Blog
-
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოსამართლეთა შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს
{{ARTICLEIMAGE}}
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და პარლამენტს მიმართავს, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.მათივე განმარტებით, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში. მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შეიქმნა, საზოგადოების ნდობა არ ექნება, რის გამოც მათი მხრიდან ამ ჯგუფში მათივე მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
-
BOEING საჰაერო ტაქსების წარმოებას იწყებს
{{ARTICLEIMAGE}}ყველაზე დიდმა ავიაკომპანია BOEING-მა დაადასტურა, რომ სამშაბათს პირველად გაეშვა პირველი საჰაერო ტაქსი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე აეროპორტში.
ფრენა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა და მას სატესტო ფუნქცია ჰქონდა. ვერტმფრენი მხოლოდ ასაფრენი ბილიკის თავზე მოძრაობდა და მალევე დაეშვა. კომპანიის წარმომადგენლები არ ამხელენ თუ რა სიმაღლეზე იმყოფებოდა მათი ვერტმფრენი.
ვერტმფრენი სიგრძეში დაახლოებით 9 მეტრია, ხოლო სიგანეში 8. დეველოპერების თქმით, იგი უპილოტო იქნება და შეძლებს მგზავრების ერთი წერტილიდან მეორეში სწრაფად და უსაფრთხოდ გადაყვანას. მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ იქნება. მათი თქმით, ეს იქნება საავტომობილო საცობებისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური გზა.
-
“ბილაინმა” შესაძლოა, საქართველოს ბაზარი დატოვოს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინფორმაციით, კომპანია “ბილაინს” გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ “მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ”.“ბილაინიც” ყიდის ბიზნესს, შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა”, ამბობს ბექაური, რომელიც გადაწყვეტილებას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შესუსტებას უკავშირებს.
თავად “ბილაინში” კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
-
ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი კიევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო
{{ARTICLEIMAGE}}
კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფოს ღალატში, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობისა და ომის წარმოებისათვის ხელის შეწყობაში დამნაშავედ ცნო. ჯერ არ არის ცნობილი, რა სასჯელს განუსაზღვრავენ ყოფილ პრეზიდენტს. ბრალდების მხარე იანუკოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას მოითხოვს.ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც ბრალს არ აღიარებს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რუსეთში იმყოფება. განაჩენს მას დაუსწრებლად გამოუტანენ.
-
ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენებენ
{{ARTICLEIMAGE}}
ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენებენ – პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება.ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს, კვირას, საბურთლოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება ქაშვეთის ტაძრიდან მოხდება.
“TVპირველის” გადაცემა “დღის ამბების” წამყვანი, ლევან ჩხაიძე 21 იანვარს, ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი უგრეთის დედაქალაქში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო.
ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: ტელეკომპანია “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “რადიო მაესტრო”.
solostudio.agency/ თარაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. -
მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დააკავეს
{{ARTICLEIMAGE}}
ქართველი სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს. შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ, გერმანიის ქალაქ კიოლნში მდებარე TK Maxx-ის მაღაზიაში მოხდა – ambebi.ge-ის ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ 130-ევროიანი ფეხსაცმელი მოსინჯვის მიზნით ჩაიცვა, მასზე მიმაგრებული ფასის კოდის სისტემა მოხსნა, საკუთარი ფეხსაცმელი მაღაზიაში დატოვა და შენობა ახალი ფეხსაცმლით, თანხის გადაუხდელად დატოვა.აღნიშნული ფაქტი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კამერებზე დააფიქსირეს, ვაჩნაძე შეაჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. ქურდობის ფაქტზე ადგილობრივი პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაჩნაძის დაკავებას ადასტურებს, თუმცა მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს.
აქტივისტი მელორ ვაჩნაძე, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ორგანიზაცია “ქართული მარშის” წევრი იყო, ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული წლის ნოემბერში ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებულია, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წავიდეს და საზღვარგარეთ თავშესაფარი მოითხოვოს.
მელორ ვაჩნაძე ამბობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ის გაწირა და მის დაკავებასაც გეგმავდა.
-
ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა თბილისში საკუთარი წიგნის პრეზენტაციას დაესწრება
{{ARTICLEIMAGE}}
ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, თბილისში დაესწრება მისი ერთ-ერთი მთავარი რომანის “გასაუბრება კათედრალში” ქართული თარგმანის წარდგენას. წიგნის წარდგენა თბილისში 2019 წელსაა დაგეგმილი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ქართველ მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლიოსას რომანი “ცუდი გოგოს ოინები”. რომანში მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს. რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი.
-
“არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი”: გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ესწრება
{{ARTICLEIMAGE}}
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდის დატოვებას არ აპირებს და არც ვინმეს გარიცხვის თემის განხილვას ელის დღევანდელ სხდომაზე. როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, მისთვის სხვა დღის წესრიგის შესახებ არის ცნობილი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ოფისში დღეს სასამართლოს თემაზე გეგმავს.“მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი, ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. “ჩინჩალაძე- მურუსიძის კლანის” მხარდაჭერით გავხდები მოღალატე. მგონია, რომ ჩემი გუნდის, ხალხის ერთგული ვიქნები, თუ პრინციპულად დავიცავ სწორ პოზიციას”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
“არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია და მოვედი ამ პოზიციის დასამტკიცებლად. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არსებობს არგუმენტები, მათაც ექნებათ საშუალება, ეს არგუმენტები თქვან. ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამტკიცებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ქვეყანას, არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი”, განაცხადა ფოფხაძემ.
-
ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (ვიდეო)
ნიაგარას ჩანჩქერი ძლიერი ყინვების გამო ნაწილობრივ გაიყინა. ძლიერი თოვლიანი შტორმი აშშ–ს ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონს დაატყდა თავს. ნიუ–იორკის შტატის პარკების დეპარტამენტის პიარ მენეჯერის, ანჯელა ბერტის თქმით ჩანჩქერი მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე მთლიანად გაიყინა. თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ჰიდროელექტროსადგური ააშენეს, ჩანჩქერის მთლიანად გაყინვა შეუძლებელია. რამდენიმე წლის წინ, როცა ძლიერი ყინვები იყო, წყლის ზედაპირი გაიყინა და ყინულის მიღმა წყლის დინება აღარ ჩანდა, თუმცა სიღრმეში ძლიერი დინება მაინც იყო.