Blog

  • ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა – “ლელო”

    ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა – “ლელო”

    “ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა” – პარტია ლელო ლადო აფხაზავასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე ძალადობრივ თავდასხმებს ეხმაურება.

    “პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმაფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებითსამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

    დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიებამიუხედავად იმისარომ სავარაუდო დამნაშავეები იდენიტიფიცირებულნი არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა

    ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა.  სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სწავლების ჩატარების მიზეზი “პროვოკაციული განცხადებები და დასავლეთის ოფიციალურ პირთა მუქარებია”, თუმცა არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რა სახის განცხადებებზეა საუბარი.

    კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაგეგმილი სწავლება დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან, ასევე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების “განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში”.

    “თუ მეკითხებით, დასავლეთის წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, თვალნათელია, რომ საუბარია ბატონ მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებზე. როგორც იცით, მათ დაემატათ აშშ-ს სენატის წარმომადგენლებიც, თუ არ ვცდები, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტების მზაობაზე და ზრახვაზეც კი”. – თქვა პესკოვმა.

  • ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ – მათიკაშვილი

    ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ – მათიკაშვილი

    „ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ არ იჯერებს. ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას – თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“,

    ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

  • ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

    უცნობია, არის თუ არა რომელიმე დამნაშავე იდენტიფიცირებული ან გამოკითხული.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და სცემეს. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ქვედანაყოფი შავი არწივი ავრცელებს.

    ქართველი მებრძოლი ავდეევკის მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა.

  • პუტინი საქართველოში შეიჭრა, მაგრამ არ გაჩერებულა, ის არც უკრაინაში გაჩერდება – ჯეფრისი

    “შეგვიძლია გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით ან დავდგეთ რთული სიტუაციის წინაშე, სადაც ვლადიმერ პუტინი გადაუვლის უკრაინას და შემდეგ დაემუქრება NATO-ს მოკავშირეებს. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება.

    ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა, ამბობდნენ, რომ მხოლოდ საქართველო იქნებოდა, მაგრამ ის არ გაჩერებულა საქართველოში. შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ გულისხმობდა, რადგან მთელს უკრაინაში შეიჭრა. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი უწყვეტი აგრესიის ფონზე, ის არ გაჩერდება უკრაინაში. მოდით, ნუ დავუჯერებთ პუტინის სიტყვებს, დავუჯეროთ მის საქციელს. მისი საქციელი კი გვაჩვენებს, რომ სურს, ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირი”,

    ამის შესახებ დემოკრატების ლიდერმა კონგრესში, ჰაკიმ ჯეფრისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი…ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ! – პრეზიდენტი ოკუპანტებზე

    “ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!”

    წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის, გატაცებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ბეღელური 29 აპრილს გაიტაცეს.

  • ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

    ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

    დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან კვირის მონაცემებით დაკარგულად 105 ადამიანი ითვლება, შაბათს კი დაკარგულად 70 მიიჩნეოდა.

    წყალდიდობებმა რამდენიმე ქალაქში ხიდები და გზები გაანადგურა.

    ძლიერმა ნალექმა  მეწყერი გამოიწვია და ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჩამოანგრია.

    გამოცემის ცნობით,  ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

  • ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

    თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.