Blog

  • ვოლსკი 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილი ინაგურაციისას ოპოზიციისგან პროვოკაციის მოწყობის რესურსს ვერ ხედავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილი ინაგურაციისას ოპოზიციისგან პროვოკაციის მოწყობის რესურსს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

    ვოლსკის თქმით, პროვოკაციები “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა. “ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მათი პოზიცია ჩვენთვის სიახლე არ არის და არ მგონია, რომ პროვოკაციის განვითარების რესურსი ჰქონდეთ”. 

    გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გამართავს ისტორიულ ჭადარსა და მეფე ერეკლეს ძეგლს შორის მოედანზე და ალტერნატიული ადგილის მოძებნას არ აპირებს.


    ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


    “ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ, ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა, შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


    მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თელავში თბილისიდან ორგანიზებულად 16 დეკემბერს 09:00 საათზე გაემგზავრებიან.


  • კობახიძე:”ნაცმოძრაობის” პროვოკაციული მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან პროვოკაციებს ელის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი “ნაციონალურ მოძრაობას” ყველა დაპირებას უსრულებს.


    “მათ ექნებათ პროვოკაციის მცდელობები, თუმცა განწირულია ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის ისევე, როგორც განწირული იყო მათი პროვოკაციები არჩევნებამდე. მათი პროვოკაციები მიმართული იყო იმისკენ, რომ რამენაირად მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ, თუმცა ჩვენ მათ დავპირდით მწარე დამარცხებას ამ არჩევნებში და მათ იწვნიეს მწარე მარცხი. რასაც ვპირდებით ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუსრულებთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


    გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გამართავს ისტორიულ ჭადარსა და მეფე ერეკლეს ძეგლს შორის მოედანზე და ალტერნატიული ადგილის მოძებნას არ აპირებს.


    ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


    “ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ, ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა, შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


    მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თელავში თბილისიდან ორგანიზებულად 16 დეკემბერს 09:00 საათზე გაემგზავრებიან.

  • ირანელი აქტივისტი საპატიმროში შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ირანელი აქტივისტი საპატიმროში შიმშილის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარს გმობს აშშ შეერთებული შტატები. ვაჰიდ საიადი ნასირი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებისთვის დააპატიმრეს

    მას ბრალად ედებოდა “უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა”.

    რადიო თავისუფლებას ნასირის დამ განუცხადა, რომ ყომის საავადმყოფოში აქტივისტის სიკვდილის შესახებ ოჯახს ხელისუფლებამ შეატყობინა. ნასირიმ შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით, ყომის საპატიმროდან თეირანში, ევინის ციხეში გადაეყვანათ, რადგან ყომის ციხის პირობები გაუსაძლისი იყო. ნასირი პირველად 2015 წელს დააპატიმრეს “ხამენეის შეურაცხყოფისა” და “სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის” ბრალდებით და ორ წელიწად ნახევარში გაუშვეს, მაგრამ იმავე წელს, კვლავ დააკავეს მსგავსი ბრალდებით.

  • ნაცვლიშვილი პრეზიდენტს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჯერ კიდევ მოქმედ ლიდერს მიმართავს, თანამდებობიდან გაათავისუფლოს, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მდივანს პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება არ უწყდება. 

    “ეს დღეც დადგა. დღეს, ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად (და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით ბოლო დღეებში წამოწეული უკანონო და უსამართლო საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან მოიხსნა ჩვენი, სამოქალაქო და დიპლომატიური კორპუსის ერთიანი ძალისხმევით, რიგი დეპუტატების პრინციპული პოზიციით), საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული … ამიტომ, დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით.

    მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. სამუშაოს დაწყების წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეიძლება, არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი ჩემთვის, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია სხვაა და თან საქართველოში ასე იშვიათად ხდება: ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ჩემი საჯარო საქმიანობიდან მიცნობდა და რომელთანაც მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი შენახვედრი საჯარო შეხვედრებზე, მაღალი ნდობა გამომიცხადა და შემომთავაზა ეს პოზიცია. ეს ბევრს მეტყველებს მის შესახებ, და კიდევ მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. ვცდილობდი, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ის, რაც არც ერთი დღე ყოფილა პრივილეგია, იყო დიდი პასუხისმგებლობა!

    თითქმის ერთი, მრავალმხრივ საინტერესო წელი გავატარე აქ.ძალიან საჭირო, სასარგებლო პერსპექტივა შევიძინე ბევრი მიმართულებით. საინტერესო თავი შეემატა მემუარებს და ბევრი წლის შემდეგ, იქ მოვყვები.

    გავიცანი ძალიან კარგი, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც გამამდიდრეს და გამაძლიერეს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მადლობა მათ ყველაფრისთვის! მათთან მეგობრობა გაგრძელდება.  აუცილებლად მინდა აღვნიშნო საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ადამიანი, რომელიც თავისი სიღრმით, თავმდაბლობით და ყველანაირი სილამაზით, თავად ამშვენებდა პირველი ლედის სტატუსს და არა პირიქით. მასთან უერთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია იყო. მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მადლობა ყველას, ვინ მგულშემატკივრობდით, მათაც, ვინც მვოჩდოგობდით და მაკრიტიკებდით. ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც რაიმეს აკეთებს”,დაწერა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში, პირად გვარდზე. ანალოგიური თხოვნით, დღეს პრეზიდენტს ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმაც მიმართა.

  • წულუკიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფაქტებით დავამტკიცოთ, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

    მისი თქმით,”სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს”. “ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები მომავალშიც დაგვეხმარება, რომ იზეიმოს სიმართლემ. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფაქტებით დავამტკიცოთ, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა, ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი, ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი”, განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეების ორი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მცხოვრებლებმა შეიტანეს.

    სარჩელები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეხებოდა: ესენია სიცოცხლის უფლების დარღვევა, არაადამიანური მოპყრობა, საკუთრების უფლების დარღვევა, სამართლებრივ დაცვის უფგლების დარღვევა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.

    სასამართლომ ორი სარჩელი არ მიიღო განსახილველად, რადგან განმცხადებლები მართალია განიცდიდნენ მნიშვნელოვან დისკომფორტს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ ეს კონვენციის მუხლების დარღვევად ჩათვლილიყო.

    სარჩელები დედა-შვილმა იზოლდა და ნინო კუდუხოვებმა, ასევე, ცოლ-ქმარმა კლარა ნანიევამ და უმარ ბაგაევმა შეიტანეს. ისინი საქართველოს მიერ კონვენციის დარღვევაზე ჩიოდნენ: “რომ ქართველი სამხედროებისგან იღებდნენ მუქარას, ხოლო მათი საცხოვრებელი დანგრეული იყო”. თუმცა სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.

    მიიღებს თუ არა მას განხილვაში მესამე სარჩელს, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაზეც უკვე გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებაც. ეს სარჩელი ხადიჯა ჯიოევასა და მის ორ ქალიშვილს – ალიონა და ირინა კაჩმაზოვებისაა, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან და 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ცხოვრობდნენ.

    ჯიოევას თქმით, 7 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სროლებისა და მძიმე არტილერიის ხმა გაიგო, იძულებული გახდა საკუთარი სახლის სარდაფისთვის შეეფარებინა თავი. მეორე დღეს კი, როცა სახლში დაბრუნდა ტანსაცმლისა და საკვებისთვის, სწორედ ამ დროს, მისი საძინებლის კედელს ტყვია მოხვდა. 10 აგვისტოს, ის წავიდა ცხინვალიდან და შეხვდა ქალიშვილებს, რომლებიც მანამდე სოფელში გადავიდნენ. 2008 წლის სექტემბერში, ისინი დაბრუნდნენ საკუთარ სახლში და ნახეს, რომ მას სერიოზული ზიანი ჰქონდა მიყენებული. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯიოევას სარჩელის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას აცნობებს, ხოლო მისი ქალიშვილების სარჩელების მიღებაზე უარი თქვა, რადგან ისინი სოფელში წავიდნენ და მათი სიცოცხლისთვის სერიოზული რისკი არ არსებობდა.

    2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

    ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

  • ზურაბიშვილი მისი ინაუგურაციის რეპეტიციას დაესწრო

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თელავში 16 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაციის რეპეტიციას დაესწრო. ზურაბიშვილი ფიცს დადებს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მდებარე ეკლესიის წინ. ღონისძიება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, 40 წუთს გაგრძელდება. ზურაბიშვილმა თელავი კომენტარის გარეშე დატოვა. 

    16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.

  • უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მარგველაშვილმა სავარაუდოდ, უკანასკნელი გადაწყვეტილება მიიღო

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანებულებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს, ცვლილება შეიტანა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებები, რომელიც “თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს”, საკანონმდებლო მაცნეში დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა ჩაიწერა ბრძანებულებაში, თუმცა წინასწარ უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილმა მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრა. გარდა ამისა, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ცვლილება შევიდა დამსწრე პირთა სიაშიც.

    “პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, რომელიც გაწერილი იყო 2001 წელს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება. ეს ცვლილებაც გაგრძელებაა იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს”,განაცხადა საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

    პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში მიმავალი პრეზიდენტის როლი ამ დრომდე განსაზღვრული არ იყო.

    16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.

  • უსუფაშვილი: მარგველაშვილი ისტორიაში შევა როგორც “გიორგი უცნაური“

    {{AUDIO}}
    “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი საპრეზიდენტო საქმიანობა შეაფასა.

    უსუფაშვილის თქმით,”გიორგი მარგველაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა.”2012 წლის ცვლილება არ იყო ძალიან მარტივი. მისი გაპრეზიდენტებიდან 2-3 კვირის განმავლობაში განვითარდა უკიდურესად დამაზიანებელი მოვლენები სახელისუფლებო გუნდში, რამაც მის პრეზიდენტობას დიდი დაღი დაასვა. მარგველაშვილი, როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაური, ისტორიაში შევა არა როგორც “გიორგი ბრწყინვალე” ან “ავ-გიორგი”, არამედ როგორც “გიორგი უცნაური”. იგი არც მალავდა იმას, რომ არ არის სტანდარტული საჯარო მოხელე, მასში საკმაოდ ჭარბად არის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა არსებული ინტერესები, ფილოსიფიური თუ სხვა. მე პირადად მასთან მრავალი წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ ვიხსენებ რაიმე სერიოზულ პრობლემას, წმინდა საქმიანი თვალსაზრისით. საპარლამენტო და საპრეზიდენტო ურთიერთობა დაღდასმული იყო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მძიმე ფონის გამო. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებდით საქმიან ურთიერთობას უშიშროების საბჭოს ფორმატშიც, პრეზიდენტის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატშიც და ა.შ. მე პირადად არ მქონია რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრები არაერთხელ გვქონია”, განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

  • ვაშაძე:გეზის შეცვლას არ ვაპირებთ

    {{ARTICLEIMAGE}}

    გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გამართავს ისტორიულ ჭადარსა და მეფე ერეკლეს ძეგლს შორის მოედანზე და ალტერნატიული ადგილის მოძებნას არ აპირებს.


    ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


    “ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ, ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა, შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


    მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თელავში თბილისიდან ორგანიზებულად 16 დეკემბერს 09:00 საათზე გაემგზავრებიან.

  • კოსოვოს პარლამენტმა არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

    {{ARTICLEIMAGE}}
    კოსოვოს პარლამენტარებმა კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც სრულფასოვანი არმიის შექმნას ითვალისწინებს და რასაც მწვავედ ეწინააღმდეგება სერბეთი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 14 დეკემბერს გამართულ სხდომას, რომელზეც კოსოვოს მსუბუქად შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად გარდაქმნა უნდა დაემტკიცებინათ, ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, ასეთ ფონზე კანონპროექტი ერთხმად მიიღეს.

    ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ ამ ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ ქვეყანაში, გარდა კანონმდებლებისა, რომლებიც წარმოადგენენ 120,000 ადამიანისგან შემდგარ სერბ უმცირესობას. აშშ-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს ნაბიჯს, თუმცა შეეცადა მოწინააღმდეგეები დაერწმუნებინა, რომ ამ პროცესს “ბევრი წელიწადი” დასჭირდება. პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ფილიპ კოსნეტმა განაცხადა, “კოსოვოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, ბუნებრივია თავდაცვის შესაძლებლობის ქონაო”. ნაბიჯს ძლიერად ეწინააღმდეგებიან ბელგრადი და კოსოვოს ეთნიკური სერბები, რომლებიც ამბობენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ამ ძალას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ – რასაც პრიშტინა უარყოფს. ნაციონალისტური ორიენტაციის სერბული გაზეთები წერენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა, ახალი კონფლიქტი მოჰყვეს.

    ცნობისათვის, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში, კოსოვოს ომიდან თითქმის დეკადის შემდეგ, გამოაცხადა. კონფლიქტს 13 000 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 10 000 ეთნიკურად ალბანელი იყო. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ ეს ტერიტორია სერბეთის “იერუსალიმია”, სადაც რამდენიმე ისტორიული სერბული მონასტერია. ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1389 წელს სერბეთის მეფე ლაზარმა ოტომანთა იმპერიის სულთანი მურადი დაამარცხა, საიდანაც “სერბული ცივილიზაციის” ათვლა იწყება. კოსოვო გაეროს 114 ქვეყანამ უკვე აღიარა, მაგრამ არა რუსეთმა და ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანამ: საბერძნეთმა, ესპანეთმა, რუმინეთმა, კვიპროსმა და სლოვაკეთმა.