Blog

  • თუ ასეთი მაგარია, ბარიერი 5%-დან 2%-მდე ჩამოსწიოს – კორძაია კობახიძეზე

    ირაკლი კობახიძე თუ ასეთი მაგარია, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 2%-მდე ჩამოსწიოს და ბევრ რამეზე მერე ილაპარაკოს. ახლა, როდესაც ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილთან ერთად მთელი ძალაუფლება მიტაცებული აქვს, მაშინ მაგარია იმაზე საუბარი, რომ მოიგებენ და 1-2%-იან პარტიებს აჯობებენ?

    ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

  • პუტინი ომს განასახიერებს, ის არასდროს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი დღესვე დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა.

    ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა და დისტანციური შესაძლებლობები.

    პირისპირ შეხვედრების შემდეგ ზელენსკიმ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, წელს მიღებულ უნდა იქნას მტკიცე გადაწყვეტილება რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა ის უკრაინის აღდგენას და ომისგან დაცვას მოხმარდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები ვერ უშლის ხელს რუსეთს რაკეტები აწარმოოს და ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული სექტორი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდვების ქვეშ, არის დასავლეთის სისუსტე.

    • „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. პუტინმა მშვიდობის 13 წელი წაიღო. ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარეობს სხვადასხვა ომები და კონფლიქტები. და წარუმატებლად სრულდება მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- ამბობს ზელენსკი. 

    ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება და აგრესორზე ზეწოლის შემცირება მხოლოდ ომს ახანგრძლივებს.

  • ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა მაგრამ უკრაინამ რუსეთი გააგდო მიტაცებული ტერიტორიების ნახევრიდან, უკან დაახევინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს – ლაიენი

    დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს გუშინ საღამოს უკრაინის პრეზიდენტი შეუერთდა, სადაც დღეს  ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათ განიხილეს უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და შეთანხმდნენ უკრაინის კანონმდებლობის სკრინინგის დაწყებაზე. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან შეხვედრამდე მოუწოდა დავოსში შეკრებილ ლიდერებს განაგრძონ უკრაინის დახმარება, რადგან უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის და შემდგომი წლების განმავლობაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დასავლეთმა არ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელსაც სჭირდება იარაღის საკმარისი და მდგრადი მიწოდება ქვეყნის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიების დასაბრუნებლად:

    ”რუსეთის სტრატეგიული მიზნები ჩავარდა. და ეს პირველ რიგში არის სამხედრო მარცხი. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, დანარჩენი უკრაინა კი რამდენიმე კვირაში.

    მაგრამ ეს არ მოხდა. სამაგიეროდ რუსეთმა დაკარგა მისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი გააგდო მიტაცებული ტერიტორიების ნახევრიდან.
    უკრაინამ უკან დაახევინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და ხელახლა გახსნა საზღვაოსნო კორიდორი, რომ მარცვლეული მიაწოდოს მსოფლიოს. უკრაინამ შეინარჩუნა მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარცხი განიცადა რუსეთის ეკონომიკამ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას წვდომა წაართვა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, რუსეთი დამოკიდებული გახდა ჩინეთზე. და ბოლოს, მარცხი განიცადა რუსეთის დიპლომატიამ. ფინეთი შეუერთდა ნატოს. მალე შვედეთიც შეუერთდება და უკრაინა, უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლის გაძლიერება”. – განაცხადა, ლაიენმა.

  • არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს – სამადაშვილი კობახიძეს პასუხობს

    ირაკლი კობახიძე რას ამბობს, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ქართული ოცნების დღევანდელ მდგომარეობას – მათ რომ ელექტორალურად ძალიან უჭირთ, ამის ნათელი სიგნალი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნებაა.

    საარჩევნო ბარიერი 5% დარჩება, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს […] მთელი ეს საუბარი, რაც ახლა ქართული ოცნებისგან გვესმის, ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ მომდევნო არჩევნებისთვის მათ საკუთარი პოზიციები ძალიან მორყეულად მიაჩნიათ.

    ამბობს პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

    ცნობისთვის, დღეს “ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მყარი უმრავლსობა ექნება.

  • დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს – კობახიძე

    როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.

    საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს ქართული ოცნების მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას”,

    აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინაა, როცა გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო.. – კულება ლავროვზე

    “ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი,”

    ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალურ ინტერვიუში განაცხადა.

  • თბილისის ნაწილს წყალი 31 საათით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

    “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

    17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება.

    წყალმომარაგება შეეზღუდება: 

    მთწმინდის რაიონი:
    პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, მაყაშვილის აღმართს, კერესელიძის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, სატივეს, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, თავისიფლების მოედანს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, გერონტი ქიქოძის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, ბოლო აღმართის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას. ს/ს ქვედა პლატოს , ს/ს სეიდაბადს.

     

    კრწანისის რაიონი:
    პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, პურის მოედანი, პურის ჩიხი, ონის შესახვევი, ბააზოვის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, სალამის, ზდანევიჩების, აჯიაშვილის, საადის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, ირგვლივის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები,  აბო თბილელის, აბანოს, დაბახანის, ბოტანიკურის, დავით გულუას აღმართს, გრიშაშვილის N11 და ახუნდოვის ქუჩებს,

     

    საბურთალოს რაიონი:
    ზაურ ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის (ქაფიანიძე), ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას (გარდა N36-60 (ლუწები)), ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტარის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის ( N32-ის გარდა), აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ნასიძე, ა.სულაკაურის, შანხაის დასახლება ოთარ ჩხეიძე ქუჩებს, 26 მაისის მოედანს. ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის ქ. „ახალი თბილისი“, ოლიმპიური ქალაქი, აღმაშენებლის ხეივანი „თბილისი მოლი“, დიღმის წყლის ქუჩებს. ნასიძე, როსტევანის 1, 8ა, ნინო აბაშიძე-ორბელიანის N 1ა, 3, 13 ასურელის N 126, დავარის N1, ფარნავაზ მეფის N 5

     

    ვაკის რაიონი:
    ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, ქობულეთის ქუჩა (გარდა N22-42(ლუწები)), შატბერაშვილის ხევი, კეკელიძის ქუჩა (გარდა N 15-25(კენტებს), N14, 16, 18), აბაშელის, რაზმაძის ქუჩა (გარდა N1-25 (კენტები), N2-20 (ლუწები)) , ბარნოვის, ფალიაშვილის, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს, ჭავჭავძის გამზირი 1 შესახვევს, ვაკის პარკს და მზიურის პარკს.

     

    ჩუღურეთის რაიონი:
    მარჯანიშვილის ქ N2-18; (ლუწებს) N1-21 (კენტებს), უშანგი ჩხეიძის.

     

    დიდუბის რაიონი:
    ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის, ბელიაშვილის შესახვევი N12, ბელიაშვილის N40, ბელიაშვილის 2 ჩიხს, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა კლინიკას.

    • საბურთალოს რაიონი,17/01 ასიათასი მოწამის ქ. მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.წყალი შეუწყდებათ 17/01 01:00სთ-დან 18/01 16:00სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

      ვაკის რაიონი:
      ქობულეთის ქუჩის N22-42(ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილი, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, მცხეთის პირველი შესახვევი(ბურკიაშვილის), შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქუჩის N1-25 (კენტები), N2-20 (ლუწები),

       

      მთაწმინდის რაიონი:
      კეკელიძის ქუჩის N 15-25(კენტებს), N14, 16, 18, გოგებაშვილის ქუჩა (შესახვევბით), გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძე) და ჯაფარიძის ქუჩებს

    • საბურთალოს რაიონი,სოფ.დიღომი, აღმაშენებლის მე-4 შეს. N 8 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:15-დან 21:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება;
      სოფ.დიღომში, მესხის, თამარ მეფის, სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, ცაგარელის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ხანძთელის, ჭიაურელის და კვირაცხოველის ქუჩებს

    • სამგორის რაიონი,კახეთის ჩიხის N 12 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:45-დან 21:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება;
      კახეთის ჩიხს და მამისაშვილის ქუჩას

    • ისნის რაიონi,ავლაბრის ქუჩის N 34 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:45-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება;
      ირბახის, კონსტანტინე ერისთავის (ფაბრიციუსის), გურჯაანის, ფაღავას, ცისკარის, ალაზნის, დუშეთის, არარატის, არმაზის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, მესხიშვილის, წერეთლის, გელათის, ხივინის, ხიდისთავის, იორის, გუმბრის, ურიცკის, რაზიკაშვილის, ლაგოდეხის, ალიხანიანის, ბოროდინის, სართიჭალის, კროპორტკინის, გაბისკირიას, სამრეკლოს, ტირიფონის, ალვანის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ახვლედიანის შეს. და აღმართს, ბაჩანას, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, ქურხულის,ხარაგაულის, ქეთევან დედოფლის გამზირი N 2-12(ლუწებს), N 1- 9(კენტებს), ქეთევან დედოფლის მოედნის N 2-ს, მეტეხის N 16-ს, ბადიაურის,წურწუმიას,იზაშვილის,მთავარანგელოზის N 3-22(ყველა), ასევე კვეზერელი-კოპაძის და ფერიცვალების ქუჩებს.

    • საბურთალოს რაიონი,წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ სოფ.დიღომი, ასმათის ქუჩის N 17 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 16/01-ის 23:00-ზე  წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს;
      ასმათის ქუჩის N 13- 35(კენტი), N12-30 (ლუწი)
  • ხულიო ეგლესიასი დომინიკის რესპუბლიკაში აეროპორტში დააკავეს

    80 წლის მომღერალი ხულიო იგლესიასი დომინიკის რესპუბლიკის აეროპორტში საკვების ჩემოდნით დააკავეს, იუწყება Dominican Today.

    მომღერალს, რომელიც აქ ბაჰამის კუნძულებიდან ჩაფრინდა, მებაჟეებმა 40 კგ-ზე მეტი საკვები, მათ შორის ხორცი, კენკრა, ბოსტნეული და ხილი აღმოუჩინეს. სანიტარული რეგულაციები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დომინიკის რესპუბლიკაში, კრძალავს ასეთი საქონლის იმპორტს კერძო პირების მიერ. შედეგად, იგლესიასი რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს, მოგვიანებით კი ჩემოდნის შიგთავსი ამოიღეს. მომღერლის დაკავება საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე პირველად არ მომხდარა.

    ხულიო იგლესიასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანურენოვანი შემსრულებელია. მისი დისკოგრაფია მოიცავს ათეულობით ალბომს. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის გრემის მფლობელია და ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავიც არსებობს. 

  • ამ ომში ის გაიმარჯვებს, ვინც ყირიმს გააკონტროლებს – ბენ ჰოჯესი

    ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.[…]ს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის.[…]პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით“,

    ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯსმა გამოცემა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ბაქოში, მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

    აღნიშნულ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    “დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.

    შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.