Blog

  • ბესელია: მე, როგორც ადვოკატი, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს და მას არ დავუპირისპირდები

    {{ARTICLEIMAGE}}

    მმართველ გუნდთან დაპირისპირებლმა ეკა ბესელია საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენცია პარლამენტში გამართა და განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხი საერთო ხედვის ნაწილი გახდა და უკვე მეორეხარისხოვანია, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ეთანხმებოდა სიას. დაანონსების მიუხედავად, ბესელიას მწვავე შეფასებები არ გაუკეთებია და აქცენტი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით “მიღწეულ შედეგზე” გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ არ იქნება იმ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომლიც არსებულ სიას მისცემს ხმას.
    “ჯანსაღი, კარგი პროცესი – მივესალმები, რომ საერთო ხედვის ნაწილი გახდა – მეორეხარისხოვანია ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ვის რას დააბრალებს. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ეს სია შეჩერდა. ვერ მოხდება ამ სიის მიღება. მთავარია, ახლა შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს”,განაცხადა ბესელიამ.  

    მისივე თქმით, “ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოელ მოქალაქეს”. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, “რატომ მოერიდა ივანიშვილის წინააღმდეგ დარტყმას”, ბესელია ასე პასუხობს:

    “არასოდეს ვიხევ უკან – არც ახლა ვაპირებ უკა დახევას, ვთქვი ის, რაც მიმაჩნდა, რომ არის მთავარი. ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიცავდი და მე როგორც ადვოკატი ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს. თუმცა გუნდის შიგნით არასოდეს მოვრიდებივარ ჩემი მოსაზრების დაფიქსირებას, მათ შორის ივანიშვილთან”, აცხადებს ბესელია.

    როგორც ცნობილია, საფრანგეთში ვიზიტის დროს, როდესაც ჟურნალისტებმა ივანიშვილის განცხადებაზე პასუხის გაცემა სთხოვეს, ბესელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

    “რა სიმბოლურია რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას რაც გავრცელდა პარტიის თაჯდომარის სახელით. ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც”.


    “ოცნების” ლიდერის ივანიშვილის განცხადება, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა 10 იანვარს გაავრცელა, გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებდა. თავად ბესელია მმართველი პარტიის ლიდერის პოზიციებზე საუბარს თავს არიდებდა და აცხადებდა, რომ ივანიშვილი საკუთარ აზრს თვითონ დააფიქსირებდა. ბესელია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. მან საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმიც წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მოსამართლეთა სადავო სიის გაწვევა არ მოხდებოდა პარლამენტიდან, ის გუნდს დატოვებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია.




  • მითები და რეალობა პლასტიკურ ქირურგიაზე. საუკეთესო პლასტიკური ქირურგების რჩევები

    {{ARTICLEIMAGE}}ხანდახან ქირურგები ფიქრობენ, რომ ჭკუიდან შეიშალეთ


    ყბა–სახის პლასტიკური ქირურგის, ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა აკადემიის მოქმედი პრეზიდენტის, ედვინ უილიამსის თქმით მას ხშირად მიმართავენ კითხვით, “რამის შესწორება ხომ არ მჭირდება აი აქ, და აი აქ,“ როდესაც ეს სრულიად არ არის საჭირო. ვიღაც ცხვირის კეხის გამო ნერვიულობს, ვიღაც ყურის ფორმის გამო. არადა, თავად ამ “ნაკლის“ პატრონის გარდა ამ დეტალებს ვერავინ ამჩნევს. “ყველაზე სასაცილო ის არის, როცა ვეკითხები ხედავენ თუ არა ჩემს სახეზე რამე დეფექტს, დიდხანს მაკვირდებიან და ვერაფერს პოულობენ. არადა ასიმეტრიული ქვედა ყბა მაქვს, თანაც რამდენიმე სანტიმეტრიანი ასიმეტრია მაქვს. ხალხო, მოეშვით საკუთარი თავის ტანჯვას. სინამდვილეში არავის აინტერესებს თქვენი სახის პროპორციები.“ – ამბობს გამოცდილი პლასტიკური ქირურგი.

    რა ვუშველოთ ცელულიტს


    ყველაზე ხშირად ქალებს აინტერესებთ, როგორ უშველონ ცელულიტს. პროფესიონალების უმეტესობა ამბობს, რომ ცელულიტის სამკურნალოდ საიმედო და გარანტირებული საშუალებები არ არსებობს. თუმცა კომპლექსური მიდგომა – სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს და პრევენციასაც ახდენს.

    “როცა ნაცნობები მეკითხებიან, შეიძლება თუ არა ცელულიტს რამე მოუხერხონ, იძულებული ვარ ვუპასუხო რომ არა. პოპულარული მკურნალობა ინვაზიური ლაზერის გამოყენებით რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ამასთან არსებოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც , რისკი, რომ ის ორგანიზმში ინფექციას შეიტანს. ასეთი მკურნალობის შედეგები კი არც ისე შთამბეჭდავია. ჯობს ეს ფული კარგ კვებაზე და სავარჯიშო დარბაზზე დახარჯოთ.“ – აღიარებს ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საბჭოს წევრი, პლასტიკური ქირურგი მერილენდა ბარი კოენი.

    იძინეთ ზურგზე

    ეს საუკეთესოა, რაც თქვენი სახისთვის შეიძლება გააკეთოთ. თუ გვერდულად ან მუცელზე გძინავთ, უფრო ღრმა მიმიკური ნაოჭები გაგიჩნდებათ, განსაკუთრებით ტუჩების გარშემო. თუმცა, ვინაიდან ღამით მაინც წრიალებთ და აქეთ–იქით ტრიალდებით, თქვენი უხეში თეთრეული რაც შეიძლება ნაზი თეთრეულით შეცვალეთ, რომელიც სახის კანზე ღამის განმავლობაში ხაზებს არ დაგამჩნევთ. ეს არის რჩევა ფლორიდელი პლასტიკური ქირურგისგან, სახის პლასტიკური ქირურგიის ამერიკული აკადემიის ექს–პრეზიდენტისგან, ედვარდ ფარიორისგან.

    მუცლის პლასტიკა სერიოზული ოპერაციაა

    ბოლო დროს ძალიან პოპულარულია მშობიარობის შემდეგ ქირურგებისთვის მიმართვა მუცლის „გასაჭიმად„ და ქვედა მუცლიდან ცხიმის მოსაშორებლად. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით არ ხდება. ოპერაციის შემდეგ შეშუპებები მინიმუმ ერთი–ორი თვე გექნებათ, შრამების გაქრობას ერთი წელი სჭირდება. სავარჯიშო დარბაზში ფორმაში ჩადგომას იგივე დრო სჭირდება, ან უფრო ნაკლები – ამბობს პლასტიკური ქირურგი ოკლაჰომა სითიდან, ანურეტ ბაჯაი.

    ვირჩევთ მკერდს კატალოგიდან


    ენ ტეილორი, ოჰაიოს შატატის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის კათედრის დოცენტი ამბობს: “ვგიჟდები, როცა ჩემთან ჟურნალით მოდიან და მოდელზე მიმითითებენ: “აი, ასეთი მკერდი მინდა.“ დიახ, შეგვიძლია ნებისმიერი ფორმის იმპლანტი შევარჩიოთ, მაგრამ სხეულის აღნაგობის თავისებურებებიც გასათვალისწინებელია. თქვენი მკერდი რომელიმე ვარსკვლავის, ან მოდელის ზუსტი კოპიასავით შეიძლება გამოიყურებოდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი პროპორციებიც შემთხვევა.“

    გეყოფათ მოწევა და გარუჯვა

    “ მყავდა პაციენტი, რომელმაც სახის რთული პლასტიკური ოპერაციისთვის მომმართა. ვუთხარი, რომ ხელს არ მოვკიდებდი, სანამ მოწევას არ დაანებებდა თავს და ამის შემდეგ ნახევარი წელი მაინც არ გავიდოდა. როცა ჩემთან მორიგ ჯერზე მოვიდა აღმოვაჩინეთ, რომ პროცედურების ნახევარი უკვე აღარ ჭირდებოდა. კანმა თვითონ დაიწყო ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. იგივე შემიძლია ვუთხრა გარუჯვის მოყვარულებს. მზის სხივები ნიკოტინის მსგავსად თქვენს კანს აბერებს. ხილული ვიზუალური ასაკობრივი სხვაობა ერთი და იგივე ასაკის მწეველ და არამწეველ ქალს შორის დაახლოებით ათი წელია”.

    ლიპოსაქცია ვერასოდეს შეგიცვლით სპორტდარბაზს

    “მეკითხებიან, რამდენი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი ლიპოსაქციის შედეგად. და ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ლიპოსაქცია – ეს კონტურული პროცედურაა, რომელიც თქვენი სილუეტის კორექტირებას აკეთებს და არა ჯადოსნური ჯოხი. ის მსუქანი ქალისგან ტანწერწეტა ქალს ვერ გააკეთებს. თუ ზღაპრულ შედეგებს გპირდებიან, ესეიგი გატყუებენ. ოპერაციით იმედგაცრუებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ. დაიმახსოვრეთ: წონას სწორი კვებით და ფიზიკური დატვირთვით დაიკლებთ. სხვა ვერაფერი გიშველით. ლიპოსაქციამ შესაძლოა ცოტა ზედმეტი ცხიმი მოგაშოროთ, მაგრამ მისი დახმარებით გახდომას ვერ შეძლებთ.“ – ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი, სკოტ ბრედლი გლასბერგი.

  • ქვეყანაში ტამიფლუს ახალი მარაგი ჩამოვიდა

    {{ARTICLEIMAGE}}დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უკვე მიიღო და სააფთიაქო ქსელებში გაანაწილა ანტივირუსული პრეპარატის, “ტამიფლუს “ 13 000 დოზა. პროცესს დღეს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრის თქმით ეს მარაგი სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება.
    „ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ 12:00 საათამდე იმუშავებენ განსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშაონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან რაიონებში. მესამე მიმართულება არის საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის “ტამიფლუს” უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.

  • 4 ცხენის ქურდი პოლიციამ დააკავა

    {{ARTICLEIMAGE}}შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ცხენების ქურდობის ფაქტი გახსნა
    სამინისტროს ინფორმაციით “ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული დ.დ. ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოჰპარა. პოლიციამ მოპარული ცხენები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან იმავე დღეს ნივთმტკიცებად ამოიღო.“
    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მედიაკოალიციის განცხადება ცილისწამების დასჯადობაზე

    {{ARTICLEIMAGE}}მედიაადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმულ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლის განზრახვას საფრთხის შემცველს უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია:

    2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

    საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.
    ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.
    ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.
    ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

  • მოსამართლეების სკანდალური სია აღარ დამტკიცდება

    {{ARTICLEIMAGE}}დღეს უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია “არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას წარმოდგენილი მოსამართლეების განახლებული სია.
    ჯერჯერობით უცნობია სამომავლო კრიტერიუმები. მათ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
    „არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე წარმოდგენილი იყოს განახლებული სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება არ იქნება სწორი. დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა. ეს არის ტექნიკური ნიუანსები, თუმცა ამაზე მსჯელობა აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

  • სინდი კროუფორდის დახვეწილი ყოველდღიურობა

    90–იანი წლების ყველაზე პოპულარული სუპერმოდელი, ამჟამად 52 წლის სინდი კროუფორდი კვლავ შესანიშნავ ფორმაში. მისმა სილამაზემ დროს გაუძლო. მისი სტილი ელეგანტური და მარტივია. ის მუდმივად სწორ ლურჯ ჯინსს ატარებს. ბოლო ოცი წლის მანძილზე ამ სტილის შარვალი მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია. მას ხშირად უხამებს თეთრ პერანგებს ან აბრეშუმის ტოპებს, გარედან კი ხშირად იცვამს სილუეტურ პიჯაკებს და თავისუფალ ქურთუკებს. სინდი წარმატებით ახერხებს ყოველდღიურ  სამოსშიც დახვეწილი და ელეგანტური იყოს.


    ამ დღეებში სინდი ლოს ანჟელესში, ბევერლი ჰილზზე გასეირნებისას სწორედ ასეთი სტილის ჩაცმულობაში შენიშნეს. ლურჯ ტრადიციულ ჯინსზე Gucci – ს ქამარიც მოუჩანდა. ლეგენდარული მოდელი სალონ La Jolie Hair Salon –ს სტუმრობდა.