Blog

  • საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა იდენტობას კარგავს – პუტინი

    “ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა. უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია”,

    ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს დსთ-ს წევრად განიხილა და დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზეგანაცხადა.

  • ქვეყანაში №1 აგენტები და მონები ხოშტარია და ჯაფარიძე არიან – კობახიძე

    “მარტში ისინი იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის მიზანი საიტის შექმნა იყო. fara.ge ან agenti.ge – ასეთი საიტი უნდა შექმნილიყო და ეს გააპროტესტეს, რომ თითქოს, სტიგმატიზაცია უბედურება და საშინელება იყო და ახლა თავად ქმნიან mona.ge-ს. სინამდვილეში, მთავარი მონა არის აგენტი. ამ ქვეყანაში ნომერ პირველი აგენტები სწორედ ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე არიან და შესაბამისად, ისინი მონები არიან. ცდილობენ, რაც თვითონ აწუხებთ, სხვებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, პირველი მონები ჯაფარიძე და ხოშტარია არიან. ელენე ხოშტარია, რომელიც, თითქოს, ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციებით გამოირჩევა, დაფინანსებას პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ ის მართლა უბრალოდ მონა და აგენტია, მეტი არაფერი. ნებისმიერი მცდელობა, რომ ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვისაა განწირული. რა თქმა უნდა, mona.ge რევოლუციური გეგმის შემადგენელი ნაწილია – ადამიანების სტიგმატიზაცია, გაშავება. განსაკუთრებით, აქცენტი სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებზე კეთდება, იმიტომ, რომ ისინი ძირითადად ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას ებრძვიან”.

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიების – გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ერთობლივი, ახალი პლატფორმის, mona.ge-ს შექმნას გამოეხმაურა.

  • ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 13 მძევალი დაიღუპა

    “ჰამასის” მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰარო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში სულ მცირე 13 მძევალი ღაიღუპა. ისრაელელების გარდა დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

    “ცამეტი პატიმარი, მათ შორის უცხოელები” დაიღუპნენ ხუთ ადგილას, რომლებიც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნე იყო, ნათქვამია იზედინ ალ-კასამ ბრიგადის განცხადებაში.

     

  • მივესალმებით ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე – კობახიძე

    „რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი. როგორც არ უნდა ისაუბრონ, ეს არის ფაქტი. ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან, ბუნებრივია, კეზერაშვილზე და ის თავის სისხლიან, კორუფციით ნაშოვნ ფულს წარუმატებლად, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აბანდებს. შესაბამისად, ეს საუბრები რომ კეზერაშვილი ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა ფარსია. ისინი მისგან დაფინანსებას იღებენ“,

    ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • ვინც ორბანის ვიზიტის დაკნინებას ცდილობს, ევროპული მისწრაფებების მტერია – ოდიშარია

    მისი მყარი მხარდაჭერა მთელი ევროპისთვის გზავნილია. ის ძალიან გამოცდილი და გავლენიანი პოლიტიკოსია. იცით, რომ ვიქტორ ორბანი თავის ქვეყანაში მრავალჯერ არჩეულია. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ორბანის ვიზიტი დააკნინოს, ან საქართველოში ყოფნის ჟამს მას შეურაცხყოფა მიაყენოს, ჩვენი ევროპული მისწრაფებების მტერია.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

  • არ დავუშვებთ, უნგრეთში ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი მსვლელობები ჩატარდეს – ორბანი

    “შოკისმომგვრელია, რომ ევროპის მასშტაბით ტერორისტების მხარდამჭერი მსვლელობები იმართება. […] ამის მცდელობები უნგრეთშიც იყო, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი მსვლელობების გამართვას, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეების მიმართ ტერორიზმის საფრთხეს ზრდის”.

    ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა ისაუბრა. 

  • ”ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული, ოჩამჩირეში რუსეთის ბაზირებაზე დუმს – დეკანოიძე

    ”ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული, ოჩამჩირეში რუსეთის ბაზირებაზე დუმს – დეკანოიძე

    „ახალი არ არის, როცა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურას რუსეთი იყენებს. ამის მცდელობა ჰქონდა, ექნება და გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხისტი პასუხი არ იქნება ხელისუფლებისგან. იმის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ყველგან საერთაშორისო არენაზე აყენებდეს ამ საკითხს, ვხედავთ, რომ ჩუმად არის და კეკლუცობის პოლიტიკითაა რუსეთთან დაკავებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა წარმომადგენელმა ოპოზიციას ურჩია გაჩუმება იმის ნაცვლად, რომ თვითონ დააყენონ საკითხი“

    ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

  • მარნეულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    მარნეულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

    შსს-ში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

  • ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას 24 საათში ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაერო აპროტესტებს

    ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა ბრძანება ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოუწოდეს ქალაქ ღაზას  ყველა მაცხოვრებელს, დატოვონ სახლები და  ანკლავის სამხრეთით გადავიდნენ, „მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

    “ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებს ღაზას ყველა სამოქალაქო პირს, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დატოვონ სახლები და გადავიდნენ  ღაზას სექტორის სამხრეთით, როგორც ეს რუკაზეა ნაჩვენები“, – თქვა არმიის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ადრე დილით ტვიტერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

    მანამდე გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ მაცხოვრებლებს ტერიტორიის უახლოესი 24 საათის განმავლობაში დატოვება უბრძანა

    გაერომ მიიღო ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში ანკლავის სამხრეთით გადაადგილება უბრძანა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა.

    „გაერო კატეგორიულად ითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, თუ დადასტურდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ისედაც ტრაგიკული სიტუაციის კატასტროფულად გადაქცევა“, – თქვა მან.

    ბრძანება, რომელიც პარასკევს შუაღამისას გამოვიდა, ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს – მთელი ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარს, გაეროს მონაცემებით. ზოლის ჩრდილოეთით არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა.

    მისი თქმით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მომუშავე გაეროს ოფიციალური პირებს აცნობეს, რომ ბრძანება ასევე ეხება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს და მის შენობაში მყოფებს, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებს.

    „გაერო შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი ტრანსფერი განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“, დასძინა დუჟარიკმა.

    ისრაელი, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება,ხდება ჯარისკაცების, მძიმე არტილერიისა და ტანკების მასობრივი განლაგება ღაზას საზღვართან.

    პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს.

    ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს რეაქციას ღაზას მაცხოვრებლების ევაკუაციის შესახებ სამარცხვინოდ უწოდებს.

    ისრაელის წარმომადგენელი გაეროში, გილად ერდანი, მკვეთრად გამოეხმაურა გაეროს განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის ევაკუაციის ბრძანების გაუქმებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

    „გაეროს პასუხი ისრაელის ღაზის მოსახლეობის ადრეულ გაფრთხილებაზე სამარცხვინოა! წლების განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა ჰამასის მიერ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეიარაღებასა და გამოყენებაზე იარაღისა და მკვლელების თავშესაფრად. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს, რომლის მოქალაქეებიც მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, და რომელიც ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი მათთვის, ვინც არ არის ჩართული, ის ისრაელს ქადაგებებს უკითხავს“, – თქვა მან.

    დიპლომატის თქმით, გაერომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ბოევიკების მიერ აყვანილი მძევლების ისრაელში დაბრუნებაზე, ჰამასის დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე.

  • ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 3600 ტერორისტული ობიექტი დაბომბა

    ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში 3600 სამიზნე დაბომბეს, 6000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით. მათი თქმით,  ბოლო რამდენიმე საათში დარტყმები მიიტანეს ჰამასის მეთაურებისა და ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრის ადგილსამყოფელზე.

    IDF-ის ცნობით, ისინი თავს ესხმიან ღაზას სექტორში ჰამასის აქტივებს, მათ შორის სამხედრო ობიექტებს, იარაღის წარმოების ცენტრებსა და ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობას.