Blog

  • თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია! – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

    თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია! – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

    “გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ იქნება 100 000-ზე მეტი ადამიანი და თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იქ პოლიცია და განარიდებენ იქიდან. რა პროვოკაცია უნდა იყოს”,

    ასე პასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას დაპირისპირებაზე, რომელიც შესაძლოა, ოცნების კონტრაქციაზე მოხდეს.

    ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს.

  • დიახ, ბატონი ბიძინა იქნება აქციაზე, მისი სურვილია – მდინარაძე

    დიახ, ბატონი ბიძინა იქნება აქციაზე, მისი სურვილია – მდინარაძე

    “დიახ, ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება. ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას”,

    აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

     

  • ჩვენს ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ – “ფორმულა”

    ტელეკომპანია “ფორმულა”აცხადებს, რომ  მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.

    როგორც ცნობილია, მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას.

    ია სართანია აცხადებს, რომ კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდა.

  • ადამიანები პირად მიმოწერებში გვეხვეწებიან, ჩაატარეთ აქციაო – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

    “ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ არა თუ ათიათასობით ადამიანი და ასიათასზე მეტი ადამიანი, არამედ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში”.

    თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 29 აპრილს, “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

  • ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს

    ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • 29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით – მელია

    “29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს…
    წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია.”

    წერს “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე. 

  • ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე იმატებს – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

    23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია  უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია  თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება

  • ხელისუფლება, 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ “სახალხო შეკრებას” აანონსებს

    ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ შეკრებას “მხარდამჭერთა თხოვნით” მართავს.

    “ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

    მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”, – ნათქვამია ოცნების განცხადებაში.

  • უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ის ახალგაზრდობა, ვინც რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს – ხუნდაძე

    უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ის ახალგაზრდობა, ვინც რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს – ხუნდაძე

    რამდენიმე დღეა ვუყურებთ რუსთაველზე აქციებს და გაოგნებული ვართ იმით, რომ თუკი წინათ ახალგაზრდობა საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, დღეს პირიქითაა, მათი ერთი ნაწილი ქვეყნის სუვერენული უფლებების აღიარებას აპროტესტებს. დაიცვა შენი სახელმწიფო უცხოური ფულით უცხო ქვეყნების ჩარევისგან, სხვა არაფერია, თუ არა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება.

    ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით – “ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას”. გარდა იმ სამიათასი ახალგაზრდისა, რომლებსაც შავი ფულით წლების მანძილზე რევოლუციისთვის ატრენინგებდნენ, დანარჩენ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით. მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, რას მალავენ ამ ლოზუნგის უკან?

    პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა – ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა, ის მცირედიც ჩვენი შვილებია, რომლებიც დასაღუპად არ გვემეტებიან.

    რასაც ამ დღეებში ვხედავთ, მძიმე სანახავია. უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით.

    წერს პარტია ხალხის ძალის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.

  • სკოლებს მთელი ღამე ვამოწმებდით, ასაფეთქებელი არ აღმოგვიჩენია – სუს

    სკოლებს მთელი ღამე ვამოწმებდით, ასაფეთქებელი არ აღმოგვიჩენია – აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    ”მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

    სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს” – აცხადებს სუს.

    ცნობისთვის, ტელეგრამზე გუშინ საღამოს,  რუსულენოვანი არხი, რომელზეც ანონიმური პირები წერდნენ, რომ თბილისში 22 აპრილს რამდენიმე სკოლაზე თავდასხმას გეგმავდნენ.