Blog

  • ივანიშვილისა და სხვა ლიდერების სანქცირება – ევროპარლამენტარების წერილი ბორელს

    “გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ” – რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროპარლამენტარები ამ მოთხოვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს ევროპარლამენტარები მიმართავენ.

    “ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:

    1. 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?

    2.  თქვენ და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი დაავალებთ თუ არა  საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიას , შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება.  მათ შორის ამ ფინანსური მხარდაჭერის გადანაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ასევე აპირებთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?

    3.  აპირებთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას, იმისთვის რომ მასთან ეს კანონი დაგმოთ და განიხილავთ თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესაძლებლობას?” ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. 

  • რას ვაპროტესტებთ? ჩვენი კურსი არის ევროპა – კალაძე ახალგაზრდებს

    ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი…

    ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა.

    მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.

    პირიქით,  ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე რუსულ კანონზე.

  • ბრიტანეთმა თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დახურა

    საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით,  ბრიტანეთმა თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დახურა. შესაბამის ინფორმაციას, საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

    ბრიტანეთის საელჩო განმარტავს თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ცენტრი პარლამენტთან ახლოს მდებარეობს და ის დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა.

    • „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“,- ნათქვამია განცხადებაში.

     

  • სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყონ – ვოლსკი ჟურნალისტებს

    სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყონ – ვოლსკი ჟურნალისტებს

    როგორ შეიძლება, ამ კანონპროექტს რაიმე რუსული ეცხოს? ან შინაარსით, ან პათოსით […] სირცხვილის კორიდორი, პიკეტირება, თქვენ რა იცით? გეგონება, ერთმანეთისგან არჩევთ. მაშინ, თუ ასეა, სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყონ. ვის ვგულისხმობ და თქვენ გგულისხმობთ. თქვენ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას.

    უთხრა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.

  • ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დასავლელი პოლიტიკოსების ქვეყანაში შემოშვებაზე – ”ხალხის ძალა”

    “ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დასავლელი პოლიტიკოსების ქვეყანაში შემოშვებაზე” –  ამის შესახებ, ”ოცნებიდან” ფორმალურად გასული პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა. 

    • „უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას”. – თქვა სოზარ სუბარმა.

    ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება. ხელისუფლებამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.  ამ წუთებში ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

    საქართველოში შემოსვლა დაანონსებული აქვს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის თბილისში ორშაბათს, 13 მაისს, ღამით ჩამოვა. ო’ბრაიენი შეხვედრებს სამშაბათს გამართავს.

  • ვერ შეგვაშინებთ! – 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება

    დღეს, 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება – რუსული კანონის გასაპროტესტებლად სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.

    “დღეს, საქართველოში არსებული, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

    ვიკრიბებით, რომ:

    1. ვუთხრათ – არა რუსულ კანონს!
    2. ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს!
    3. ვუთხრათ – არა ძალადობას!
    4. ვუთხრათ – კი ევროპას! Image removed.Image removed.

    ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!!

    პასუხი ისევ ერთია – ვერ შეგვაშინებთ!” – წერენ სტუდენტები.

  • ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია – ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან

    ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება.

    ახლა ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

    დახურულ კარს მიღმა ისინი რუსულ კანონსა და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

    შეხვედრას არ დაესწრება ქართული ოცნება. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა, რადგან ამ პერიოდისთვის რუსული კანონის მიღებას აპირებენ და “საგნობრივი” მსჯელობა ვერ შედგებოდა.

  • გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

    გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.  აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.

    “ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, კანონს, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას, იმ თავისუფლებას, რაც ჩვენმა წინაპირებმა გადმოგვცეს. 

    ასევე, ვაგრძლებთ იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რაც ჩვენს მთავრობას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა შეესრულებინა. ჩვენ დავიცავთ ამ მომავალს და აუცილებლად შევალთ ევროკავშირში. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა არ შეცვლის მის გადაწყვეტილებას და რუსულ კანონს არ გაიწვევს”, – ამბობენ სტუდენტები.

  • ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – მდინარაძე ოპოზიციაზე

    “ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს.

    ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი”

    აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

     

  • პარლამენტთან აქციაზე 20 პირი დააკავეს

    პარლამენტთან აქციაზე 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

    “დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.

    აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს” – აცხადებს შსს.