Blog

  • ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად შესაძლოა კონსტანტინე გამსახურდია დაინიშნოს

    “კურიერის“ ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    “პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა” – წერს გიორგი კეკელიძე.

    კონსტანტინე გამსახურდია 2020 წელს გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა.

    მანამდე ის . 2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაერო-ს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა.

  • ფინელი მუსიკოსები ისრაელის ევროვიზიის კონკურსიდან ჩამოშორებას ითხოვენ

    ფინური მუსიკალური ბიზნესის თითქმის ათასხუთასმა მოღვაწემ ხელი მოაწერა პეტიციას ისრაელის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან გარიცხვის მოთხოვნით. კონკურსის ორგანიზატორები ამის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

    პეტიციის ავტორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თუ კონკურსის ორგანიზატორი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), უარს იტყვის ისრაელების გარიცხვაზე, მაშინ ფინურმა მაუწყებელმა, Yle-მ უნდა ფინელი კონკურსანტი უნდა გაიწვიოს.

    პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, კულტურის აქტივისტმა ლუკას კორპელაინენმა გაზეთ Hufvudstadsbladet-ს განუცხადა, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებმა არ უნდა მისცენ ისრაელს საშუალება კონკურსში მონაწილეობით „გაისუფთაოს თავისი იმიჯი“.

    ავტორები მაუწყებელს Yle-ს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ იმ მოტივით, რომ მისმა წარმომადგენლებმა პირველებმა მოითხოვეს რუსეთის გარიცხვა ევროვიზიიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

    Yle-ის მენეჯმენტის წევრმა ვილ უილენმა  რუსეთის უკრაინაში  შეჭრიდან მეორე დღეს თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებებს, რომლებსაც Yle და ევროპის სხვა მაუწყებლები წარმოადგენენ და ამიტომ რუსი მონაწილეები არ უნდა დაუშვან კონკურსში.

    ახლა ვილენი ამბობს, რომ რუსეთისა და ისრაელის ერთ დონეზე დაყენება შეუძლებელია.

    „რაც არ უნდა საშინელი იყოს [ღაზას მოვლენები], ეს არ არის აგრესიული ომი სახელმწიფოებს შორის, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის“, განუცხადა მან გაზეთ „ილტა სანომატს“ რამდენიმე ხნის წინ.

    პეტიციასთან დაკავშირებით, Yle-ს სპიკერმა ჯერე ნურმინენმა განუცხადა გაზეთ Hufvudstadsbladet-ს, რომ კომპანია აკვირდებოდა სიტუაციას და განიხილავდა მას EBU-სთან და ევროპის სხვა საზოგადოებრივ მაუწყებლებთან. გარდა ამისა, მისი თქმით, Yle-ს მენეჯმენტი პეტიციის ავტორებთან შეხვედრას აპირებს.

    ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დეკემბერში განაცხადა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მართავენ მაუწყებლები და არა მთავრობები და რომ ისრაელის კომპანია აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის ყველა მოთხოვნას.

    წლევანდელი ევროვიზია მაისის დასაწყისში შვედეთის ქალაქ მალმოში გაიმართება.

    კონკურსზე ბრიტანეთს პოპ მომღერალი ოლი ალექსანდრე წარადგენს , რომელიც ასევე გამოვიდა  ისრაელის წინააღმდეგ და  მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია ისინი,  ვინც განცხადებას მოაწერეს ხელი, მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

    დეკემბერში ისლანდიის კომპოზიტორთა და სიმღერის ავტორ პოეტთა ასოციაცია  ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოიკოტისკენ  მოწოდებით გამოვიდა იმ დრომდე, სანამ ისრაელს კონკურსიდან არ მოხსნიან.

    ღაზას სექტორში სამთვიანი ომის დროს, ჰამასის ჯგუფის მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

    ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასმა და სხვა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს  ისრაელის კიბუციებსა  და ქალაქებზე ღაზას სექტორის მახლობლად, მოკლეს  დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და მძევლად აიყვანეს 240-მდე ადამიანი.

  • პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან – გიორგი კეკელიძე

    პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

    ”პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
    P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს”.-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

  • გუშინ რომ გმობდით ნატა ფერაძეს, ეს რა ჩაიდინაო ახლა ალბათ ქებას დაუწყებთ.. რამდენი იფარისევლა ოპოზიციამ – რომან გოცირიძე

    ”გუშინ რომ გმობდით ნატა ფერაძეს, ეს რა ჩაიდინაო ახლა ალბათ ქებას დაუწყებთ.. რამდენი იფარისევლა ოპოზიციამ” – ამის შესახებ, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

    ”გუშინ რომ გმობდით ნატა ფერაძეს, ეს რა ჩაიდინაო (პარტია-პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ახლა ალბათ ქებას დაუწყებთ, სტალინის ხატის გატანა თუ “გადახატვა” რომ მოსთხოვა საპატრიარქომ მის “ავტორებს” ანუ “პატრიოტთა ალიანსს”.

    რამდენი იფარისევლა ოპოზიციამ, ანთო ორმეტრიანი სანთლები და ემთხვია ხელებზე პატივცემულ მღვდლებს, მაგრამ საარჩევნოდ მაინც ვერ მოიგო მათი გული. ვერც მოიგებენ. მათი გულების მოგებას სჭირდება ფული, რაც ოპოზიციას არა აქვს.

    ოპოზიციური პარტიების( გარდა ერთი-ორი გამონაკლისისა) დამოკიდებულება ნატა ფერაძის მოქმედებასთან დაკავშირებით იყო სამარცხცინო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ პოსტებითა თუ კომენტარებით, არამედ ოფიციალურად, პარლამენტის დროშებიანი ტრიბუნის ფონზე მხარდაჭერა გამოვუთქვი ნატა ფერაძეს და მოვიწონე მისი საქციელი. მედიას მგონი დიდად არც შეუწუხებია თავი ამის გაშუქებით.”-წერს რომან გოცირიძე.

    ცნობისთვის, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მატრონა მოსკოველის ხატს,  ლურჯი საღებავი შეასხეს. მომხდარმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ფაქტს ასევე გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეშვილი რომელმაც, ფეისბუკზე დაწერა, რომ „ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი“ და „სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული … ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი!“.

    10 იანვარს, ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობა ალტ-ინფომ აქცია გამართა. ისინიმატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

    საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია – “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”.  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

  • ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

    ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

    მას შემდეგ რაც, საქართველოშ დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

    სავარაუდოა რომ მას სწორედ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ.

    “ქართული ოცნების” წევრები,  დილიდან ითხოვენ დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას და საგარეოს მოუწოდებდნენ, სორენსენი  ახსნა-განმარტებებისთვის დაებარებინა.

    ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

    • „მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, – წერს ელჩი.
  • ჯაღმაიძე ამბობს, რომ  სტალინის გამოსახულებაზე განცხადება პატრიარქთან შეთანხმებულია

    ჯაღმაიძე ამბობს, რომ სტალინის გამოსახულებაზე განცხადება პატრიარქთან შეთანხმებულია

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სტალინის გამოსახულებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთან შეთანხმებულია. ჯაღმაიძე ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

    “საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა”, – წერს ჯაღმაიძე.

    ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”.  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

  • საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს – ინაშვილი

    საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს – ინაშვილი

    საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს –  ასე ეხმაურება, პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული საპატრიარქოს განცხადებას.

    “სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს! – წერს ინაშვილი.

    ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”.  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

  • აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა! – საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიან ხატზე

    აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა! – საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიან ხატზე

    მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სადაც სტალინიცაა გამოსახული, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატზე, კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება  დახატული იყოს  როგორც წმინდანი, ისე მწვალებლებიც.

    „წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

    საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

    ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

    მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • “რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, მსოფლიოში კი მეხუთე” – პუტინი

    “რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, გაუსწრო გერმანიას, ხოლო მსოფლიოში მეხუთე – ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთისა და იაპონიის შემდეგ. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვეცადოთ ერთ სულ მოსახლეზე. ამიტომ, არის რაღაც სამუშაო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ეს არის არა მოსახლეობა მშპ-სთვის, არამედ მშპ მოსახლეობისთვის”.

    აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

  • ბრალდებები რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

    „ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს.[….] ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან – ქმედებებისგან, რომელთან დაკავშირებითაც „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ გაიმეორებს ისრაელის სრულ განადგურებამდე. ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში ღაზაში, ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ განზრახ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან,”

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.