თბილისსში Carsharing-ის პრინციპით 300 ავტომობილი განთავსდება. აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ავტომობილის დაქირავება სასურველი დროით და გადაადგილება თბილისის ნებისმიერ წერტილში.
{{VIDEO}}
Blog
-
“გააზიარე ავტომობილი” – კახა კალაძე ახალ პროექტს აანონსებს (ვიდეო)
-
მონიკა ბელუჩიმ წონაში დაიკლო
{{ARTICLEIMAGE}}14 იანვარს პარიზში პრემია “სეზარის“ ტრადიციული საღამო გაიმართა. მდიდრული წვეულების მონაწილეები ძირითადად ფრანგული კინემატოგრაფის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის იყო ცნობილი მსახიობი მონიკა ბელუჩი. ვენსან კასელის ყოფილმა ცოლმა ამ საღამოსთვის საყვარელი შავი ფერის სამოსი აირჩია. აქსესურად Chanel–ის ჩანთა. ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული ვარსკვლავის თაყვანისმცემლების ყურადღება მიიქცია იმან, რომ 54 წლის მონიკამ წონაში აშკარად დაიკლო. ბელუჩი დღესაც ისეთივე ლამაზია, როგორიც წლების წინ იყო. ამჟამად მონიკა ბელუჩის რომანი აქვს 36 წლის არტ– დილერთან , ნიკოლა ლეფევრთან და როგორც თავად ამბობს, თავს ბედნიერად გრძნობს.
-
რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის – “ევროპული საქართველოს” ხედვა (ვიდეო)
ოპოზიციურ პარტია “ევროპულ საქართველოს” წინადადება, რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.
-
გვინეტ პელტროუ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე
{{ARTICLEIMAGE}}14 იანვარს ლოს ანჟელესში გვინეტ პელტროუს ახალი წიგნის, “სუფთა თეფშის “ (The Clean Plate) პრეზენტაცია გაიმართა. ჯანსახი ცხოვრების წესის მიმდევარმა და პოპულარიზატორმა მსახიობმა წიგნით თავად წარმოადგინა და პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ეგზემპლარებზე ხელიც მოაწერა.46 ვარსკვლავმა პრეზენტაციისთვის თავისუფალი სტილის ჩაცმულობა არჩია –ღია ყავისფერი თავისუფალი შავალი, კრემისფერი ჯემპრი და Fendi –ს ყავისფერი ფეხსაცმელი. -
ჯვრის მონასტრის დაკეტვის ზუსტი მიზეზი ცნობილია
{{ARTICLEIMAGE}}
მონასტრის დაკეტვის მიზეზებზე ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. ტექსტიდან ირკვევა, რომ მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა.“მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი იუნესკომ-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.
მრავალი წელია, ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.
გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა”,წერია განცხადებაში, რომელშიც მითითებული არ არის, როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას.
-
გამოძიება დაიწყო: ლგბტ თემის წინააღმდეგ იქმნება სპეცდანიშნულების ჯგუფები, კურთხევა მაქვს მეუფე იობისაგან
{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ა.ჯ.-ს მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებული პოსტის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმება, რაც შსს-ში გამოიკითხება პოსტის ავტორი. როდის გეგმავს უწყება ა.ჯ-ს გამოკითხვას, ჯერჯერობით უცნობია.მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სოციალური ქსელის საშუალებით წერს, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ იქმნება სპეცდანიშნულების ჯგუფები: “ნებისმიერ წერტილში გაანეიტრალებს მაგ სოდომისტების გამოჩენას. ეს არის 21-ე საუკუნის კიბო, რომელიც ფესვებიდან უნდა აღმოვფხვრათ”. როგორც ა.ჯ. ფეისბუქში წერს, დაჯგუფებების შექმნის “კურთხევა” მას მიღებული აქვს რუის ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობისაგან.
-
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია
{{ARTICLEIMAGE}}
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს.
როგორც ცნობილია, ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. სააფთიაქო ქსელებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექიმის დანიშნულებით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს. 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.
ყველა პირი პრეპარატ “ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი.
ანტივირუსული მედიკამენტის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ეკუთვნის.
-
“ვიყავი მათ რიგებში ვინც სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა – ასეთი გენიალური, უწყინარი, წესიერი და პატრიოტი ჯერ არ შემხვედრია”
{{ARTICLEIMAGE}}
მუსიკალური ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. აღწერაში კი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა, დღეს დარწმუნდა, რომ ასეთი გენიალური, უწყინარი, წესიერი და პატრიოტი ჯერ არ შეხვედრია”.