Blog
-
ქუთაისში მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა
ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
“უნდა ვიფიქროთ როგორ გამოვიყვანოთ საბჭოდან მიქაუტაძეები”-ირმა ინაშვილი
“მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი ამ შემადგენლობისთვის ვცვლით ეხლა ჩვენ კანონს?”- “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს იწუნებს და აცხადებს, კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრობლემა სასამართლო სისტემაში კვლავ მოუგვარებელი რჩება.
“პრობლემის თავი რჩება თავად, თუ ეს ხალხი არის ისევ იუსტიციის საბჭოში, მე თუ მკითხავთ თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა საჭირო, ასეთი ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს საბჭო. ამ მექანიზმებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიყვანოთ ამ საბჭოდან მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი და მიქაუტაძეები”- განაცხადა ინაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განხილვა მიმდინარეობს, დღეს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც მოუსმენენ.
-
“ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება” – ქანთარია ქობულიას გადაყენებაზე
“ქართული ოცნების” წევრი ნური ქანთარია გუნდში ცვლილებებს დადებითად აფასებს. ქანთარია ადასტურებს, რომ გუნდში გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით არ მიიღება.
„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება,“-განაცხადა ქანთარიამ.
ეკონომიკის მინისტრის გადაყენება გუშინ დღის ბოლოს დადასტურდა.
გიორგი ქობულია მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.
-
ჩრდილოეთ ირლანდიაში 29 წლის ჟურნალისტი მოკლეს
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში არეულობების დროს 29 წლის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
ჟურნალისტის მკვლელობას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.ჟურნალისტი ოლსტერში მომხდარ კონფლიქტს აშუქებდა, როდესაც ესროლეს. 29 წლის ქალი მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.
არეულობა იმ დროს მოხდა, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებდნენ.
დემონსტრანტები სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, ასევე მოხდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
თვითმხილველების ინფორმაციით, იმ დროს როცა ტერიტორიაზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ უმისამართო სროლა დაიწყო.
-
ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი ადამიანი
თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. მოხდა.
უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ამ წუთებში ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და გამკაცრებულია მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება.
თვითმხილველების ცნობით, სამართალდაცვლებელი თავდამსხმელს ეძებენ, რომელიც შეიარაღებულია.სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება პოლიციელების მობილიზება.
-
აჭარის ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების 13 ოპერატორი გაიფიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.
ოპერატორები აჭარის ტელევიზიის ოფისის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სამუშაო რეჟიმს არ დაუბრუნდებიან.
მათი განცხადებით, მენეჯმენტთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა ამიტომ პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.
ოპერატორები დღეს დაგეგმილ სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრებიან.
დღეს, 13:00 საათზე სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.
ფოტო: “ბათუმელები”
-
23 მილიონი არდაბადებული გოგონა. საქართველო სელექციური აბორტების მხრივ მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერია
ჯამში დაახლოებით 23 მილიონი გოგო არ დაიბადა დედამიწაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მშობლებს მომავალი ბავშვის სქესი არ აწყობდათ და გადაწყვიტეს ნორმალურად მიმდინარე ფეხმძიმობა შეეწყვიტათ.ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ მაშტაბური კვლევის შედეგებზე ბიბისი წერს. ბიბისის კორესპოდენტის შედარებით, 23 მილიონი ადამიანი – ეს არის მაგალითად ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი, ან ავსტრალიის თითქმის მთელი მოსახლეობა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ბელგიის ან კუბის მოსახლეობა და ოთხჯერ მეტია დანიის ან ფინეთის მოსახლეობაზე.მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შობადობის მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ამ დროის მანძილზე რამდენიმე ქვეყანაში ახალდაბადებულთა სქესის თანაფარდობის მხრივ მკვეთრი ცვლილება მოხდა: ახალდაბადებული ბიჭების რიცხვი გაიზარდა, გოგონებისა კი მკვეთრად შემცირდა.განსაკუთრებით მკვეთრად ეს ტენდენცია 11 ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში: საქართველოში , აზერბაიჯანში და სომხეთში. თუმცა შეწყვეტილი ფეხმძიმობების ყველაზე დიდი წილი ინდოეთზე და ჩინეთზე მოდის.
არასასურველი გოგონები
ბიბისის ცნობით საშუალოდ ყოველ 100 ახალდაბადებულ გოგონაზე დაახლოებით 105 ბიჭი მოდის. წლიდან წლამდე ეს თანაფარდობა ამა თუ იმ ქვეყანაში შესაძლოა მერყეობდეს, თუმცა მთლიანობაში უცვლელი რჩება – მიუხედავად ქვეყნისა.თუმცა თითქმის 40 წლის წინ გამოჩენილმა ტექნოლოგიამ, რომელიც ჯერ არ დაბადებული ბავშვის სქესის დადგენის საშუალებას იძლევა, სელექტიური აბორტების პრაქტიკა დანერგა.მომავალ მშობლებს გაუჩნდათ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, დაიტოვონ თუ არა ბავშვი იმის მიხედვით, რომელი სქესის არის ის.ზოგადად მსოფლიო ტენდენცია შობადობის კონტროლისკენ და შემცირებისკენ მიდის. და ამის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას ფეხმძიმობის შეწყვეტის შესახებ, თუ ბავშვის სქესი არ აკმაყოფილებს. კულტურათა უმრავლესობაში კი ტრადიციულად უპირატესობას ბიჭის დაბადებას ანიჭებენ.სწორედ ამ მიზეზით ბევრ ქვეყანაში ექიმებს კანონმდებლობით აეკრძალათ მშობლებისთვის მუცლადმყოფი ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ფეხმძიმობის საწყის სტადიაზე, როცა აბორტის გაკეთება უფრო იოლია.მეტისმეტად ბევრი ბიჭი1970–დან 2017 წლამდე ორასამდე ქვეყანაში შობადობის სტატისტიკის შესწავლის შემდეგ ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა რიგი ანომალიები აღმოაჩინეს, როცა მაგალითად ამა თუ იმ პერიოდში ახალშობილთა სქესის თანაფარდობა მკვეთრად და არაპროპორციულად შეიცვალა.
მაგალითად, ჩინეთში 2005 წელს ყოველ 100 ახალდაბადებულ გოგოზე 118 ბიჭი მოდიოდა. ინდოეთში ათი წლით ადრე 100 გოგოზე 111 ბიჭი.ახალშობილი ბიჭების რაოდენობის ანომალური ზრდა დაფიქსირდა კიდევ ცხრა სახელმწიფოში: აზერბაიჯანში, ალბანეთში, სომხეთში, ვიეტნამში, საქართველოში, ტაივანში, ტუნისში, ჩერნოგორიაში და სამხრეთ კორეაში.პირველი ქვეყანა, რომელსაც სელექტიური აბორტების ტალღამ გადაუარა ინდოეთი იყო. არაპროპორციულად ბევრი ბიჭის დაბადება აქ ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.1980–იანების დასაწყისში იგივე პროცესი დაიწყო ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტუნისში და ჩერნოგორიაში. თუმცა დღეისათვის სქესთა თანაფარდობა ყველა ამ ქვეყანაში ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა, გარდა ჩინეთისა. იქ 100 გოგონაზე ამჯერად 114 ბიჭი მოდის.სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში სელექტიური აბორტების აფეთქება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – 1990–იან წლებში შეინიშნებოდა და მთლიანობაში შობადობის მკვეთრ კლებას დაემთხვა.ბიბისის წერს, რომ საქართველოში თანაფარდობა გამოსწორდა, თუმცა სომხეთში და აზერბაიჯანში სელექტიური აბორტების პრაქტიკა კვლავ ფართოდ არის გავრცელებული. 2017 წელს 100 ახალდაბადებულ გოგონაზე ამ ქვეყნებში საშუალოდ 112–113 ბიჭი მოდიოდა. -
“არ ვაპირებ სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს”-სამეფო სახლის განცხადება
“სამეფო სახლის განცხადება” ამ სათაურით დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მიმართვას ავრცელებს, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა.
“მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას . ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს.”-ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.
ბაგრატიონებს შორის დავა სასამართლოში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის მეფის მხრიდან დედოფალზე შესაძლო ძალადობის საქმეზე.ანა ბაგრატიონი ასევე ქონების გაყოფასაც მოითხოვს.
გუშინ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა და მორიგების სანაცვლოდ დიდი ფულიც შესთავაზა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა მუქარის ფაქტი გამორიცხა.
-
“უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე”-მევლუდ მელაძე ტრაგედიის შესახებ
ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასარიდებლად.
“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მელაძე.
შეგახსენებთ, 16 აპრილს თბილისთან მომხდარ ავარიას ავტომრბოლელ მევლუდ მელაძისა და „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის 16 წლის შვილის სიცოცხლე ემსხერპლა.
