{{ARTICLEIMAGE}}
საქმე, რომელზეც არ ჩატარებულა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები – ასე შეფასდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
Blog
-
მკვლელობა ვერაზე, მაჩალიკაშვილის საქმე, მანიფესტაციის უფლება: სახალხო დამცველმა წელი შეაჯამა
სახალხო დამცველი საქმის შესწავლის შედეგად აცხადებს, რომ ამ მკვლელობამ საგამოძიებო უწყებაში სისტემური პრობლემები გამოავლინა.ამ საკითხის გარდა ნინო ლომჯარიამ 7 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. გთავაზობთ მნიშვნელოვან საკითხებს შემაჯამაბელი ღონისძიებიდან:თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეარაერთი თხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს.შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასახალხო დამცვლის აპარატის შეფასებით, მიმდინარე წელს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ძირითადად, დაცული იყო:“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძისთვის კარვების გაშლის აკრძალვა იყო. ამ საკითზე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელითაც მიმართა”.ყველაზე დაუცველი ჯგუფები 2018 წელს“ლგბტ თემის წარმომადგენლები, ქალები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები”ნინო ლომჯარიას თქმით, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი.ასევე,”წინა წლებთან შედარებით, სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა”.საპრეზიდენტო არჩევნებისაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის:“საარჩევნო კამპანია სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც მე-2 ტურისთვის უფრო გამწვავდა”.შშმ პირთა საჭიროებებზემიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების დაფინანსება გაიზარდა, ეს თანხა საკმარისი არ არის. ქვეყანაში შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელია, კვლავ პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლების ხარისხი.“კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”“2018 წელს საქართველოში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. შრომითი უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”.პატიმართა უფლებებიომბუდსმენის აპარატი მოითხოვს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჰქონდეთ შესაძლებლობა, პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიიღონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ.სახალხო დამცველიის ინფორმაციით, მათ ხელი არ მიუწვდებათ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე. მაგალითად, პატიმრის გარდაცვალებისას მიუწვდომელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე პატიმართა სახელები, გვარები და სხვა პირადი მონაცემები. ასევე, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, რათა უწყებას გარკვეული კატეგორიის (რომლებიც შეეხება არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. -
აღმოჩენილია მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს
{{ARTICLEIMAGE}}
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი მღვიმე შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს. მღვიმე, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.
“80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, უთრა ვალერი ბარბაქაძემ რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი“.სპელეოლოგებმა ახლადაღმოჩეილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.
-
გიორგი ვაშაძე პოროშენკოს შტაბისთვის თბილისიდან იმუშავებს
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, უკრაინაში 2019 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს.
“უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს, ვაკეთებ ძალიან დიდ რეფორმას. ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმა არის შემუშავებული, რაც არის აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული. ძირითადად, ვიქნები საქართველოში, აქედან ვერ გამაგდებენ”,ამბობს გიორგი ვაშაძე.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტისთვისაა დაგეგმილი. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ. 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება საპარლამენტო არჩევნებიც.
გიორგი ვაშაძე 2017 წელს იყო პოროშენკოს მრჩეველი. 2012 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააარსა პარტია “ახალი საქართველო”.
-
პრემიერი: საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციის პროცესი
{{ARTICLEIMAGE}}მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის პირობებს, რომ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს არამხოლოდ საერთო ეროვნული, არამედ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.
“ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“, თქვა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები იზრდება წლიდან წლამდე და ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება არც 2019 წლის ბიუჯეტი.
მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია, რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და, რაც მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს.
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი”, თქვა მამუკა ბახტაძემ.