Blog

  • „სესხების განულების” პროგრამაზე: 120 მლნ 3 მლნ ლარად ჩამოგვაწერინეს”-მამუკა ხაზარაძე

    „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტარების წინაშე განაცხადა რომ მას პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკთან კითხვები ჰქონდა თუმცა სები-სგან პასუხი არ მიუღია. 

    „ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით, თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე ახალი სების პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში თქვას, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად?! ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?! თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროთან ერთად“, – განაცხადა მამუკა  ხაზარაძემ.

    “თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა?“ – პარლამენტში გამოსვლისას 17 მლნ-იან ტრანზაქციასა და ე.წ. „სესხების განულების“ სამთავრობო პროგრამასთან პარალელები გაავლო. 

    წყარო

  • მირზა სუბელიანს ერთი წელი და ერთი თვე პატიმრობა შეეფარდა

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის დამალვის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან იწყება, შესაბამისად სუბელიანი საპატიმრო დაწესებულებას ხუთ თვეში დატოვებს.მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა დანაშაულის შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაში.
    სუბელიანმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მოკლედ თქვა, რომ შეეძლოს, მოკლული ბავშვებისთვის სიცოცხლეს გაცვლიდა”.

    წარდგენილი ბრალის თანახმად, პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მან გაიგო ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. რის გამოცა 9 ივნისს მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის თქმით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.

    მირზა სუბელიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ზაზა სარალიძის აქციას, რომელიც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამაა.

    ზაზა სარალიძე თითქმის ერთი წელია, პარლამენტთან პერმანენტულ აქციას მართავს, მისი შვილის მკვლელის ვინაობა კი ამ დრომდე ვერ დაადგინა გამოძიებამ.

  • მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილი მინისტრ გახარიასგან მიიღო – ხაზარაძის სკანდალური განცხადება

    რა წერილი მიიღო მამუკა ხაზაარძემ არჩევნების მეორე ტურის წინ – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. დეპუტატების მხრიდან შეკითხვის შემდეგ, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ ამ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.

    “არ ვაპირებთ სენსაციებით მოქმედებას, წერილების გამოქვეყნებას და წერილების ფრიალს. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. ალბათ აზრი არ აქვს კომისიას დაველოდო. მუქარის წერილი გახარიასგან იყო მოწერილი. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს. ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული არ ვართ. ეტყობა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი, რაც ხდება, ამიტომ ხდება. განცდა სიმართლის, არ არის. ქართული ბიზნესი, აი ამ სტერეოტიპით არის უკვე შეპყრობილი. სათქმელი იცით რამდენი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში მიიღება გადაწყვეტილება. მოდით რა, თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს. აქ არ ვარ მოსული, რომ ან ოპოზიციის, ან პოოზიციის გული მოვიგო. ამ ქვეყნიდან მე არ წავალ, მე იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ თქვენ დაეხმაროთ არა მარტო მამუკა ხაზარაძეს. არ მაინტერესებს ნოლები ანგარიშზე, თუ არ იქნება თავისუფლება. პროკურატურა არ უნდა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერერნციებით. არ დავთმობთ ერთი წამით და ერთი ნაბიჯით არც წავალთ უკან. საბჭოთა “კაგებეშნიკერი” პრაქტიკა, რომ ვიღაცას თავს ლაფი დაასხან და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, უნდა დამთავრდეს. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, პასუხი გასცეს, ეს უნდა შეწყდეს. ან ბრალი დააყენონ, ვინ არის დამნაშავე, ან საკითხი შეწყვითონ. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს”.

  • არჩევნების წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მივიღე – ხაზარაძე

    რა წერილი მიიღო მამუკა ხაზაარძემ არჩევნების მეორე ტურის წინ – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

    მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს.

    “არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა”, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.