Blog

  • პუტინის მდგომარეობა უკრაინაში „უკიდურესად ცუდია“, თუმცა არა იმდენად, რომ უკან დაიხიოს, — WSJ

    პუტინის მდგომარეობა უკრაინაში „უკიდურესად ცუდია“, თუმცა არა იმდენად, რომ უკან დაიხიოს, — WSJ

    გამოცემა the wall street joural წერს, რომ ბოლო თვეებში რუსეთის არმია ფრონტზე სერიოზულ პრობლემებს აწყდება, ხოლო უკრაინამ ტაქტიკური და ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვება შეძლო.

    „რუსეთის საქმეები ცუდად მიდის, მაგრამ არა იმდენად ცუდად, რომ ვლადიმირ პუტინი მოქმედებაზე აიძულოს“, — ნათქვამია მასალაში.

    აღინიშნება, რომ რუსეთის წინსვლის ტემპი ახლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ნელია, ხოლო რუსეთის დანაკარგები ყოველთვიურად ათიათასობით ადამიანად ფასდება.

    ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სახელდება უკრაინული საშუალო რადიუსის დრონების განვითარება, რომლებიც რუსეთის ღრმა ზურგში ლოგისტიკას, შტაბებს, საჰაერო თავდაცვასა და მართვის სისტემებს ურტყამენ.

    „რუსეთს სულ უფრო უჭირს ასეთ მანძილზე დარტყმების განხორციელება“, — განაცხადა ანალიტიკოსმა რობ ლიმ.

    ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსი ფრანც-შტეფან გადი მიიჩნევს, რომ უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ბევრს ეგონა. თუმცა ომი ადაპტაციის ციკლებს გულისხმობს და მთავარი კითხვა ის არის, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე პასუხის პოვნას.

  • აშშ-მა კვლავ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შეჩერება

    აშშ-მა კვლავ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შეჩერება

    აშშ-მა კიდევ 30 დღით დაუშვა რუსული ნავთობის შეძენა, რომელიც „ამჟამად ზღვაში იმყოფება“, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მისი თქმით, ასეთი თხოვნით ვაშინგტონს რამდენიმე „ყველაზე მოწყვლადმა ქვეყანამ“ მიმართა.

    ბესენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა Bloomberg-ი ადრე წერდა, რომ ინდოეთი და ინდონეზია ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნებას, გაეხანგრძლივებინა სანქციების შეჩერება, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ მსოფლიო ბაზრებს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლო.

    ვაშინგტონის მხრიდან რუსულ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების შეჩერება პირველად მარტში ამოქმედდა. მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 დღით დაუშვა იმ ნავთობის შეძენა, რომელიც უკვე გემებზე იყო დატვირთული. ამის შემდეგ, აპრილში, ეს ზომა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს.

    ევროპული ქვეყნები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ასეთი ნაბიჯები ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას — რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს.

  • ბათუმის პორტში რუსული გემი Astoria Grande არ ბრუნდება! –  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

    ბათუმის პორტში რუსული გემი Astoria Grande არ ბრუნდება! – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

    “ინფორმაცია თითქოს ბათუმის პორტში „რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება“, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას”, – ამის შესახებ განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
    “ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება.
     მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.
    საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით.
    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს”, – წერია განცხადებაში.
  • ვხედავთ, ბრიუსელის ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდანაა წაქეზებული- პაპუაშვილი

    ვხედავთ, ბრიუსელის ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდანაა წაქეზებული- პაპუაშვილი

    „უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილისა და ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილისა და ზიზღის წაქეზება და დათესვა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში. სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად – შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას იმისთვის, რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და შემდეგ თავისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.

    ამიტომ, სიძულვილისა და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენების მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და ადამიანების ერთმანეთზე წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა.[…]

    ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ბრიუსელი ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაშია ჩართული; ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ზიზღის ენაში არიან ჩართული და ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ.

    თუ სოცმედიას დააკვირდებით, ყველა, ვინც კი ზიზღს თესავს სოცმედიაში, ყველას იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეებია, ერთი და იგივე სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი. ისინი არიან სწორედ, ვინც ცდილობენ, საზოგადოებაში ზიზღი დათესონ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომ, ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვების მიერ თავს მოხვეულ ზიზღს, დაპირისპირებასა და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ“

     

    განაცხადა ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

  • რომ დასჭირდეთ, კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორი რუს სტუდენტებზე

    რომ დასჭირდეთ, კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორი რუს სტუდენტებზე

    რუსთაველის თეატრის დირექტორი, გიორგი თევზაძე აცხადებს, რომ რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს სპექტაკლის გასამართად თეატრი მიაქირავეს და ამაში „მაქსიმალური თანხა“ აიღეს და ასევე აღნიშნავს, რომ  საჭიროების შემთხვევაში, დარბაზის მიქირავების გადაწყვეტილებას კვლავაც მიიღებს.

    „ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის.ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]… ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”, – განუცხადა გიორგი თევზაძემ „TV პირველს“.

    14 მაისს, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა კონცერტი გამართეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

  • რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია – სუს

    რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია – სუს

    რუსი ოკუპანტების მიერ 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია. აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    “უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული “ცხელი ხაზი”.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.” – წერია უწყების განცხადებაში.

  • ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ – პროკურორი

    ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ – პროკურორი

    “ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ ” – ბრალდების მხარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც მოსამართის შეურაცხყოფას ედავებიან, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

    „ბრალდების მხარე სამართლიან სასჯელს მოვითხოვთ და შემდეგ სასამართლო შეაფასებს, თუ რა განაჩენი უნდა გამოიტანოს ბრალდებულის პიროვნებიდან, ნასამართლეობიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უშუალოდ განაჩენს, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები, რომელიც მოსამართლეს დაარწმუნებს იმაში, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე შესაბამისი დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვინაიდან, საქმეში ბრალდებულის შეურაცხმყოფელი სიტყვები მხოლოდ სამ სიტყვას გულისხმობდა, დასკვნაში, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატა შეურაცხყოფა, გვიწერია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შინაარსი ფაქტობრივად არ გვაქვს, ექსპერტმა გვითხრა, რომ მოცულობითი საუბარი არ არის და მან ვერ შეაფასა, ვის მიერ იქნა ნათქვამი, თუმცა, რა სიტყვები იქნა ნათქვამი, ეს ექსპერტიზის დასკვნაში ჩაიწერა, კონკრეტულად თუ ვინ თქვა ეს სიტყვები, ამასთან დაკავშირებით სხდომის მდივანი, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები გამოიკითხნენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს და ბრალდების მხარის მოლოდინით, გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს. სასჯელს რაც შეეხება, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას სასამართლო თავად მიიღებს“,

  • საკანონმდებლო დონეზე ესეთი საკითხი არ განიხილება – ქადაგიშვილი აბორტის აკრძალვაზე

    საკანონმდებლო დონეზე ესეთი საკითხი არ განიხილება – ქადაგიშვილი აბორტის აკრძალვაზე

    არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, როდესაც პატრიარქი ოჯახთან დაკავშირებით ქადაგების დროს მოუწოდებს, რომ აბორტი იყოს მაქსიმალურად შეზღუდული.

    (…) ერთია საკანონმდებლო დონე და მეორეა თვითონ საზოგადოებაში გარკვეული მორალური, ზნეობრივი, გნებავთ იდეოლოგიური ძალისხმევის გაწევა, რაც ვფიქრობ, რომ ეკლესიის პირდაპირი საქმიანობის ნაწილიც არის.

    რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე, ესეთი საკითხი არ განიხილება და მე ეჭვი მაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება, გამომდინარე იქედან, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო ნეგატიური თანმხვედრი მოვლენები.

    ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან

  • მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – თაზო დათუნაშვილი

    მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – თაზო დათუნაშვილი

    “მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის” – განაცხადა  „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც მდინარაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და აგრესიულ კომუნიკაციას სისტემურ მონიტორინგს გაუწევს.

    „გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი მამუკა მდინარაძე იყოს აქტუალიზებული რაიმე ფორმით და ჰქონდეს რაღაც საქმე უპორტფელო მინისტრს, მისი თვით აქტუალიზაციის გარდა, [ეს ინიციატივა] არაფრის მომცემი არ არის.

    „ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად, ამ 14-წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, მაგრამ ხომ ვიცით ყველამ, მიზანი არის ის, რომ ოპონენტებზე ჰქონდეთ დამატებით არადემოკრატიული ბერკეტი ზეწოლისა და დაშინებისთვის.

    სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს, შესაბამისად, ჟანრის კლასიკაა და გაგრძელება ხდება ამ ჟანრის. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის მამუკა მდინარაძეს, არაჩვეულებრივი ყმაწვილია“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    19-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

    თბილისში 19 და 21 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 20 მაისს კი უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე ავა.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე ავა.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე გაიზრდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი იქნება.