Blog
-
სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა.“გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე. გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ ჩატარდება ადექვატური და კანონშესაბამისი რეაგირება”.
სამხედრო მოსამსახურის ცემის ფაქტზე ინფორმაცია რუსთავი 2- მა გუშინ გაავრცელა.
-
ზაზა სარალიძე:მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი დააწინაურეს
{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია. თავის მხრივ, მთავარმა პროკურატურამ დღეს უარყო ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს.რაც შეეხება პროცესს, ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა მას შენობა დაატოვებინა.
“მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
-
ამბასადორიალზე მომხსენებლად მიწვეული ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ვერ შედგა
{{ARTICLEIMAGE}}
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაანონსების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მიმდინარე ამბასადორიალზე დღეს არ მისულა. ღონისძიებაზე დღეს დილით მისულ ჟურნალისტებს დღის წესრიგი უკვე შეცვლილი დახვდათ.
იმ დროს, როდესაც თბილისში ელჩების კონფერენცია იმართებოდა, ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ჟურნალისტებს ესაუბრებოდა. “ქართულ ოცნებაში”განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებითაა დაკავებული.“ქალბატონ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი, ის აქტიურად მუშაობს საკუთარი გუნდის აპარატის ფორმირებაზე. ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვართ არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მომავალში დიპლომატებთან მოხდეს შეხვედრა. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია ამ საერთო ხედვებზე ვიმუშავებთ მომავალში”,ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა “ელჩების კონფერენცია”, რომელიც დღემდე ამბასადორიალის სახელით იყო ცნობილი, 2018 წლის 18-21 დეკემბერს თბილისში იმართება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა “ელჩების კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანონსში ასევე ეწერა, რომ მონაწილეებისთვის სიტყვით უნდა მიემართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
-
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქეს მოსთხოვა 2 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
-
ომბუდსმენი: აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, კახეთის ინციდენტის დროს, გარკვეულ მომენტებში, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. კახეთის ინციდენტზე მორიგი განცხადება ომბუდსმენმა დღეს გააკეთა.ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აცხადებს, რომ ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა:
“ვფიქრობ, ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს.”
ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს. ომბუდსმენის განცხადებით, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა წარიმართოს.
“ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის, იმას, როგორ შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიამ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ დავით კირკიტაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, ომბუდსმენი მის საქმეს შეისწავლის და ჩაერთვება.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 17 დეკემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.
წყარო – “ნეტგაზეთი”
-
ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია დღეს არ გაიმართება
გაერთიანებული ოპოზიცია გუშინ დაანონსებული აქციის გამართვას დღეს არ გეგმავს. ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ყოველდღე უწევთ გეგმის შეცვლა და არ ელოდნენ, რომ დავით კირკიტაძეს დააკავებდნენ. “დღეს სამართლებრივ ენაზე უნდა დავალაგოთ ყველაფერი და მივაწოდოთ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს”,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.როგორც ცნობილი იყო, გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებდა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება დღეს შეიტყობდა. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი.“აქციები იქნება შეუწყვეტელი, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ. -
დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ
{{ARTICLEIMAGE}}
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ”, ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ადვოკატი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი დავით კირკიტაძის მონახულებას გეგმავს. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოებიდან არავინ დაკავშირებია და ბრალდების შინაარსი მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა დავით კირკიტაძე არ ეთანხმება დაკავების კვალიფიკაციას და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა. -
“აქ იქნება თქვენი სახლი”: ზურაბიშვილი ჟურნალისტებს
{{ARTICLEIMAGE}}
“აქ იქნება თქვენი სახლი” – ასე დახვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მისულ ჟურნალისტებს. სალომე ზურაბიშვილი მედიას ადმინისტრაციულ ფლიგელში უმასპინლა და იქვე მოაწყო ბრიფინგი. მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.“მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – ოფფ ტჰე რეცორდ, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები”, განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები ორ თანამდებობაზე უკვე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანალებს, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება. -
ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია დანიშნა, ადმინისტრაციას კი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები ორ თანამდებობაზე უკვე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანალებს, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება.
ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ე.წ. “ოფ ზე რიქორდ” (ჩაწერის გარეშე) შეხვედრებს აპირებს. ახალმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჟურნალისტებისთვის პრესკლუბის რეჟიმში აპირებს ურთიერთობას და მის მოწყობას სასახლეში აპირებს: “როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მქონდა”,განაცხადა ზურაბიშვილმა. რაც შეეხება ზურაბიშვილის გუნდს, პრეზიდენტის თქმით, ძირითადი ბირთვის შესახებ სავარაუდოდ, მედიისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.