ვარსკვლავებმა სპონტანური ქორწილი Billboard Music Awards–ის ცერემონიალის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელზეც სოფიმ ერთ–ერთი გამარჯვებული დააჯილდოვა, ჯო კი თავის ძმებთან, ნიკთან და კევინთან ერთად გამოდიოდა.Blog
-
სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი გათხოვდა. ვიდეო ცერემონიალიდან
საკულტო სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, 23 წლის მსახიობი სოფი ტერნერი 29 წლის მომღერალ ჯო ჯონასზე გათხოვდა.
ვარსკვლავებმა სპონტანური ქორწილი Billboard Music Awards–ის ცერემონიალის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელზეც სოფიმ ერთ–ერთი გამარჯვებული დააჯილდოვა, ჯო კი თავის ძმებთან, ნიკთან და კევინთან ერთად გამოდიოდა.ერთ დროს პოპულარული ჯგუფი Jonas Brothers 2013 წელს დაიშალა, მაგრამ ძმები ხანდახან ისევ იკრიბებიან და ერთად მუშაობენ.ტერნერი და ჯონასი ლას ვეგასში დაქორწინდა. პატარძალს თეთრი კომბინიზონი ეცვა და კლასიკური ფატა ეკეთა. საქმროს კი ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა. ცერემონია ელვის პრესლის იმიტატორ მსახიობს მიჰყავდა. პატარძლის მეჯვარე ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა იყო, რომელიც ნიკ ჯონასის ძმის ცოლია.ცერემონიალის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ვარდისფერ კადილაკში ფოტო გადაიღეს, შემდეგ კი საქორწილო სამოსით სასტუმროს აუზში გადახტნენ.ქორწინების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკელმა დიჯეი დიპლომ ინსტაგრამზე მისი ამსახველი ვიდეო დადო.წყვილის ურთიერთობის შესახებ 2016 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მანამდე მუსიკოსს რომანი ჰქონდა მომღერალ დემი ლოვატოსთან და მოდელ ჯიჯი ჰადიდთან. სოფი კი გიტარისტ ჯეიმს მაკვეის და ინგლისელ მორაგბეს, დენი კიპრიანის ხვდებოდა. -
საპატრიარქო ემიჯნება მეუფე იობის განცხადებებს, რომელიც რელიგიურ კონფლიქტზე და სისხლისღვრაზე ალაპარაკდა
საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ემიჯნება მეუფე იობის დღევანდელ რადიკალურ განცხადებებს დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია:
„ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.
გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.
ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს.“
დღეს დილით წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა და აღდგომის ტაძარში იქადაგა. ქადაგება ძირითადად დავით გარეჯში გამწვავებულ ვითარებას ეხებოდა. რუის ურბნისის ეპისკოპოსი დღეს რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა და მეზობელ აზერბაიჯანს დაემუქრა.
მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა და სისხლისღვრაც ახსენა:
“თუკი საქმეს დაჭირდა სისხლი, პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.“ – განაცხადა მან.
მეუფე იობის კრიტიკის ობიექტი დღეს მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ყოფილა. მან უმოქმედობაში დასდო ბრალი საქართველოს მთავრობასაც. მეუფე იობი დღეს 40-წუთიან ქადაგებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმეჯერ დაემუქრა და შეახსენა, რომ მათი შემოსავლის მთავარი გზა -ნავთობისა და გაზის მილსადენები საქართველოზე გადის.
მღვდელმთავარს დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არ დავიწყებია, მეუფე იობმა ახსენა ყველა ის ადგილი რომელიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა დღეს ან ოკუპირებულია ან სხვა ქვეყნის ნაწილია.
მძიმე მოსასმენი და პოლიტიკური გზავნილებით სავსე ქადაგება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც ეხებოდა.
მიტროპოლიტი იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და უდაბნოს მონასტერში საკუთარი ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ჩავიდა. ქადაგების შემდეგ მან განაცხადა, რომ გარეჯში პატრიარქის კურთხევით იმყოფებოდა.
-
შარლიზ ტერონის ახალი ფოტოსესია და ბუნებრივი სილამაზე
43 წლის შარლიზ ტერონმა ახალ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალ Marie Claire –ისთვის განკუთვნილი ფოტოსესია ძალიან ატმოსფერული და ემოციური გამოვიდა.ჟურნალის ახალი ნომრის შემქმნელება აქცენტი ჰოლივუდის ვარსკვლავსი ბუნებრივ სილამაზეზე გააკეთეს. ფოტოებზე მას მინიმალური მაკიაჟი აქვს, ვარცხნილობა კი სადა და ბუნებრივი.მსახიობი, რომელმაც ბოლო დროს თმა გაიმუქა ფოტოსესიაზე რამდენიმე განსხვავებულ სამოსში გადაიღეს.

-
ჯუდ ლოუ ფილიპა კოენზე საიდუმლოდ დაქორწინდა. ქორწილის ფოტოები
46 წლის მსახიობმა ჯუდ ლოუმ ცოლად მოიყვანა 32 წლის ფილიპა კოენი, რომელსაც ოთხი წელი ხვდებოდა.იმის შესახებ, რომ ჰოლივუდელი მექალთანე მორჯულებას აპირებდა თებერვალში გახდა ცნობილი. წყვილი პარიზში ხმაურიანი ქორწილის გადახდას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ 30 აპრილს ლონდონში დაქორწინდნენ.ცერემოანიალზე მხოლდ წვილის ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. ფილიპა არატრადიციულ საქორწილო სამოსში იყო გამოწყობილი, ისეე როგორც ჯუდ ლოუ.ჯუდ ლოუსთვის ეს მეორე ქორწინებაა. მსახიობ სეიდი ფროსთთან ქორწინებიდან მას სამი შვილი ყავს – 22 წლის რაფერტი, 18 წლის აირისი და 16 წლის რუდი. გარდა ამისა, მსახიობს ყავს ორი შვილი, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ.

-
ჩარლის ანგელოზები სრული შემადგენლობით.რისთვის შეიკრიბნენ საკულტო ფილმის გმირები
“ჩარლის ანგელოზების“ ახალი ფილმი უკვე მალე გამოვა ეკრანებზე, თუმცა ჯერჯერობით “ძველი ანგელზები“ კვლავ ინარჩუნებენ პოპულარობას და საზოგადოების ყურადღებას.გუშინ დრიუ ბერიმორი, კამერონ დიასი და დემი მური, რომელიც ერთ–ერთ ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს თამაშობდა, ერთმანეთს ჰოლივუდში შეხვდნენ, სადაც ლიუსი ლიუს მხარდასაჭერად მივიდნენ. მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა.“ჩარლის ანგელოზების“ თანამედროვე ვერსიაში კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკაია თამაშობენ. ფილმი არა რიმეიკი, არამედ საკულტო სერიის გაგრძელება იქნება. ფილმში გასული საუკუნის 70–იანების და 2000–იანი წლების ამბებსაც გაიხსენებენ.

-
Google აღარ შეინახავს ინფორმაციას, რა მოძებნეთ მის სისტემაში და რა გვერდებზე შეხვედით
კომპანია Google ავტომატურად წაშლის მომხმარებლის მონაცემებს ძებნისა და ნანახი საიტების შესახებ. ამჟამად გუგლის აპლიკაცია და გუგლის კუთვნილი youtube-ის სერვისი სრულად იმახსოვრებს, რა მოძებნა Google–ში და youtube–ზე მომხმარებელმა და რომელ საიტებს სტუმრობდა ან რომელ ვიდეოს უყურა. მონაცემები მანამ ინახება, სანამ მომხმარებელი ისტორიას თავად არ წაშლის. ბევრმა ეს არც იცის და პერსონალური მონაცემები სისტემაში წლობით გროვდება.ახლა კი Google მომხმარებლებს ორ ვარიანტს შესთავაზებს: პერსონალური მონაცემების წაშლა ყოველ სამ თვეში ან წელიწად ნახევარში. არჩევანი მომხმარებლზეა.კომპანია ამას იმით ხსნის, რომ უნდათ მომხმარებლებს პირად მონაცემებზე კონტროლის მეტი შესაძლებლობა მისცენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ცვლილებები რამდენიმე კვირაში განხორციელდება.კომპანიას არაერთხელ ადანაშაულებდნენ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში. ნოემბერში კი ის მომხმარებლებზე თვალთვალშიც დაადანაშაულეს.აპრილში კომპანიამ ბევრი გააოცა, როცა აღიარა, რომ ის ბრძანებები, რომლებსაც მომხმარებლები ამ კომპანიის “ჭკვიან“ ნივთებს და საოჯახო ელექტროტექნიკას აძლევენ, კომპანიის თანამშრომლების მიერ ისმინება.თუმცა ამ უკანასკნელის გამოსწორებას, ისტორიის წაშლას და youtube–ზე ვიდეოების ნახვის ისტორიის წაშლას კომპანია არ აპირებს.
-
“თქვენ ხართ კრიმინალი, რომელსაც აუცილებლად დაადებენ ხელბორკილებს” – მელია გახარიას
„თქვენ ხართ კრიმინალი, რომელსაც მალე დაადებენ ხელბორკილებს“ – ამ სიტყვებით ნიკა მელიამ გახარიას მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი უწყების ხელმძღვანელ გახარიას არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
ნიკა მელიამ მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრს ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულები ჩამოუთვალა და ამ საქმეების გამოუძიებლობის გამო მას პასუხისმგებლობა დააკისრა.
„სანამ სარკაზმით ისაუბრებდეთ, იმ უმტკივნეულო საკითხებზე, რაც ასიათასობით ადამიანს აწუხებს, კარგად დაფიქრდით! რაც მინისტრი ხართ 55 პროცენტით გაიზარდა კრიმინალი. 90 პროცენტით არის გაზრდილი ქრთამის აღება საჯარო სამსახურებში. ამ ყველაფერზე მოგიწევთ პასუხისგება. ასეთი დათრგუნული, დაღლილი, ილაჯგამოლეული შს მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხი არ გააჩნია, არის საშიში სახელმწიფოსთვის“ – განუცხადა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს.
-
ტაილანდის მეფემ პირადი მცველი ცოლად მოიყვანა და ქვეყნის დედოფლად გამოაცხადა
ტაილანდის მეფემ, მახა ვაჩირალონგკორნმა ცოლად მოიყვანა მისი პირადი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და მას დედოფლის ტიტული მიანიჭა.სუტხიდა იტჯაის თანხლებით მეფე ბოლო წლებში საჯაროდ არაერთხელ გამოჩენილა, თუმცა მათი ურთიერთობების შესახებ აქამდე ოფიციალურად უცნობი იყო.იმის შესახებ, რომ ამიერიდან ქვეყნის დედოფალი სუტხიდა გახდება, ამ დღეებში გახდა ცნობილი.სამეფო კარის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 66 წლის მეფემ “გადაწყვიტა გენერალ სუტხიდა ვაჩირალონგკორნს, მის მეუღლეს დედოფლის ტიტული და სამეფო ოჯახის წევრის სტატუსი მიანიჭოს.“მანამდე მეფეს სამი ცოლი ჰყავდა და სამივეს გაშორდა. წინა ცოლებისგან მას შვიდი შვილი ყავს.2014 წელს მეფემ ნაციონალური ავიაკომპანიის ყოფილი სტიუარდესა მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა. ორი წლის შემდეგ კი არმიის გენერლის წოდება მიანიჭა.სამეფო ქორწილზე გადაღებულ კადრებში , რომლებიც გუშინ ტაილანდის ტელევიზიაში აჩვენეს, ჩანს, რომ ოჯახის წევრებითა და კარის მრჩევლებით გარემოცული მეფე დედოფალ სუტხიდას თავზე წმინდა წყალს ასხამს. ცერემონიის შემდეგ კი წყვილმა ქორწინების მოწმობას მოაწერა ხელი.
მახა ვაჩირალონგკორნი ტახტზე 2016 წელს ავიდა და მეფე რამა მეათის ტიტული მიიღო. ის ჩაკრის დინასტიის გამგრძელებელია, რომელიც ქვეყანას. 1782 წლიდან მართავს.ტაილანდის წინა მეფე, პხუმიპონ ადულიადეტი 2016 წელს გარდაიცვალა. ის 70 წელი მეფობდა. -
თბილისის ნაწილს არც წყალი მიეწოდება
თბილისის ნაწილს წყალიც არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.
ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.
კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.