Blog

  • რატომ ატეხეს ამბავი? ხატზე უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს – ჯაღმაიძე

    რატომ ატეხეს ამბავი? ხატზე უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს – ჯაღმაიძე

    “მიმაჩნია რომ, იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესი ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია. 200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არც ერთი მათგანი არ გაუშუქებია იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ და ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ საეკლესიო დღესასწაული, როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?

    დღეს ინტერვიუ მთხოვა რადიო თავისუფლებამ, აქ ვდებ კომენტარს:

    პირველი შეკითხვაა, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს უფრო მეტი ბოროტებაა არაა, ვიდრე დავუშვათ სტალინის ხატზე გამოსახვა. ასეთი რამ ბოლო წლებში არაერთხელ გაუკეთებიათ, როდესაც სადღესასწაულო დღეს, სკანდალის გამოგონებაში იყვნენ. ეს უკვე ერთგვარი ტექნოლოგიაა.

    მხოლოდ ერთს დავამატებ, მატრონასთან სტალინის მისვლის ისტორია ჩემი აზრით უფრო მითია, ვიდრე რეალობა. მისი ცხოვრების აღმწერი ახსენებს ამას. ჩემი პირადი აზრით, რადგან წმინდანის ცხოვრება მის ღვაწლს უნდა უკავშირდებოდეს, მატრონას შემთხვევაში ნაკლებად შეიძლება ასეთი ღვაწლის გამოკვეთა, თუმცა მრავალი მორწმუნე და არა მხოლოდ რუსეთში, მისადმი ლოცულობს. გარდა იმისა, რაც მის ცხოვრების აღმწერი გადმოსცემს, არის ბევრი მითქმა-მოთქმა, რაც მისი ღვაწლის შესახებ მსჯელობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის, არა მხოლოდ ჩემი აზრით. ასე რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

    რაც შეეხება სტალინის ხატზე გამოსახვას, პირველ რიგში სათქმელია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი რომელზეც ლოცულობს ვინმე, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს. მთლიანობაში ეს ორი დღეა მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ ვისი სიახლე სჯობს. გილოცავთ შობას!”,

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სამებაში სტალინის გამოსახულებით ხატის გამოჩენას ეხმაურება.

  • ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს რომ დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება

    ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება.

    „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 084-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 58 926-ს აღწევს.

    სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 249 ადამიანი დაიღუპა და 510 დაშავდა.

  • ბოლნისში მანქანა 2 მოზარდს დაეჯახა – ორივე ძმა ადგილზე გარდაიცვალა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვანებს დაეჯახა. ისინი ძმები იყვნენ.

    როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

  • ისრაელმა საჰაერო იერიშით ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური მოკლა

    სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურო მოკლეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Reuters-ს უშიშროების საკითხებში სამმა წყარომ აცნობა. გამოცემა Times of Israel-ის თქმით, ლიბანური წყაროების ცნობით, ჰეზბოლას ელიტური “რადავანის რაზმის” უფროსი მეთაურის მკვლელობამ ტერორისტულ დაჯგუფებას “მტკივნეული” დარტყმა მიაყენა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ვისამ ალ-თავილია, რომელიც რადავანის რაზმის მეთაური იყო და სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მოქმედებების წარმართვაში მოწინავე როლი ჰქონდა.

    ის ჰეზბოლას მებრძოლთან ერთად ლიბანის სამხრეთში მდებარე სოფელში, მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა მასზე საჰაერო იერიში მიიტანა.

  • ზალუჟნის თქმით, ღამით რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, გასულ ღამეს  რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს.

    “უკრაინელმა დამცველებმა 8-ვე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed 136/131 და 18 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. რუსები თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. მტერი უკრაინის სხვადსხვა რეგიონს უმიზნებდა”, – თქვა ზალუჟნიმ.

  • თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – 9 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

    9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

    ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს.

    დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში – აზარაშვილი

    “დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს, არა მარტო საქართველოში, ეს მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ. ვაქცინაციას, რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია”,

    ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი .

  • ივანიშვილის ქცევა იმაზე იქნება დამოკიდებული მსოფლიო წესრიგში ვინ იმარჯვებს და ვინ დომინირებს – ხუხაშვილი

    ”საერთოდ, ივანიშვილი გრძელვადიან ამოცანებს არ ისახავს. ივანიშვილი კარგი ტაქტიკოსია, შესაბამისად, ის წავა იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე მისთვის იქნება მომგებიანი.

    ერთი წლის წინ მან გააკეთა არასწორი პროგნოზი, რის გამოც მას ბევრი პრობლემები შეექმნა. მისი პროგნოზი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინა ომს რუსეთთან ბლიც-კრიკით წააგებდა ომს. მან მთელი თავისი პოლიტიკა ამაზე ააგო. მერე მიხვდა, რომ შეცდა, მაგრამ, უკვე გვიანი იყო.

    ახლა ივანიშვილი გაჰყვება დინებას და მოიქცევა ისე, რაც ამა თუ იმ ეტაპზე იქნება მისთვის მისაღები. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში, რა ვითარება იქნება იგივე არაბულ სამყაროში, უფროს სწორად ისრაელის ირგვლივ. მსოფლიო წესრიგში ვინ იმარჯვებს და ვინ დომინირებს იმაზე იქნება მორგებული.

    საერთოდ, მგონია, რომ მცდარია შეფასებები და კლიშე, რაც ოპოზიციამ „მოიფიქრა“ და აცხადებს, რომ ივანიშვილი პუტინის მსახურია და რუსული ხელისუფლებაა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ყალბი მგონია ამგვარი მტკიცებები. ბიძინა პუტინის მსახური კი არ არის, არამედ, ეშინია პუტინის და იმიტომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუ პუტინი დასუსტდება თქვენ გგონიათ იგი მას არ გადააგდებს? ისე მშვენივრად გადააგდებს, როგორც დაგიბარებიათ”.

    ამის შესახებ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსს” ესაუბრა.

  • ქართველები და ტუნისელები ჩხუბობდნენ და გასაშველებლად ჩაერია – რა დეტალები ირკვევა იტალიაში მკვლელობისთვის დაკავებული ქართველის საქმეზე

    მოკლული ტუნისელი ახალგაზრდა კაცი ილეს ამრია, რომელიც პიზაში ტუნისიდან 5 წლის წინ ძმებთან ერთად ჩავიდა. ძმები ამბობენ, რომ ის არც ნარკომანი და არც  ნარკოტიკებით მოვაჭრე არ ყოფილა. ამის ხაზგასმა იმის გამო გახდა საჭირო, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და  ვაგზლის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული, იმ რაიონში, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ ნარკომანები, ნარკომოვაჭრეები  და სხვადასხვა ტიპის კრიმინალები.  თუმცა, მოკლულის ძმები ამბობენ, რომ მათი ძმა კრიმინალი არ ყოფილა და არც ნასამართლეობა ქონდა.

    მოკლულის ოჯახის ვერსიით პარასკევს საღამოს ის ვიტორიო ემანუელეს მოედანზე მდებარე  საფოსტო განყოფილების შესასვლელის საფეხურზე იჯდა, როცა  ტუნისელების და ქართველების ჯგუფების ჩხუბი დაიწყო. ახალგაზრდა შეეცადა ისინი გაეშველებინა.  ძმების თქმით, სწორედა ამ დროს მოკლეს ახალგაზრდა კაცი.

    მოკლულის ოჯახმა ადვოკატი აიყვანა და სამართლიანობას ითხოვს.  ისინი მკვლელობის გახსნას და მკვლელის დაკავებას ითხოვენ.

    ცნობისთვის, იტალიელმა კარაბინიერებმა დააკავეს 32 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ეჭვმიტანილია 25 წლის ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე.

    იტალიური მედიის ინფორმაციით იძებნება მისი თანამზრახველი, ასევე ქართველი, რომელთან ერთადაც ის 25 წლის ტუნისელს თავს დაესხა. მკვლელობა  პარასკევს საღამოს ქალაქ პიზას ცენტრში დანის გამოყენებით მოხდა.  მოკლული პოლიციისთვის წვრილმანი დანაშაულებით იყო ცნობილი. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

    მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პიზას პოლიციის ოპერატიული განყოფილების კარაბინერებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგებთან ერთად იპოვნეს, რომლებმაც მობილური ქსელების მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ქალაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების შემოწმება განახორციელეს.

    მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკითხვები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოძიება იმის დადგენას შეეცდება, კონკრეტულად რომელმა ეჭვმიტანილმა მიაყენა ტუნისელს მომაკვდინებელი დარტყმა.

  • პალესტინელებს უნდა შეეძლოთ ღაზაში დარჩენა – ენტონი ბლინკენი

    “პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი პირობები შესაბამისი იქნება. მათ არ შეუძლიათ, არ უნდა აიძულონ დატოვონ ღაზა”,

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინელებზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა ღაზის სექტორის დატოვებაზე და მათ უნდა მიეცეთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ.