Blog

  • კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა

    კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა

    კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, 2 500 ლარით დააჯარიმა.კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაგალითად, ფრაზების: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“ და სხვა გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.

    მანამდე, 2025 წლის ივლისში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

    კომისიამ TV პირველი და ფორმულა – სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა.

    კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო.

  • ზოდელავას 7-წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა – ადვოკატი

    ზოდელავას 7-წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა – ადვოკატი

    „იმ პირობებში, როდესაც მურთაზს 7 – წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ისეთ აბსურდულ საქმეზე, როგორც დღეს გვქონდა. ეს არის სამწუხარო და ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და განაჩენი.მათ, როგორც ჩანს, ეშინიათ გამამართლებელი განაჩენის პრეცედენტის დაშვების”,- განაცხადა ზოდელავას ადვოკატმა,  მაია მუმლაძემ.

    ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

    განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული.

    ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისაჯილი.

  • ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით,  ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

    ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

  • „ქოცრეჟიმი“ „ეპარება“ 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას – გვარამია

    „ქოცრეჟიმი“ „ეპარება“ 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას – გვარამია

    „26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და უფრო ხმამაღლა, უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს! გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!“

    ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • ჩვენთვის ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი – კობახიძე

    ჩვენთვის ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი – კობახიძე

     

    “ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება, ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ ასეთი აბსურდული განცხადებები არ გვახასიათებს, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი, განსხვავებით ბატონი ფიშერისგან, რომელიც ვერ ბედავს, შეფასება მისცეს იმას, რაც მოხდა დანიაში. ჩვენთვის შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს გეოგრაფიულ კუთვნილებას.

    შეიძლება, ისინი თავსებადი იყვნენ შედარებით გვიანდელი პერიოდის ევროპასთან, ვგულისხმობ 40-იანი წლების ბოლოდან ქვემოთ რომ გავყვეთ ისტორიას, მაგრამ მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართველი ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ, როდესაც საუბარია ღირებულებებზე, დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებსაც რეალურად ევროპელობაზე პრეტენზია არ აქვთ, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც განასახიერებდა ევროპა მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების შედეგია ის დეგრადაცია, რასაც ვხედავთ როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების.

    სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას. დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, არის ეკონომიკური სტაგნაცია, რაც პირდაპირ ციფრებშია გამოხატული. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ 30 პროცენტი იყო 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი და ეს 30 პროცენტი ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. მათემატიკურად იზომება ეს ყველაფერი”,

    ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე.

  • რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ავსტრიის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს

    რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ავსტრიის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს

    ავსტრიის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ეგისტო ოტი ავსტრიაში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ჯაშუშურ პროცესზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.

    ვენის სასამართლომ 63 წლის ოტი დამნაშავედ ცნო რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებისთვის და იან მარსალეკისთვის ინფორმაციის გადაცემაში. მარსალეკი გაკოტრებული გერმანული საგადახდო კომპანია Wirecard-ის ყოფილი ხელმძღვანელია და მართლმსაჯულებას ემალება.

    ოტი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, ოთხი წლითა და ერთი თვით პატიმრობით დაისაჯა. მისმა ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა.

    ჯაშუშურმა სკანდალმა კვლავ გააჩინა შიში, რომ ავსტრია რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთ კერად რჩება.

    ჯაშუშობის გარდა, ოტი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებაში, დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში.

    სასამართლოზე ითქვა, რომ ის „ავსტრიის რესპუბლიკის საზიანოდ რუსეთის ფედერაციის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურს“ ეხმარებოდა — 2015-დან 2020 წლამდე პოლიციის მონაცემთა ბაზებიდან აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას და დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს.

    პროკურორების განცხადებით, ოტი ამ ინფორმაციას მარსალეკსა და რუსეთის დაზვერვის უცნობ წარმომადგენლებს გადასცემდა და ამის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა.

    მარსალეკს, რომელიც ასევე ავსტრიის მოქალაქეა, გერმანიის პოლიცია თაღლითობის ბრალდებით ეძებს. ამჟამად, როგორც ვარაუდობენ, ის მოსკოვში იმყოფება, სადაც 2020 წელს ავსტრიის გავლით გაიქცა.

    რუსეთის დაზვერვის სავარაუდო აგენტ მარსალეკზე ინტერპოლის „წითელი ცირკულარი“ მოქმედებს — საერთაშორისო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ის შეიძლება დააკავონ, თუ ინტერპოლის 196 წევრი ქვეყნიდან რომელიმეს ტერიტორიაზე აღმოაჩენენ.

    პროკურორებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ მარსალეკმა ოტს დაავალა მიეღო ლეპტოპი, რომელიც შეიცავდა ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაცული ელექტრონული კომუნიკაციისთვის გამოყენებულ საიდუმლო ელექტრონულ მოწყობილობას. მათი თქმით, ეს ლეპტოპი რუსეთის დაზვერვას გადაეცა.

    ოტი ასევე დამნაშავედ ცნეს ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების სამსახურებრივი ტელეფონებიდან მიღებული მონაცემების მოსკოვისთვის გადაცემაში. მან ტელეფონები მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, რაც ისინი ავსტრიის შსს-ს მიერ ორგანიზებული ნავით გასეირნების დროს შემთხვევით მდინარე დუნაიში ჩავარდა.

    სასამართლოზე ცნობილი გახდა, რომ ოტმა მათი შიგთავსი დააკოპირა და მარსალეკსა და მოსკოვს გადასცა.

    ვარაუდობენ, რომ იან მარსალეკი, კომპანია Wirecard-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მოსკოვში გაიქცა

    ბრალდების მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ ოტს „რუსეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები“ არ ჰქონია — მას ფინანსური მოტივი და სამსახურში იმედგაცრუება ამოძრავებდა.

    ოტმა სასამართლოში ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ის მოსკოვისთვის არ მუშაობდა, არამედ დასავლურ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობით საიდუმლო ოპერაციას ატარებდა.

    საქმემ ნათელი მოჰფინა მარსალეკის სხვა სავარაუდო მოქმედებებსაც. მოგვიანებით მას თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებები წაუყენეს Wirecard-ის ბალანსისა და გაყიდვების მოცულობის შესაძლო ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით.

    ასევე მიიჩნევა, რომ მარსალეკი ხელმძღვანელობდა ბულგარელების ჯგუფს, რომლებიც 2025 წელს ლონდონში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.

    როდესაც ოტი 2024 წელს დააკავეს, ავსტრიის მაშინდელმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ეს საქმე „ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ“ შეაფასა.

  • ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

    ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

    ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერს უწყება.

    გამოძიება სისხლისსამართლის კოდექსის 19-108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზელენსკი: უკრაინის დაზვერვა „ჩრდილოეთიდან ომის გაფართოების“ ხუთ სცენარს განიხილავს

    ზელენსკი: უკრაინის დაზვერვა „ჩრდილოეთიდან ომის გაფართოების“ ხუთ სცენარს განიხილავს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვა განიხილავს ხუთ სცენარს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა ჩერნიგოვი-კიევის მიმართულებით ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყოს.

    საკუთარ სოციალურ ქსელებში მან დაწერა, რომ გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა, სადაც გააანალიზეს დაზვერვის მონაცემები რუსეთის ჯარების შესაძლო მოქმედებების შესახებ.

    „მტრის მოქმედების თითოეულ შესაძლო ვარიანტზე ვამზადებთ პასუხებს, თუ რუსები მართლაც გადაწყვეტენ აგრესიის გაფართოებას. ამ მიმართულებით ჩვენი ძალები გაძლიერდება“, — დაწერა ზელენსკიმ.

    მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სცენარებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს დამატებითი დიპლომატიური ზემოქმედების ზომები ბელარუსთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა შესაძლოა ომის ასეთი გაფართოებისთვის გამოიყენოს“.

  • 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს – სალომე ზურაბიშვილი

    26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს – სალომე ზურაბიშვილი

    მე გამოვდიოდი აქციებზე და სხვათა შორის, ჩემს დაძახებულზე მოდიოდა ხალხი. მე ხალხს არასდროს დავპირებივარ, რომ აქციაზე გამოსვლის შემდეგ რაღაც სასწაული მოხდება. მოსვლა ამ თარიღებში [26 მაისი] არის აუცილებელი, რადგან ეს არის იმის დასტური, ჩვენება, რომ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით იმ ერთი რამისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა – 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა , 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ დღეში როდესაც ვართ, როდესაც რუსული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის ხელში ვართ, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ.

    თუ ვინმეს აქვს საშუალება იმდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ, და დავიცავთ მუდამ

    თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის ლაივში.

  • უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა! ყველა საშუალებით! –  მადიარი

    უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა! ყველა საშუალებით! – მადიარი

    “მინდა აქ, ვარშავაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა ის, რაც ადრეც მითქვამს: უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ამისთვის ხაზგასმა მსურს იმიტომ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული იყო ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელსაც ხელი 1994 წელს მოეწერა, ასე იყო 2014 წლამდე… ერთადერთი მიზანი, რაც ყველას უნდა ჰქონდეს არის დაუყოვნებელი, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა“

     

    თქვა უნგრეთის ახალმა პრემიერმა პეტერ მადიარმა ვარშავაში ვიზიტისას, პოლონეთის პრემიერ, დონალდ ტუსკთან გამართულ საერთო ბრიფინგზე.