Blog
-
როდის არის ფეხმძიმობა საშიში და რამდენი ბავშვის გაჩენაა ქალისთვის რეკომენდირებული
არსებობს ორი მოსაზრება, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთის მიხედვით ბავშვის გაჩენა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მეორე მოსაზრების თანახმად კი ფეხმძიმობა და მშობიარობა ორგანიზმს ასუსტებს. რომელია აქედან მართალი და რამდენი შვილის გაჩენაა ქალისთვის რეკომენდირებული.
{{ARTICLEIMAGE}}
სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვის გაჩენა ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ფეხმძიმობა და მშობიარობა ქალის იმუნიტეტის და ტონუსის უძლიერესი აქტივატორია. ეს პროცესი ქალის ორგანიზმის ყველა ფარული რეზერვის მობილიზებას იწვევს, ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. ექიმების ნაწილის აზრით ქალის ორგანიზმი სამი–ოთხი შვილის გაჩენაზეა “გათვლილი“ და თუ ეს არ ხდება, ჩნდება სხვადასხვა დისბალანსი ორგანიზმში და გარკვეული დაავადებებიც.
თუმცა ცალსახა პასუხი კითხვაზე,, რამდენი ბავშვის გაჩენა ჯობს ქალის ორგანიზმისთვის არ არსებობს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ქალი სხვადასხვაგვარად იტანს ფეხმძიმობას და მშობიარობას. ზოგი ხუთ–რვა შვილს აჩენს და ეს მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახება, ზოგი კი ერთი შვილის გაჩენის შემდეგაც დიდხანს ვერ ახერხებს ძალების აღდგენას. ყველაფერი ინდივიდუალურია.
რა პერიოდულობით შეიძლება ბავშების გაჩენა
თეორიულად ქალი შესაძლოა ახალი ფეხმძიმობისთვის მშობიარობიდან ორ–სამ თვეში იყოს მზად. ზოგიერთს სჯერა, რომ ძუძუთი კვების დროს დაფეხმძიმება შეუძლებელია, თუმცა სწორედ ამას შეყავს შეცდომაში ბევრი დედა და მოულოდნელად ფეხმძიმდება. ხშირად შეგხვდებათ ერთ წელს დაბადებული და–ძმა, რაც ზემოთმოყვანილ მითს აცამტვერებს.
სიტუაცია შესაძლოა გართულდეს, თუ წინა ჯერზე ქალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა. თუ დაფეხმძიმება საკეისრო კვეთის შემდეგ პირველ ექვს თვეში მოხდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნაკერის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ფეხმძიმობის დიდი ნაწილის გატარება ქალს სტაციონარში მოუწიოს, რომ ნაკერი არ გაიხსნას. იდეალურ შემთხვევაში საკეისრო კვეთის შემდეგ დაფეხმძიმება 1.5–2 წელი არ არის სასურველი.
ნორმალურ ვითარებაში ქალის ორგანიზმი ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ 2–3 წელში ახერხებს სრულად აღდგენას. ყოველი შემდგომი მშობიარობა კი აღდგენის პერიოდს ახანგრძლივებს. თუ ქალი შვილების გაჩენას კიდევ აპირებს, სწორი ცხოვრების წესი უნდა აირჩიოს: თავი არიდოს ზედმეტ დატვირთვას სამსახურში და სახლში, დაკავდეს სპორტით, იკვებოს ჯანსაღი საკვებით და მიიღოს ვიტამინები.

რატომ არის საშიში ხშირი მშობიარობა
ხშირი ფეხმძიმობა და მშობიარობა ორგანიზმისთვის დიდი სტრესია, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში ინტენსიური ჰორმონალური გადაწყობა ხდება. თუ ფეხმძიმობა ხშირია, ეს ენდოკრინული დარღვევების და შინაგანი ორგანოების პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ეს შეიძლება საშიში იყოს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვისაც. არსებობს რიგი პათოლოგიები, რომელთა შემთხვევაში მშობიარობა საერთოდ აკრძალულია ან ნებადართულია მხოლოდ გარკვეული დათქმით. მათ შორის არის მაგალთად მეორე ხარისხის შაქრიანი დიაბეტი. ამ დაავადების დროს არ არის რეკომენდირებული ერთზე მეტი ბავშვის გაჩენა. ფეხმძიმობის დროს კი მომავალი დედა ზუსტად უნდა დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს. არასასურველი პროცესების განვითარების რისკს ზრდის როგორც მეტისმეტად ადრეული, ასევე გვიანი ფეხმძიმობა. როგორც ექიმები ამტკიცებენ, ზოგადად, ფეხმძიმობისთვის ოპტიმალური ასაკი20–30 წელია.
რა თქმა უნდა, წინა საუკუნეებში ქალები იმდენ შვილს აჩენდნენ, “რამდენსაც ღმერთი მისცემდა,“ ზოგჯერ ყოველ წელს – 17–18 წლის ასაკიდან მენოპაუზამდე. იმ დროს ეს გარდაუვალი იყო, რადგან მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობა, არ არსებობდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. გარდა ამისა, ჩვენი წინაპრები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს მიირთმევდნენ და არა ქიმიას, უფრო ხშირად ინფექციით კვდებოდნენ, ვიდრე კიბოთი ან ათეროსკლეროზით. თუმა ხშირი მშობიარობა საკმაოდ უარყოფითად აისახებოდა ქალის ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. ორმოცი წლის ასაკში ქალები მოხუცებივით გამოიყურებოდნენ. მათ უწევდათ ბავშვების გაზრდა, სახლის მოვლა, ზოგჯერ ფიზიკური შრომა ოჯახურ მეურნეობაში. ახლა კი 40 წლის ქალებს ასაკს საერთოდ ვერ შეატყობ.

რისკჯგუფები
ხანგრძლივი კვლევების შედეგად ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალისთვის ფეხმძიმობის და მშობიარობის ოპტიმალური რაოდენობა ორიდან ოთხამდეა. მეცნიერთა ერთი ჯგუფი 37 წლის მანძილზე აკვირდებოდა 45 000 ქალს და მივიდა დასკვნამდე, რომ დედებში, რომლებმაც მხოლოდ ერთი შვილი გააჩინეს ნაადრევი სიკვდილის რისკი 3.7% იყო. მათში კი ვინც 5 –9 შვილი გააჩინა – 13.5%. მათ შორის, ვინც 2–4 შვილი გააჩინა ნაადრევი სიკვდილის რისკი მინიმალურია. გარდა ამისა, მრავალშვილიან დედებს უფრო ხშირად უვითარდებოდათ სიმსივნე, დიაბეტი, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირდაპირი ურთიერთკავშირი ამ დაავადებებსა და მშობიარობის რაოდენობას შორის ჯერჯერობით არ დადგენილა.
მოკლედ, საშუალოდ ქალისთვის უსაფრთხო და რეკომენდირებულია სამჯერ მშობიარობა. თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.
-
საქართველოში გრიპის ვირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
{{ARTICLEIMAGE}}’
გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსის გარდა, ბავშვს წითელაც ჰქონდა. -
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამების კანონზე კონსულტაციებს დაიწყებს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ “უნდა შეიქმნას ქართული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება ქართულ რეალობას და სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსს”. მოისწრაფიშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია, თუმცა “უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული უნდა იყოს შეურაცხყოფისგან”.პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხი ეხება ცილისწამებას, თუმცა მოიცავს “ფეიკნიუსებსაც”. მათივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე, ყველა დაინტერესებულ პირთან.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე სწავლობენ საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება რომელიმე თუნდაც საუკეთესო გამოცდილების ქვეყნის მქონე დოკუმენტის კოპირება. ეს უნდა იყოს ქართული დოკუმენტი დაფუძნებული სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და აუცილებელია, რომ ის უპირობოდ იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული იყოს შეურაცხყოფისგან. თითოეულს უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ სახელმწიფო მას იცავს. სწორედ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ საზოგადოებაში დაიწყოს საზოგადოებრივი სიმშვიდის ფორმირება”, აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა, რომლის კომენტარს გამცოემა “ლიბერალი” ავრცელებს. -
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებით გამოვლენ
{{ARTICLEIMAGE}}
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს ხვალ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.მოსამართლეთა ღია კონკურსით შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი, შერჩევის ფილტრი და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება – სწორედ ამ პრინციპებს ითვალისწინებს ინიციატივა, რომლის მიზანიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმის შეცვლაა. იუსტუიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ კანდიდატებთან გასაუბრება საჯარო უნდა იყო და ის ყველა მოქალაქემ უნდა ნახოს.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ღია კონკურისის წესით შერჩევის აუცილებლობაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ინტერესთა კონფლიქტის წესები აუცილებლად დარეგულირებული უნდა იყოს. თუმცა მათივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ღირსეული კანდიდატების შერჩევა იუსტიციის საბჭოს სრული განახლების შემდეგ არის შესაძლებელი.
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე საუბრობენ. გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ კრიტერიუმებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და მას საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვებზე წარადგენენ. მისივე თქმით, კრიტერიუმების შემუშავება კონკრეტული სახელების და გვარების მიხედვით არ უნდა მოხდეს.
საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბოერბენ ოპოზიციაში. რომან გოცირიძის თქმით, უკვე არსებული სიის შეცვლა შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ეს ადამიანები სასამართლო სისტემაში ტანამდებობებზე მაინც რჩებიან. მისი განცხადებით, სისტემის შეცვლაა აუცილებელი. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო დიალოგისთვის მუდამ მზადაა და პროცესი გამჭირვალედ უნდა წარიმართოს
უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწსებელ მოსამართლეთა სიაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. თუმცა ჯერ კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს – როდის დაიწყება ამ კრიტერიუმებზე მუშაობა და როდის შეიკრიბება სასამართლო რეფორმირების ჯგუფი – ჯერ უცნობია.
-
შს მინისტრი ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა
{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მან განმუხურის საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრი განმუხურის გარდა, საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე, ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია. -
ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული წითელაშვილი პრემიერს მისალოცი ბარათისთვის მადლობას უხდის
{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრისგან, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილ საახალწლო მისალოც ბარათთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს პრორუსული ძალების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ტრისტან წითელაშვილმა პრემიერის საახალწლო მისალოცი ბარათი საკუთარ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.წითელაშვილისთვის პრემიერის მიერ საახალწლო ბარათის გაგზავნას სამარცხვინო ნაბიჯს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ ეს ტექნიკური შეცდომა იყო, მამუკა ბახტაძემ ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.
რა ნიშნით, ან ვის მიულოცა პრემიერმა ახალი წელი – ამის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ანრი ოხანაშვილს. თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძე სწორ არჩევანს გააკეთებდა. მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ, თავად წითელაშვილს კი თავისი ვერსია აქვს იმაზე, თუ რატომ მიულოცა მას პრემიერმა ახალი წელი.
“ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია”, თქვა წითელაშვილმა “რუსთავი 2”-ის ცნობით. მანვე აღნიშნა, რომ მას ახალ წელს გიორგი კვირიკაშვილიც ულოცავდა როგორც ვეტერანს. წითელაშვილის თქმით, მას კვირიკაშვილისგან სასაჩუქრე ამანათიც აქვს მიღებული ღვინისა და კონიაკის სახით.
ტრისტან წითელაშვილს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა ბრალად.
ტრისტან წითელაშვილი “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ამასთან, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო. თავად პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით “ჩვეულებრივ ბაზაზე” იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო/ვიდეო არ გადაუღია.