Blog

  • ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ვნანობ ჩემ საქციელს

    პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

    რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილთან მიმართებაში თავის საქციელს ნანობს და ამბობს, რომ პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

    “ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას”, განაცხადა გეგეშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. გეგეშიძე კი პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი. შსს-მ მომხდარზე საქმე ძალადობის მუხლით დაიწყო, გეგეშიძეს სასამართლო წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით 5ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.

  • აქცია ჰესების წინააღმდეგ

    სასტუმრო “იოტასთან” ქვეყანაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ დროს, როცა მათ აქცია გამართეს, სასტუმროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობით კონფერენცია მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ ბანკის დაფინანსებით იგეგმება საქართველოში ჰესების მშენებლობა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ჰესების აშენებით სვანეთის ბუნებას საფრთხე ემუქრება. მათივე თქმით, თუ გაზაფხულზე მშენებლობა გაგრძელდება, აქციებს გააგრძელებენ და გზების ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. აქცია უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილისა და სვანეთის მოსახლობის ნაწილით ორგანიზებით გაიმართა.

    უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, 150-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება. ჩხარტიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოუწოდა, ჰესების მშენებლობა არ დააფინანსოს. ახალგაზრდა იურისტ
    ა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ისეთი მსხვილი პროექტები, რომლებიც მოპსხლეობას ან ბუნებას საფრთხეს შეუქმნის, განხორციელებადმე სერიოზულ დაფირებას საჭიროებს.

    აქციის მონაწილეებმა სასტუმრო “იოტადან” მ
    ავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით გადაინაცვლეს, რადგან მათი განცხადებით, მთავარი პასუხიმგებელი ჰესების მშენებლობაზე სწორედ ხელისუფლებაა.

  • მთავრობა დაეთანხმა ზურაბიშვილის თხოვნას, ეწვიოს საფრანგეთსა და გერმანიას

    საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 17-19 თებერვალს შედგება, ხოლო გერმანიაში – 19-21 თებერვალს. მთავრობამ უკვე მისცა თანხმობა პრეზიდენტს, ეწვიოს აღნიშნულ ქვეყნებს სამუშო ვიზიტით. 

    პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი წინადადებით 4 თებერვალს მიმართა – ამ პროცედურას კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან კი, რომელიც ასევე 4 თებერვლით თარიღდება, მთავრობა პრეზიდენტს აძლევს თანხმობას, ევროკავშირსა და NATO-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, პარიზსა და ბერლინში სამუშაო ვიზიტები გამართოს.

    საქართველოს პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, იანვრის ბოლოს იყო.

  • ტურისტის გაქურდვის ფაქტი აღმაშენებლის გამზირზე, ჩამსხვრეულია ავტომობილის მინა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში მოგზაურობის მიზნით ჩამოსული მოქალაქის ავტომობილს მინები ჩაუმსვხრიეს. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე 6 თებერვალს, ღამით მოხდა. გაქურდული ავტომობილი გამთენიისას ტურისტის მეზობელმა ნახა და პოლიცია გამოიძახა. თავად ტურისტი ჰოსტელში იმყოფებოდა და ავტომობილიც იქვე ჰყავდა გაჩერებეული. solostudio.agency/ შსს-ს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

  • ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში

    კომპანია “ყაზტრანსგაზის” ინფორმაციით, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, CO-თი ცოლ-ქმარი მოიწამლა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    “ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ამ ოჯახში ხმარობდნენ ღია კამერიან, აკრძალულ წყალგამაცხელებელს, რომელიც კომპანიის სპეციალისტებმა ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, მსგავსი დანადგარი აღარ გამოიყენონ.

    “ყაზტრანსგაზის” ცნობითვე, სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა კორპუსის სავენტილაციო არხები და კიდევ ერთ ოჯახს აღმოუჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო მიერთებული და საფრთხეს უქმნიდა სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც.

    კომპანიის განცხადებით, ამავე კორპუსის ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ შემოწმებაზე უარი თქვა. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ხშირია და მისი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების წესებს არღვევენ სწორედ ის მობინადრეები, რომლებიც უარს ამბობენ გაზდანადგარების შემოწმებაზე, აკრძალული დანადგარების ჩაჭრას კი კომპანიის სპეციალისტები ვერ ახერხებენ, რადგან მათ ბინებში არ უშვებენ

    “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაზის დანადგარებს, რადგან CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია.

    31 იანვარს, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა CO-თი მოწამვლის შედეგად. პირველ თებერვალს, თემქის დასახლებაში სიკვდილს გადაურჩა CO-თი მოწამლული ერთი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი.

  • საკადრო ცვლილებები შსს-ში

    მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა, წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

    როგორც ცნობილია, 5 თებერვალს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

  • სამეგრელოში აფხაზური აქციზური მარკით სიგარეტი მასობრივად იყიდება

    საქართველოში სიგარეტის ფასის მატების შემდეგ სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ “დახლს ქვეშიდან“ თავისუფლად  არის შესაძლებელი სიგარეტის ყიდვა აფხაზური აქციზური მარკით. მაგალითად, სიგარეტი Manchester ბაზრობებზე და კერძო პირებთან 2 ლარი ღირს და გაძვირებულ სიგარეტს ბევრი მის ყიდვას ამჯობინებს. რა მაშტაბებს მიაღწია სიგარეტის კონტრაბანდამ სამეგრელოში ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი სიგარეტის ყიდვა ადვილად ხელმისაწვდომია.

  • ევა ლონგორიამ შვილის ფოტო ჩანთაზე დაიხატა

    მსახიობი ევა ლონგორია დედა გასული წლის ივნისში გახდა. მას შემდეგ ის თავის შვილს, სანტიაგოს გვერდიდან არ იშორებს და ცდილობს ყველგან თან ატაროს. თუ პირდაპირი მნიშვნელობით არა, მისი ფოტო მაინც. პაპარაცებმა 43 წლის ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როცა ბევერლი ჰილზზე სილამაზის სალონიდან გამოვიდა. ის ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი. საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მისმა ჩანთამ, რომელზეც ევას და მისი შვილის ფოტოა გამოსახული წარწერით “შენ ხარ ჩემი ცხოვრება.“ ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს ევა აღიარებდა, რომ ბავშვის გაჩენა ბევრჯერ გადადო, რადგან ოცნებობდა ის საყვარელი ადამიანისგან გაეჩინა. ასეთი ადამიანი ბოლოს გამოჩნდა – მისი ქმარი, 50 წლის ბიზნესმენი ხოსე ანტონიო ბასტონი. მსახიობი მშობიარობიდან მალევე საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, თუმცა დროის ძირითად ნაწილს ბავშვთან ატარებს.