Blog

  • “დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას”- კალაძე

    “დიახ! ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

  • კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის, არასწორ გზაზე გადაუხვიეთ ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

    ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), პრემიერმინისტრმა კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდომით ჰგონია, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო.

    აცხადებს ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი X-ზე.

  • ვიზალიბერალიზაციის კუთხით შეფერხება არ გვექნება, არანაირი რისკი არ გვაქვს. განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით – დარჩიაშვილი

    ”სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა.

    ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას.

    ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება.

    ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს.”

    ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულს რეზოლუციას.

  • „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! ასე ვინ დაგაბოლათ?“ – ზურა ყიფშიძე შვილიშვილს რუსული კანონის გამო საჯაროდ აკრიტიკებს

    მსახიობის, ნატალია ყიფშიძის მიერ TV პირველის პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, მისი ბაბუა ზურა ყიფშიძე საჯაროდ აკრიტიკებს.

    ნატალია ყიფშიძე, რუსული კანონის საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, ამ თემასთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია, გადაცემა “რეაქციაშიც” დააფიქსირა, რომელზეც ზურა ყიფშიძემ ასეთი კომენტარი გაუკეთა:

    • „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!“

    ბაბუის კომენტარს იქვე გამოეხმაურა ნატალია ყიფშიძეც: „მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად.“

  • ბიძინა ივანიშვილი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას! – მირიამ ლექსმანი

    “მე მოხარული ვარ, რომ ეს რეზოლუცია იქნა მიღებული, რადგან საქართველოში უნდა იქნას დაცული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის ის ღირებულება, რომელსაც ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს და ანიჭებს მათ ძალას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. ჩვენ ასევე გვიხარია, რომ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩვენს შესწორებებს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.”

    ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა.

    უვიზო რეჟიმის გადახედვა და ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა – ევროპარლამენტის რეზოლუცია

  • ისტორიაში პირველად, შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი.. – ნიკა გვარამია

    “უპირველესი, რაც უნდა გავარკვიოთ და გვითხრეს ამ რეზოლუციით არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული და სანამ ეს კანონი იმოქმედებს. ამ გზით, საქართველო ვერცერთი ნაბიჯით ვერ დაუახლოვდება ევროკავშირს – არ გაიხსნება მოლაპარაკეების ეტაპი, არამხოლოდ ეს ეტაპი იქნება წარუმატებელი, არამედ საერთოდ არ გაიხსნება.[…] უფრო მეტიც, რაც, ალბათ, ყველაზე მწვავეა იმ დასკვნებიდან რომლებიც ამ რეზოლუციიდან უნდა გამოვიტანოთ. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი, რაც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ყველა ქართველი დაკარგავს შესაძლებლობას უვიზოდ გაემგზავროს ევროკავშირის ქვეყნებში. კიდევ უფრო უარესია ის, რომ ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული, როგორც კი სავიზო რეჟიმი შეიცვლება.

    ესა არის სრული კატასტროფა და იზოლაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ერთადერთი მიმართულება, საითაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ, არის რუსეთი. მაგრამ ეს მიმართულება ამ ქვეყანაში არ სჭირდება არც ერთ მოქალაქეს, გარდა ქართული ოცნებისა და მისი მომხრეებისა”,

    ამის შესახებ, პარტია ახალის თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს!  – მდინარაძე

    ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს! – მდინარაძე

    ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!

    იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია!

    მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება!

    ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება!

    ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!

    ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულს რეზოლუციას.

  • ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება – მელია

    “ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება.
    ვერ ვიქნებით ევროპა, თუ ქვეყანაში იქნება მიღებული რუსული კანონი.
    ეს ყველაფერი, უკვე ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა, გვაინტერესებს და ვერევით პოლიტიკაში თუ არა, არჩევანი ჩვენზეა, და ეს არჩევანი მკაფიოდ დაფიქსირდება.”

    წერს “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

  • მეგრელიშვილს უნდოდა ყოფილიყო ენმ-ის თავმჯდომარე.. თუ მას დანიშნავენ, სააკაშვილის გამოსვლამდე, ჩვენ მივხედავდით ენმ-ს – ხვიჩია

    “მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად ზუსტი. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ “ნაცმოძრაობაში” პოლიტიკოსი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია და მხოლოდ ის ხვდება, რა არის გასაკეთებელი. ის, რომ საარჩევნოდ “ნაცმოძრაობის” ძალები არ იყოს დაფანტული, უნდა იყოს გაერთიანებული და ხმა არ უნდა დაიკარგოს, სამწუხაროდ, დღევანდელ “ნაცმოძრაობაში” მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ესმის. მე წარმატებებს ვუსურვებ ამ საქმეში და მგონია, რომ მისმა თანაგუნდელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს. ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯებია გადასადგმელი იმ პარტიებთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მოიაზრებს. უნდა დაიდოს კონკრეტული წინადადებები, რის შემდეგაც ეს ხალხი ცალ-ცალკე კი არ უნდა დარბოდეს, არამედ “ნაცმოძრაობა” აღდგეს თავისი 2012 წლის მონაცემებით.[…]ჩვენ ოდითგანვე გვაქვს ნათქვამი ვახო მეგრელიშვილის ოცნების შესახებ, მას უნდოდა, რომ ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ამიტომ თუ დანიშნავენ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარედ, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე, ჩვენ მივხედავდით “ნაცმოძრაობას” და ზოგადად იმ პარტიებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს, ისე ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს

    “ნაციონალურ მოძრაობას” მას შემდეგ, რაც მიშა დაიჭირეს, ყველაფერი აკლია. არ გააჩნიათ კოორდინაციის უნარი, პოზიციის დაფიქსირების უნარი, ვერ გაიგებ, ვის რა უნდა და ვინ რა იდეის მხარდამჭერია. ამხელა პარტიას არ გააჩნია დაპირებები მოქალაქეებთან – ჩვენ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს მოვაგვარებდით თუ “ნაცმოძრაობის” სათავეში აღმოვჩნდებოდით”,

    ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი სიების შექმნასთან დაკავშირებით.

  • ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება – პაპუაშვილი რუსულ კანონზე

    ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება – პაპუაშვილი რუსულ კანონზე

    ჩვენი მიდგომა არის მარტივი, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება. საზოგადოება ითხოვს, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია მეტი მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

    შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ და თქვენ ხედავთ, მათ შორის, საზოგადოების მხარდაჭერა ამ მხრივ როგორი არის, ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს რომ მიიღოს ეს კანონი.

    განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას.