Blog

  • მეორე დღეა სვანეთში 2 ადამიანს ეძებენ – მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, 2 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 112-ში 24 ივლისს შევიდა.

    როგორც ცნობილია,  მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
    ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
    სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
    საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
    მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.” – ნათქვამია ინფორმაციაში. 

  • “უტოპიური მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება” – მდინარაძე ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე

    “უტოპიური მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება” – მდინარაძე ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე

    “მოთხოვნები, როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვთ, ყველა ემიგრანტს, ჩვენ პატივცემულ მოქალაქეებს, რომ ადვილი არ არის, აქ საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, ასე არ ლაგდება უცხოეთში. ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს, მაგრამ იქნებ რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა. “

    აცხადებს “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობაზე. 

  • ანა ნაცვლიშვილი თავდებში უდგება აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებს 

    “მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლო აწარმოებს საქართველოს იმ 2 მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად, რუსული კანონისა და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. მთავრობა ამ ადამიანებს უპირებს, რომ როგორც პროკურატურა ამბობს, (ჯერ დამტკიცებული არ არის) 400-ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, მრავალი წლით ციხეში გაუშვას. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ახალგაზრდებისთვის ბრალი არც კი დაუმტკიცებიათ, რამდენიმე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან.

    დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან, სასამართლოსთან ითანამშრომლებენ, მაგრამ ისინი ხელისუფლების მიერ საპატიმროში გამომწყვდეულები ნუ არიან. სასამართლო სხდომები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ იქამდე, სანამ ამ ადამიანებთან დაკავშირებით განაჩენი არ გამოუტანიათ, მათი ციხეში ყოფნა დაუსაბუთებელია. მზად ვარ, ამ ადამიანების გათავისუფლებას პირადად თავდებში ჩავუდგე”

    აცხადებს ამის შესახებ, პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.

    გუშინ, დაკავებული 2 მოქალაქე, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

    ომარ ორკიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, 14 მაისს რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა, ზიანი, რომელიც უწყებას მიადგა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 400 ლარია.

  • ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ყველაფრის თქმა მოგვიწიოს – მდინარაძე

    ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ყველაფრის თქმა მოგვიწიოს – მდინარაძე

    „გამახსენეთ ერთი ტერმინი ან ფრაზა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკას ომი უნდა. ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, რომ ტყუილია ის, რომ ამერიკას ომი უნდა, ჩვენ გლობალური ომის პარტიაში არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. მაინც და მაინც გვაძალებენ, რომ თქვენ ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ.

    ტყუილში მხილება გადაწყვიტეს ტყუილით. ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას. გლობალურ ომის პარტიას რაც შეეხება, ესენი არიან ძალები, რომლებიც მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებთ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის ბატონი ტრამპის მკვლელობის ინტერესებს, ფიცოს მკვლელობის ინტერესებს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისა და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ისმება კითხვები.

    არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ეგრეთწოდებული წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ასე შემდეგ.

    ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე, თუ ეს ვერსია არასწორია, მაშინ სწორი ვერსია რა არის? რატომ აკრიტიკებენ საქართველოს უსამართლოდ?

    ჩვენ ამ ძალებს გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ და ვიღაცამ სხვა ქვეყნის მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა უნდა დამითქვას მე, საქართველოს მოქალაქეს და ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობის ერთ-ერთ ლიდერს, რა დავარქვა და რა ვუწოდო? კონგრესმენი კი არა, ვინც უნდა ის იყოს! ვაშაძეს შევეკითხო?

    საქართველო არასდროს შეცვლის კურს, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია. თუ ვინმეს უნდა კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი ცალ ფეხზე დგომით, ამაზე ვერ წავყვებით. ჩვენს პარტიულ სლოგანში ეს სიტყვა შემთხვევით არ ჩაგვიწერია – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ“,

    ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.

  • “არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს” – ნიკა გვარამია

    “არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს” – ნიკა გვარამია

    “ვილაპარაკეთ იმაზე რას ვფიქრობთ, როგორ მიმდნარეობს მოვლენები, რა ხდება საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესები ცხადია, რომ უკვე დაწყებულია თან კარგა ხანია, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების ფორმებს, ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფორმების მეშვეობით არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს, გავუზიარეთ მათ ეს გეგმებიც. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ყველამ იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ოპოზიცია შეძლებს ხმების დაცვას და ამ გამარჯვების გაფორმებასაც”,

    განაცხადა ამის შესახებ, “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

    ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

  • “კარგი იქნება, რუსეთისა და საქართველოს ლეგენდების ნაკრებებმა მატჩი ჩაატარონ.. ეს აერთიანებს ხალხებს” – რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანდრეი არშავინი

    ბელარუსის მსგავსად, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლეგენდების ნაკრებებთან თამაშები უნდა ჩაატაროს. დღეს ეს აქტუალურია, ასეთი თამაშები აერთიანებს ხალხებს, ინახავს ჩვენს საერთო ისტორიას. შესაძლებელია უსასრულოდ ჩაატარო სამიტები და კონფერენციები, მაგრამ რეალურად ადამიანებს ფეხბურთი აახლოებს. იმავე თბილისში ასეთი მატჩი სტადიონს გაავსებს. იქ ყოველთვის მაღალი დონე იყო. მოედანზე თუ გამოვლენ შოთა არველაძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხაილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე – ეს იქნება ლეგენდების ლიგის კარგი პიარი.

    განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეი არშავინმა.

  • სანამ აშშ გააგრძელებს ხელისუფლებაზე ზეწოლას, ომის საშისროება არსად გამქრალა – “ხალხის ძალა”

    “საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენმა ქვეყანამ და განსაკუთრებით ხელისუფლებამ უმძიმესი ორი წელი გაიარა. ომის დაწყების და მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებმა, საჯარო ზეწოლამ და კულისებს მიღმა კიდევ უფრო მძიმე საუბრებმა და მუქარებმა ბოლოს იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ დაწყებული უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული ელჩების თანაშემწეებით, ყველა დაჟინებით ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი გადავაგორეთ და ქვეყანა სამშვიდობოს არის გასული, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარია. აშშ – ს კონგრესში გამართული მოსმენა სწორედ ამის დასტურია – იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა. არაფერი, გარდა ერთი მიზნისა, საქართველოს დაუმსახურებელ კრიტიკას არ აქვს – ეს ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება – ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში”

    წერია ხალხის ძალის განცხადებაში.

  • თუ ივანიშვილი კანდიდატობას გადაწყვეტს, საუკეთესო პრეზიდენტი იქნება – ბრეგაძე

    “არ ვიცი ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, იქნება საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი”.

    თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

  • სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი – ბითაძე

    “სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ეს ქალბატონი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს. საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. თუ მას უნდა, რომ მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს ის, რომ თუ მისი მხარდამჭერები იქნებიან აბსოლუტურად საფუძველმოკლებული, ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები, მას არანაირი გარანტია არ აქვს, ამ ქვეყნის პრეზიდენტობისა. მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით სალომე ზურაბიშვილის ყოფნისგან,”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა – კიმი

    “როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა.[…]ვერ იტყვი, რომ შენს ხალხს წარმოადგენ და მომავალი ევროპაში გსურთ და მტკიცე ურთიერთობა აშშ-სთან და შემდეგ გააკეთო ის, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმა აღნიშნეს, რომ არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს… ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”,

    განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, იური კიმმა, რომლის კომენტარსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.