Blog

  • პაატა იმნაძე: ქვეყანაში გრიპის ვაქცინის ყველანაირი მარაგი ამოიწურა (ექსკლუზივი)

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თბილისში გრიპის ვირუსისთვის საჭირო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. ამის შესახებ იმნაძემ solostudio.agency/-ს განუცხადა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იმუნიზაციის ცენტრში დეფიციტი შეიქმნა და სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პაატა იმნაძეს. ის აცხადებს, რომ ქვეყანაში მარაგი ამოწურულია და მისი შევსება სავარაუდოდ, 25 იანვრისთვის მოხდება.

  • იმუნიზაციის ცენტრსა და “ჯიპისიში” გრიპისთვის საჭირო ვაქცინების მარაგი ამოიწურა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე იმუნიზაციის ცენტრში გრიპის ვირუსისთვის საჭირო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. ამის შესახებ solostudio.agency/-ს ცენტრში განუცხადეს. ასევე დეფიციტია "ჯიპის" ქსელშიც და უცნობია, როდის მომარაგდება აფთიაქი ვაქცინით. ანალოგიური ვითარებაა იმუნიზაციის ცენტშიც, სადაც ამბობენ, რომ მარაგის მიღების ზუსტი დრო უცნობია.

    solostudio.agency/ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უნდა დავუკავშირდეთ. ცენტრთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.  

    როგორც ცნობილია, ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ფასიანი ვაქცინაციის ღირებულება 30 ლარიდან 50 ლარამდეა. ვაქცინაცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კლინიკაშია შესაძლებელი.

    რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინაციას, ის განკუთვნილია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, (რომელიც გასული წლის ოქტომბერს ასახავს) უფასოდ აცრები ჩაუტარდებათ დიალიზზე მყოფ პაციენტებსა და მათ მომვლელ პერსონალს, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულებს, ც ჰეპატიტით დაავადებულებს, აივ-ინფიცირებულებს, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირებსა და პერსონალს, ასევე ორსულებს.

  • როგორ გაუყოფს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ცოლს ქონებას

    9 იანვარს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon – ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა, მწერალმა მაკენზი ბეზოსმა 25 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წყვილი წერდა, რომ მეგობრებად და პარტნიორებად რჩებიან.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბეზოსების წყვილს ოთხი შვილი ყავს. მათი ასაკი 13–დან 18 წლამდეა. ოჯახის აქტივები 137 მილიარდ დოლარს შეადგენს

    როგორ გაიყოფა ოჯახის ქონება

    ჯეფი და მაკენზი 1993 წელს გაცნობიდან ექვსი თვის თავზე დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე შეხვდნენ, სადაც ყოფილ მილიარდერს საინვესტიციო ფონდის ვიცე–პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ქალი ორგანიზაციაში გასაუბრებაზე მივიდა, რომელსაც თავად ჯეფ ბეზოსი ატარებდა და წარმატებითაც გაართვა თავი გასაუბრებას. დაქორწინების შემდეგ ცოლ–ქმარი კომპანიიდან წამოვიდა და სიეტლში გადავიდა, სადაც ბეზოსმა ონლაინ მაღაზია გახსნა. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი Amazon –ის იმპერიას. თავისი პირველი მილიონი მან 1997 წელს , ანუ დაქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ იშოვნა.

    ბოლო დროს ოჯახი ვაშინგოტნის შტატში ცხოვრობდა, სადაც საზიარო ქონების წესი მოქმედებს. ამ წესის მიხედვით განქორწინებისას ოჯახის მთელი ქონება ერთობლივად ნაშოვნად ითვლება და ცოლ–ქმარს შორის თანაბრად იყოფა. სავარაუდოდ ქონების გაყოფა ამ სცენარით წარიმართება, თუ რა თქმა უნდა მათ ხელი არ აქვთ მოწერილი საქორწინო კონტრაქტზე, რომელიც სხვაგვარ გაყოფას ადგენს. დასავლური მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილს საქორწინო კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია და ამიტომაც ქონება კანონის მიხედვით გაიყოფა. ასეთ შემთხვევაში ჯეფ ბეზო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს დაკარგავს, რადგან მისი ქონება 70 მილიარდამდე შემცირდება. ამ სტატუსს კვლავ ბილ გეითსი დაიბრუნებს. მაკენზი ბეზოსი კი პირიქით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსს შეიძენს და ამ პოზიციას წაართმევს ფრანსუაზა ბეტენკურ მეიერსს, რომელიც კომპანია L’Oréal–ის 2017 წელს გარდაცვლილი ხელმძღვანელის მემკვიდრე გახდა. ზოგიერთი მედიასაშუალება არ გამორიცხავს, რომ რომელიმე მეუღლემ ალიმენტიც მოითხოვოს, თუმცა ექსპერტები ნაკლებ სავარაუდოდ თვლიან მაკენზის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნას.

    მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ქონების გაყოფაზე დავა არ იქნება, ეს პროცესი მარტივად მაინც არ ჩაივლის. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ოჯახი 1600 ჰექტარი მიწის მფლობელია, რომლის შეფასება და ღირებულების დადგენა საკმაოდ რთული იქნება. ადვილი არ იქნება ფულადი აქტივების შეფასებაც, რომელთა დიდი ნაწილი აქციების სახით ინახება, რომელთა ღირებულება განქორწინებისას დეტალურად უნდა შეფასდეს. ამოცანა შედარებით გამარტივდება, თუ ცოლ–ქმარი აქციებს ერთ ორგანიზაციაში დააბანდებს, რომელსაც ერთობლივად მართავენ.

  • 10 გზავნილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიამ შეკითხვები ყველა აქტუალურ საკითხზე დასვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დაპირისპირება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია:ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტული პოზიცია არ დააფიქსირა. solostudio.agency/ გთავაზობთ გზავნილებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან:  

    მოსამართლეების სიაზე: ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, მე არ ვარ პირადი პირი, პრეზიდენტი ვარ.

    კანაფის კულტივაციაზე და კანონპროექტის შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვის საპასუხოდ: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

    ვალდებულია თუ არა, დააფიქსიროს პოზიცია მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე, რადგან “ოცნების” დამსახურებით მოვიდა ხელისუფლებაში: არც ერთი გუნდის დამსახურებაა, რომ პრეზიდენტი ვარ – ეს ხალხის დამსახურებაა.

    მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე:
    ომის პირას არ ვართ, მოვედი იმ იმედით, რომ ვიქნებოდი შერიგების პრეზიდენტი; იმედია, ეს მმართველ გუნდზეც გავრცელდება. 

    ცილისწამებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე: არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს – ამის ბოლო მაგალითი საფრანგეთია.

    საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე: არსად ტარდება იდეალური არჩევნები.

    უკრაინისთვის ავტოკეფალიის მოპოვების არმილოცვაზე: არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.

    ნარკოპოლიტიკასა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე: ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე.

    აპირებს თუ არა ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას და როგორ, იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა: ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი.

    ახალი საზოგადოებრივი ფონდის შექმნაზე: ფონდში გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას.

  • ჯონ ტრავოლტამ პარიკზე უარი თქვა

    {{ARTICLEIMAGE}}ჯონ ტრავოლტას რამდენიმე წლის წინ თმა ისე შეუთხელდა, რომ ბოლო წლებია პარკის ატარებს. თუმცა ამ ახალ წელს გადაწყვიტა პუბლიკას ნამდვილი სახით მოევლინოს. ინსტაგრამის პირად ექაუნთში მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთი ღერი თმაც კი არ აქვს. ფოტოზე ჯონ ტრავოლტა თავის 18 წლის ქალიშვილთან, ელასთან ერთად არის გადაღებული. გოგონას დედა კელი პრესტონია. 

    View this post on Instagram

    I hope everyone had a great New Year!

    A post shared by John Travolta (@johntravolta) on Jan 6, 2019 at 3:08pm PST

  • ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე:პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკასა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტს ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების თაობაზე მიდგომის ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება. 

    “არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე. დიახ, ეს არის სენი ჩემი გაგებით, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცალკეული პირებისთვისაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ინერტული და არ უნდა გვქონდეს პოლიტიკა. სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: რეაბილიტაცია, სპორტი, პრევენცია, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

    რაც შეეხება შეწყალების პროცესში ლიბერალური პოლიტიკის გატარებას ნარკოდანაშაულისთვის მსჯარვლებული პირებისთვის, პრეზიდენტის თქმით, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

    “არსებული კომისია გაუქმებულია. მინდა, რომ ახლის ჩამოყალიბებამდე, განახლებული ხედვა შევიმუშაოთ. მას შემდეგ, რაც აქტიურად დავინტერესდი ამ საკითხით, შევატყვე, რომ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაჩქარევად ვერ ვუპასუხბ ამ კითხვას. მინდა ბოლომდე გავერკვე. შემოსულია შეწყალების ძალიან ბევრი თხოვნა ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის პერიოდიდან მოყოლებული. ყველაფერი შესასწავლია. გადასაწვეტია, როგორ დავაკომპლექსტოთ კომისია. ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, მისი წინამორბედის პოზიცია ამ საკითხზე, იყო ძალიან მარტივი: “არ მგონია, რომ მარტივი პასუხები იყოს ის, რასაც საზოგადოება ჩემგან ელოდება”.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის მიზეზს ვერ ხედავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაიწვევს თუ არა ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი”, უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას,

    მისი თქმით, ამას ძალიან სერიოზული მოტივები სჭირდება, რასაც დღეს ვერ ხედავს.

    “ახალი მოსული ვარ, ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი, ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ”,განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გეგმავენ, პრეზიდენტს მისი საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით მიმართონ.