჩვენი ფეხბურთის გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სრულიად მოულოდნელად საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით უკვე მეორედ. მათ ასევე დააინიცირეს მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვეტოს ვადებ, რაც ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ თუ გვსურს ვიხილოთ მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოს.“–თქვა ზურაბიშვილმა.
ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდებს „სატანისტებს“ არ უნდა ეძახდეს.
-
ივანიშვილისგან ვხედავთ იმავე ქმედებებს, რაც დავინახეთ პუტინისა და ლუკაშენკოსგან წლების წინ – კუბილიუსი
“ეს იგივეა, რაც პუტინმა და ლუკაშენკომ გააკეთეს. თავიანთი მმართველობის პირველ წლებში მათაც მოჰქონდათ თავი დემოკრატებად, მაგრამ შემდეგ დაიწყეს ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და იქცნენ დიქტატორებად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ამ ქვეყნებში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილისგან იმავე ქმედებებს, რაც დავინახეთ პუტინისა და ლუკაშენკოსგან წლების წინ და ალბათ ნათელია, საით მოძრაობს საქართველო ასეთი ლიდერების ხელში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაშფოთებს ევროპარლამენტში”.
ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან”.