დღეს ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს დასაბუთებული მიმართვა გავუგზავნეთ, რომ სანქციების დაწესება, რაც ქართველი ხალხისთვის უდიდესი თანადგომაა, გაგრძელდეს და პირადად ბიძინა ივანიშვილით დაგვირგვინდეს და არა, პირველ ეტაპზე, მისი გარემოცვით. რეჟიმის სათავე უნდა დაინგრეს და შემდეგ, დანაშაულებრივი სისტემა ჩამოიშლება. ეს რომ მოხდეს, ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაუყონებლივ სანქცირებაა საჭირო.
თუ ამ რეჟიმის დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედსა და ავტორს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე პერსონალური სანქციების გარეშე დავტოვებთ, მაშინ შედეგები არცთუ სასიამოვნო იქნება და არცთუისე იოლად გამოვალთ კრიზისიდან და მოვიშორებთ ამ საშინელებას.
Tag: ბიძინაივანიშვილი
-
აშშ-ს ივანიშვილის დასანქცირებაზე მივმართეთ – შალვა ნათელაშვილი
-
ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.
„ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას.
24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება.
ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და, ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა სამი წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს.
უდიდეს წარმატებას მიაღწია 23 წლის ილია სულამანიძემ პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, თავად ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მესამე მედალი მოაგებინა. უფრო დიდი გამარჯვებები, მათ შორის, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ილიასაც წინ ელოდება.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”, – ნათქვამია მისალოც წერილში.
-
აშშ–ს კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფი სახელმწიფო მდივნისგან ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვს
აშშ–ს წარმომადგენლობითი პალატის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The hill აქვეყნებს.
ჰელსინკის კომისიის ლიდერების ორპარტიულმა შემადგენლობამ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა სანქციები დაუწესოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კრიტიკოსები საქართველოს ევროპისგან დაშორებაში და ავტორიტარული მმართველობის გაღრმავებაში ადანაშაულებენ.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილში დამოუკიდებელი კომიის წევრებმა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიდან, მოუწოდეს მას ფინანსური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რათა “აღმოფხვრან საქართველოში კორუფციის მთავარი კვანძები და დამღუპველი გავლვენა ქვეყანაში.“
წერილის მთავარი ხელმომწერები არიან რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი, კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ტენესის შტატიდან სტივ კოენი, ასევე კომისიონერები რიჩარდ ჰადსონი– რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინიდან და დემოკრატი მარკ ვეისი ტეხასდან.
გამოცემა The hill წერს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, მართალია ოფიციალურად ხელისუფლებაში სულ 1 წელი იყო, მაგრამ ითვლება, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიის პლატფორმაზე. მისი ქონება 7 მილიარდ დოლარს აღწევს. მან ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მეტალურგიის და საბანკო ბიზნესებით დააგროვა. ამბობენ, რომ მან რუსული აქტივები საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებამდე გაყიდა, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ჯგუფი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთთან მისი კავშირები კვლაავ გრძელდება, მისი პარტია, ქართული ოცნება კი კრიტიკის სამიზნე ხდება კრემლთან მეგობრული კავშირების გამო, რაც აზიანებს ევროპასთან კავშირებს.
გამოცემა იხსენებს ივანიშვილის აპრილის საჯარო გამოსვლას, რომელშიც მან დასავლური გლობალური ომის პარტია საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.“ ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები აწარმოებენ. ისინი აკრიტიკებენ ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებსაც თითქოსდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა უნდათ უკრაინის მხარდასაჭერად.“
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ორპარტიული წერილი იმ ფონზე გამოჩნდა, როცა კონგრესში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრაინ დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს უსაფრთხოებას და არღვევენ ადამიანის უფლებებს.
კანონპროექტს ქვია “მეგობარი აქტი“ და ის უკე მიიღო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამ თვის დასაწყისში ორპარტიული მხარდაჭერით. თუმცა, გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატას არდადეგები დაეწყო, რის გამოც ნებისმიერი საკანონმდებლო საქმიანობა გაყინულია. ის მუშაობას სექტემბერში განაახლებს.
“ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები მნიშვნელოვანწილად შეავსებს ჩვენს კანონპროექტს, მობილიზაციას გაუკეთებს და გააფართოებს საქართველოს შესაძლებლობებს ანგარიშვალდებულების, გამძლეობის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. “– წერენ კანონმდებლები სანქციებთან დაკავშირებით.
“ეს კანონმდებლობა გაამყარებს დემოკრატიულ პრაქტიკას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში, ასევე დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობას.“–თვლიან ამერიკელი კანონმდებლები.
The hill ასეევ იხსენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო სანქციების გამოყენება ზოგიერით ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ მაისში, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. “საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ჩახშობას და კრიმინალიზაციას ემსახურება“
უცხოური გავლენის კანონის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ის პირდაპირ ასახავს 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონმდებლობას, რომელმაც გაანადგურა თავისუფალი პრესა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია. კანონის კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მისი განხორციელება, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საშუალებას მისცემს ხელისუფლებას გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნების წინ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა უფლებამოსილება დაწესდეს სავიზო შეზღუდვები საქართველოში იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც მიიჩნევა, რომ „პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
თუმცა, დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა თქვა, რომ „ადგილზე მომხდარი მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ მეტი ქმედებაა საჭირო საქართველოს ხალხის დასაცავად“.
„ნათელი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი აგენტები ანტიდასავლური ელემენტებით საქართველოში თავისუფლად ვერ იმოქმედებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ვერ შეუტევენ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს “ – წერენ დეპუტატები.
კანონმდებლებმა ასევე მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას, გაანადგუროს “თაღლითური” ქოლ-ცენტრები მთელს მსოფლიოში, რომლებიც, მათი თქმით, არის “ბნელი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების ფართო და მავნე მფარველობის სისტემას…”
„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, განახორციელოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელებისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები. “ –წერენ კანონმდებლები.
-
საქართველო, დაამარცხე ” ოცნება”.. დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან – კინზინგერი
ქართული ოცნების პარტია კორუმპირებულია და რუსეთის გვერდითაა. ქართველებს აქვთ შანსი გაასწორონ გემი. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, საქართველო დაიკარგება.
საქართველო, დაამარცხე ქართული ოცნების პარტია. დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაატაროს.
წერს სოციალურ ქსელ X-ზე ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
-
თუ ივანიშვილი კანდიდატობას გადაწყვეტს, საუკეთესო პრეზიდენტი იქნება – ბრეგაძე
“არ ვიცი ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, იქნება საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი”.
თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
-

საფრანგეთის ელჩს მოვუწოდებდი, გამოაქვეყნონ, იხდის თუ არა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს – გვარამია
“სწორხაზოვან ტყუილებს რა აზრი აქვს არ ვიცი, იმიტომ რომ ციფრებში არსებობს სტატისტიკა და ელჩმაც გამოაქვეყნა. მე ელჩს მოვუწოდებდი სხვა რამის გამოქვეყნებას, გვითხრან, იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს, მე მაინტერესებს ეს. მე გპასუხობთ არა, იპარავს ევროკავშირიდანაც ათეულობით თუ ასეულობით მილიონს და საქართველოშიც იგივეს აკეთებს”,
პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია საქართველოში საფრანგეთის ელჩს მიმართავს.
-
გამოძიება ტერაქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ – სუსი
“გამოძიება ტერაქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ” – ამის შესახებ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით” – აცხადებს სუს-ი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწიმებს.
-
ივანიშვილისა და ოცნების წევრების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებაზე გვკითხეს – მიხეილ რამიშვილი
“კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. იყო საუბარი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება.[…]ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება”
განაცხადა ამის შესახებ, სუს-ის მიერ ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე დაბარებულის, აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
-
ივანიშვილი ქონების “გაქეშებას” აგრძელებს, ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა – აბესაძე
“აგრძელებს ბიძინა ქონების “გაქეშებას”.
ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა, რომლის მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო (სხვათაშორის ივანიშვილის ვარაუდით მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს).
ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს “გააქეშებს”.
რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?!
აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა “ბ” – ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…
აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება “მიმხედავი”,
აცხადებს საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე.
-
ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით – დაუშვილი
სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
“ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით. ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ “მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ.[…]რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”,