შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6 შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო. დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
Blog
-
22 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინა გადაეცა.
22 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინა გადაეცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ. სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50 წლის ქალი დააკავა
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50 წლის ქალი დააკავა. შემთხვევა გორში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა, მეპატრონესთან მორიგი სტუმრობის დროს ოქროს ნივთის მოპარვა სცადა, რაც ბინის მფლობელმა შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ბრალდებულმა 74 წლის ქალს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბინის პატრონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილის დატოვებამდე კი ბრალდებულმა ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
-
ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის პორტში 29 დეკემბერს შემოვა
{{ARTICLEIMAGE}}
ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO ბათუმის პორტში 29 დეკემბერს შემოვა. დახვედრის ცერემონიალი 11 საათზე მე-10-ე ნავმისადგომზე გაიმართება. ხომალდი ბათუმს კი 30 დეკემბერს დატოვებს.“ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა. HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას,”- ამბობენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.
-
მეუფე პეტრე: პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი დაიმსხვრა
{{ARTICLEIMAGE}}
ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული მეუფე პეტრე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სინოდის სხდომის შედეგებით მეუფე უკმაყოფილოა. გთავაზობთ მის კომენტარს, რომელიც მეუფემ რამდენიმე წუთის წინ “ტვპირველის” ეთერში გააკეთა.მეუფე ამბობს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო გუშინდელი სინოდის სხდომა, რადგან კრებაზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შესახებ კომისიის შექმნის საკითხიც არ დადგა”.“ვთქვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია, წმინდა სინოდზე იყოს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა – რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ ამ საკითხზე. ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე ამაზე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ და სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს. დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შენდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. მაცხოვარი საუბრობს მწყემსიკეთილობაზე და მღველმთავარი უნდა იყოს გაიგივებული ამ სინონიმთან”.
ამავე თემაზე:მსჯავრდებულ დეკანოზს მღვდელმოქმედება არ შეუჩერდა:სინოდის სხდომის დეტალები
-
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი:ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება
{{ARTICLEIMAGE}}
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ გამოიყენონ ფარმაცევტული პროდუქტის “ჰეპა-მერცის” საინფუზიო ხსნარი, რომლის სერიაა 711 121, რადგან ის სპეციფიკაციით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება. აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია და ამ ეტაპზე მისი შესწავლა მიმდინარეობს.აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა.
ფარმაცევტული პროდუქტი “ჰეპა-მერცის” საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე “ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.