Blog

  • “იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – კალაძე ხაზარაძეზე

    ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია, როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. იმის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო განათავსა და ის ბოლომდე განეთავსებინა. ისიც მიჭრა, მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს ვიდეო ხომ ყველამ კარგად იცის, რომელი ვიდეოა, სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ვსაუბრობდი ამაზე და ვსაუბრობდი ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა, აი აქ იკვეთება და საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არის მამუკა ხაზარაძე“,

    ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაზიარებულ ვიდეოს, არქივიდან, ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.

  • კომუნიკაციების კომისიის მორიგი Fake News-ი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებზე

    ”კომუნიკაციების კომისიის მორიგი Fake News-ი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებზე” – ნათქვამია “მაგთის” მიერ გავრცელებულ გნაცხადებაში.

    ”კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას – თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას.

    რეალურად კვლევის გაცნობის შედეგად:

    ▪️ საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იაფია;

    ▪️ მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით;

    ▪️ მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი” – ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში;

    ▪️ კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.

    ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ კომისია ცდილობს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაამახინჯოს რეალური შედეგები.

    მაგთიკომის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას.

    მაგთიკომი რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა – ცერცვაძე

    რატომ იყო 2009-10 წლებში მეტი სიკვდილიანობა და ახლა პრაქტიკულად არ არის? სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ [გრიპის ვირუსით] ორი ადამიანი, ამ ვთქვათ, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა, მაგრამ, ახლა ძალიან ძნელია, თქვა ადამიანის გარდაცვალებაზე, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, რაოდენობრივად ბევრად ნაკლები და ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო 2009-10 წლებში.

    ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა, ერთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კი, H1N1 იყო 2009-10 წლებშიც და ახლაც, მაგრამ მან თვისებები გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მაშინ იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, რომ ვისწავლეთ უკეთ მართვა.

    ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა, აი, ამ რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, სწორედ ამ 2009-10 წლის გრიპის შემდეგ და განსაკუთრებით, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, აი, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, რაც გამოიხატა ძალიან დიდი რაოდენობით გარდაცვალებაში: მსოფლიოში 7 მილიონი, ჩვენთან 18 000-მდე. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, სხვა ქვეყნები ახლაც ვერ გამოსულან იმ კრიზისიდან, რაც კოვიდმა გამოიწვია ეკონომიკური.

    მაგრამ, ერთი კარგი გააკეთა ის, რომ მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, დაინერგა მთელი რიგი ახალი მიდგომები, გადამზადდა მთელი სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ოჯახის ექიმები, შეიცვალა ელექტრონული სისტემები, შემოტანილი იქნა ახალი მედიკამენტები, უბრალოდ, ვისწავლეთ უკეთ მართვა რესპირაციული ინფექციების.

    ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

  • დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის – ლავროვი

    „შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას გაითვალისწინებდა.[…]დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნის.[….]2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას აუკრძალა ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე დასავლეთი ახლაც არაა დაინტერესებული მოლაპარაკებების დაწყებით. ბრძანებას ვაშინგტონი გასცემს“

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

  • ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა – კალაძე წერეთელზე

    „სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“,

    ამბობს კახა კალაძე და ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

  • მიუნხენის აეროპორტში არნოლდ შვარცნეგერი დააკავეს

    ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის ექსგუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. როგორც CNN წერს შვარცნაგერის დაკავების მიზეზი გერმანიის ტერიტორიაზე არადეკლარირებული ძვირადღირებული საათის შეტანა გახდა.

    CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობი Audemars Piguet-ის ძვირადღირებული საათის გაყიდვას ავსტრიაში დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონზე გეგმავდა, რომელიც ხვალ, 19 იანვარს უნდა გაიმართოს. თუმცა, მიუნხენის აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა საათს დეკლარირება არ გაუკეთა და არც შესაბამისი საბაჟო გადასახადი გადაიხადა, რასაც ევროკავშირის კანონი ითვალისწინებს.

    საბაჟოს განცხადებით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და ავსტრიაში გამგზავრების ნება დართეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, შვარცნეგერმა გერმანიაში გამართულ კლიმატის ცვლილების აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო შემდეგ გეგმავს ავსტრიაში სათხილამურო ღონისძიებაზე დასწრებას.

  • ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული – გახარია ოცნების წევრებზე

    “ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება, ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არისო საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მიტანილი ინფორმაცია აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა”

    აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ამჟამად პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.

  • უკაცრავად, ბატონო კახი, თქვენ სად იყავით 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ? – ვატო სურგულაძე

    “უზრდელობაზე გადასვლა და ყოფილ „ნაცგუნდს“ რომ იძახის, უკაცრავად, მაგრამ ბატონო, კახი თქვენ სად იყავით 2007 წელის 7 ნოემბრის შემდეგ? ვისთან შეკარით კომპანია? ” – ამის შესახებ საკრებულოში პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერის,  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კახა კალაძე აცხადებს, რომ „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

    “როგორ შეიძლება სულ ვიღაცას, რაღაცა დააბრალო. ვინ აირჩიეს, კომპანია, რომელიც „გუთენთრაკენის“ სტანდარტებით მუშაობს? [კალაძე] რომ ამბობს: „იქ დარჩებითო“, ზუსტად, ისინი დარჩებიან „იქ“. არც უნდათ იქიდან გამოსვლა, რაც ქალაქის მერმა იგულისხმა, ზუსტად, „გუთენთრაკენის“ სტანდარტებში დარჩებიან.

    საქმე იმაშია, რომ ტექნიკურ საქმეს ვერ აკეთებენ, ვერ აკონტროლებენ. ვითომ დიდი პროექტები: ვაკის პარკი – ბავშვი მოვკალით? დღემდე არ არის გაკეთებული. ისეთი კომპანია აირჩიეს, რომლის არჩევაც არ შეიძლებოდა და აქაც ისევ ვიღაცას გადააბრალეს, იმის ნაცვლად, რომ ვიცე-მერს პოსტი დაეტოვებინა ან ციხეში ჩამჯდარიყო. გლდანის გზას 3 წელი რომ აკეთებდნენ, პირველ წვიმაზე ჩამოეშალათ. რომელი პროექტი გააკეთეს დროულად , ხარისხიანად? ვის ეტრაბახება? რა განვითარება, უგემოვნო , უხარისხო განვითარება?.[…]უზრდელობაზე გადასვლა და ყოფილ „ნაცგუნდს“ რომ იძახის, უკაცრავად, მაგრამ ბატონო, კახი თქვენ სად იყავით 2007 წელის 7 ნოემბრის შემდეგ? ვისთან შეკარით კომპანია? „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელთან რომ შექმნა კომპანია.

    მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და სასამართლოში შეხვდებიან. ახლა თუ არ შეხვდებიან, ჯობია 27 ოქტომბერს ბილეთი აიღოს“, – განაცხადა სურგულაძემ.

  • რუსეთსა და ირანს შორის ახალი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება – მარია ზახაროვა

    „რუსეთსა და ირანს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მომზადება დასკვნით ეტაპზეა, ხელმოწერა იგეგმება პრეზიდენტების შეხვედრაზე .[…] მოქმედი შეთანხმების ხელმოწერიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მას ხელი მოეწერა 2001 წელს; სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვალა საერთაშორისო პირობები, საერთაშორისო კონტექსტი და ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო ზრდას განიცდის”.

    აცხადებს ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.

  • წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, ცვლილებების შეტანისთვის – არქიმანდრიტი

    “ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს  შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით  შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
    საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ.”

    აცხადებს სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.