Blog
-
„ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ის რაც ყველამ მოისმინა კომიტეტის სხდომაზე, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. გოცირიძის ვარაუდით, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაზესთან ჰქონდა ბევრი მოთხოვნა, მათ შორის- პოლიტიკურიც.
„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, წარმოუდგენელი ძალადობა. მოვითხოვთ, გახარია გადადგეს თანამდებობიდან, მოვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს. ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით. დროზე მოეგოს ხელისუფლება გონს, შეწყვიტოს უსამართლო დევნა. ეს იყო გავლენიანი პირების ნეიტრალიზების კამპანია. დღევანდელი მოსმენის შემდეგ, ანაკლიის პროექტის განხორციელების შანსი არის ნული, რაზეც პასუხი უნდა აგონ“- აცხადებს რომან გოცირიძე.
{{VIDEO}} -
ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობდი, ხაზარაძემ დაადასტურა – სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აფასებს. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “შველა უკვე გზაშია-მძევალიც გათავისუფლდება და დამნაშავესაც მიეჩინება თავის ადგილი”.
“არაა საიდუმლო, რაც ახლა განაცხადეს-ყველაფერი,რასაც მე ვლაპარაკობდი ნოლო წლები ივანიშვილზე და თიბისი ბანკის ურთიერთობაზე და ქართველი ხალხის ხარჯზე ივანიშვილის გამდიდრებაზე, დღეს ხაზარაძემ საკუთარი პირით დაადასტურა. მან დღეს მინიმუმ, სამი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დსაადანაშაულა ივანიშვილი. ქვეყანას მართავს კლასიკური კრიმინალი და მთელი მოსახლეობა მისი მძევალია. შველა უკვე გზაშია-მძევალიც გათავისუფლდება და დამნაშავესაც მიეჩინება თავის ადგილი”.

-
დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება დაჭერები– გიგი უგულავა ხაზარაძის გამოსვლაზე
“თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამაუკა ხაზარაძის გამოსვლას პარლამენტში “ევროპული საქართველოს“ ლიდერი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:“მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა- დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს.
1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი- რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი რომ მას აშანტაჟებენ.2. გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი არამედ Fixer “დამლაგებელი”. მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება.3. პარალელურად უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა.ოცნებაში დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა მოვემზადოთ არჩევნებისთვის.“ – წერს გიგი უგულავა -
პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი – გახარიას პასუხი ხაზარაძეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა მამუკა ხაზარაძის ბრალდებას უპასუხა, რომელმაც დღეს პარლამენტში საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გახარია მეორე ტურის წინ მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა:
“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირში ვეუბნები ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. და მიუხედავად შანტაჟის ენით საუბრისა ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“ –უთხრა ჟურნალისტებს ბრალდების კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.
-
პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაში უმრავლესობიდან გასული ორი დეპუტატი შევიდა
საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასული სოციალ–დემოკრატები – გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური პატიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანდნენ, რომელსაც ახალი სახელი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები დაერქმევა“.განცხადებას ახალი წევრების მიღების შესახებ ირმა ინაშვილიც აკეთებს:“ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური, ფრაქციის სახელწოდება იქნება “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები” მოხარული ვარ, რომ გია ჟორჟოლიანი და მირიამ წიკლაური შემოგვიერთდნენ და ახლა ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება მსჯელობა რიგ საკითხებზე. მე ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და ახლა მიხარია, რომ ჩვენ უკვე ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებზე, მითუმეტეს, რომ ვართ თანამოაზრეები. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ შეეცვლება ფრაქციას სახელწოდებაც და იქნება “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ დემოკრატები”,- განაცხადა ინაშვილმა.პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო ფრაქციის შენარჩუნების პრობლემა მას შემდეგ დაუდგა, რაც რამდენიმე თვის წინ ფრაქცია დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დატოვა. დროებით პატრიოტების ფრაქციის შესანარჩუნებლად მათ ფრაქციაში გაერთიანდა უმრავლესობიდან წასული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ის ამბობდა, რომ კოლეგებს დროებით დაეხმარა, სანამ მეექვსე დეპუტატს იპოვნიდნენ რომ ფრაქცია არ დაშლოდათ. რამდენიმე დღის წინ კი დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პატრიოტების ფრაქციაში ვეღარ დარჩებოდა. შესაბამისად, ფრაქციის დაშლის პრობლემა ირმა ინაშვილის გუნდს კიდევ ერთხელ დაუდგა. ამჯერად მათი ფრაქცია ორმა სოციალ–დემოკრატმა გადააჩრინა. -
ეროვნული ბანკი შანტაჟის შესახებ ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს
ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებულ განცხადებას პასუხობს იმის თაობაზე, რომ მას ეროვნული ბანკი აშანტაჟებდა.განცხადებაში ნათქვამია:“კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.შესაბამისად, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. “პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა დასრულდა. გამოსვლის მიწურულს ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.“თიბისი ბანკის” საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ევროვნულმა ბანკმა კი 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე,”თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვეს და განაცხადეს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობენ.“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ. -
ალკოჰოლზე, თამბაქოზე და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები იზრდება
„საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 % შეადგინა.
თამბაქოს ნაწარმზე ფასები 32.7 პროცენტით არის მომატებულიპურსა და პურპროდუქტებზე 10.2 პროცენტით
ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 4.3 პროცენტით
თევზეულზე12.5 პროცენტით
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 7.6 პროცენტით
ჯანმრთელობის დაცვაზე კი ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და საავადმყოფოების მომსახურება