Blog

  • უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ – იენს სტოლტენბერგი

    “ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ”,

    აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

  • კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია – სააკაშვილი

    კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.

    მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:

    დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;

    სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;

    ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

    ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.

    წერს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებაზე.

  • თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს.

    არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის პრობლემა გახდა.

    დამატებითი დეტალები უცნობია.

  • წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება – მერია

    თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება.

    „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და ა.შ. პარალელური რეჟიმით მიმდინარეობს და როგორც ითქვა, მარტში დასრულდება“,- აცხადებენ მერიაში.

  • საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით, ამას შემთხვევით არ ვამბობთ – მდინარაძე

    ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, იმ რწმენით და იმ რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ეს მომავალ პრემიერმინისტრზე, სახელის და გვარის გარეშე, ჯერჯერობით.

    რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა თავისი პრემიერობის პერიოდში, განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო.

    იმედს გამოვთქვამთ კი არა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც იქნება ასეთივე წარმატებული და ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ჟინით, ერთიანი გუნდით, ასე მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით სხვათაშორის და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, და შემდეგ, ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენ საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა.

    ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამთავრობო ცვლილებებზე.

  • კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის – სამადაშვილი

    კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის – სამადაშვილი

    ”ქართული ოცნების პოსტულატია, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი – კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?! თვითონ იციან, რომ წარმატებული კი არა, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა იმიტომ, რომ რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია გარდა ხელის შეშლისა.

    ამის შესახებ, აცხადებს ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

  • “რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება კობახიძის კანდიდატურა” – მდინარაძე

    “რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება კობახიძის კანდიდატურა” – მდინარაძე

    “რაც შეეხება პრემიერმინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საუბრობს.

  • ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს ეს სიყვარულის უნარია – ბრეგაძე ღარიბაშვილზე

    “ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია.
    წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება.
    არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.
    საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იმავე კანდიდატის სტატუსი, რაც თანამედროვე საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია.
    ყველა კარგი საქმის უპრეცედენტოდ ძლიერი მხარდაჭერა ირაკლის ხელწერაა. პირდაპირ და შეულამაზებლად ვიტყვი, რომ ყველა დიდი საქმე, რაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყეთ, დავასრულეთ და გრძელდება იმ გამხნევების და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათის განმავლობაში ირაკლის ჩართულობის და გვერდში დგომის შედეგია.
    ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს ეს სიყვარულის უნარია. სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე ისხამს ნაყოფს, რაც ასე მრავლად არის ირაკლის მოღვაწეობაში.
    გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია.
    ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს.
    მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!”

    იუსტიციის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. რატი ბრეგაძე გამოსამშვიდობებელ პოსტს ავრცელებს და ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს აქებს.

  • ისევ გვეყოლება ირაკლი, უფრო მაღალი და სხვა ვარცხნილობით – ელისაშვილი

    “ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, პრემიერმინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და სხვა ვარცხნილობით.[…] თავი წარმოიდგინეს რეალურ მმართველებად ამ ქვეყნის და იქ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ახლა უნდა აჩვენოს, რომ მართალია, მას ასაკი ემატება, მაგრამ ბრჭყალები არ გასცვეთია და ამ ბრჭყალებს გამოჩენაა ახლა ეს და მეტი არაფერი,” 

    ასე აფასებს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

    ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყველების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ, ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, სულ ახლახანს, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმინობის შესახებ . მოგეხსენებათ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდი, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური კრიზიების პერიოდში დავიწყე, მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას”, – თქვა ღარიბაშვილმა.