Blog
-
ქეთა თოფურიას შვილის 9 მაისის მისალოცი ვიდეო საბჭოთა არმიელის ქუდში
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ქალიშვილს, ოლივია გეიხმანს საბჭოთა “ფურაჟკა“ მოარგო. საბჭოთა ქუდში გამოწყობილი ოლივია გამარჯვების დღეს ულოცავს ყველას. ქეთა თოფურიამ ვიდეო საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა
-
ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს ადვოკატის თანდასწრებით ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ -ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.
ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი,”-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.
-
ბორჯომში სამშენებლო ნაგავს მტკვარში ყრიან. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც კარგად ჩანს როგორ აბინძურებენ მდინარეს. კადრებში ჩანს, რომ 2 მამაკაცი ქვიშას და ნაგვით სავსე ტომრებს მდინარეში ყრის.
“გაარემონტე,შეიძინე მაგრამ მტკვარს რას ერჩი! ბორჯომის სანაპირო!”- წერს პოსტის ავტორი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
კანონდარღვევის კადრები ბორჯომშია გადაღებული, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
-
ესენი ეხლა სუსში უნდა იყვნენ დაკითხვაზე – „სამოქალაქო მოძრაობის“ კონტრაქცია ვაკის პარკში და ხმაური
2 განსხვავებული აქციით აღინიშნა დღეს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წელისთავი. ვითარება ვაკის პარკში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართული ფრონტის და უკვდავი პოლკის წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მისვლა და პატივის მიგება წითელი დროშებით, მკლავზე წითელი ლენტებითა და სტალინის სურათებით გადაწყვიტეს. ვაკის პარკში შესვლას ისინი დაახლოებით 1 საათზე მეტხანს ცდილობდნენ, რადგან უცნობი ჯარისკაცის მემორიალამდე მისასვლელად ქართული ფრონტის და უკვდავი პოლკის წევრებს მათ წინაარმდეგ გამართულ 2 კონტრაქციას შორის უნდა გაევლოთ. წითელი დროშების გამოჩენისთანავე კონტრაქციის წევრები ქართული ფრონტის და უკვდავი პოლკის წევრებს შეძახილებით და სტვენით დახვდნენ.
„უნდა ვუთხრათ რომ არიან მოღალატეები. „უკვდავთა პოლკი“ არის რუსული სპეცსამსახურების შექნილი დაორგანიზებული და დაფინანსებული. ვერ უნდა ბედავდნენ ისინი ქალქის ცენტრში ასე სიარულს, ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოფთ. ვაპროტესტებთ სწორედ ამას – აღარ ვართ ჩვენ სახელმწიფო. ჩვენი ხელისუფლება დგას „უკვდავთა პოლკის“ და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. დგანან ერთად, ვითომ ვეტერანები ადარდებს ან ერთს, ან- მეორეს. აღარ ვართ ქვეყანა, მორჩა, ვართ მორღვეული ტერიტორია“ – განაცხადა კონტრაქციაზე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრის და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან იოსელიანის თქმით, ის ხალხი, ვინც უკვდავი პოლკის სახელით ჩაიარა ვაკის პარკში, სუსში უნდა იყვნენ დაკითხვაზე. „ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც ასე ღიად დადის“. განაცხადა ლევან იოსელიანმა.
-
გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა
გუბაზ სანიკიძემ პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ დატოვა. პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა დღეს მან ოფიციალურად განაცხადა.
გუბაზ სანიკიძე პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” 2017 წელს შეუერთდა.
“დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
შეხვედრისას მათ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს.
-
BBC-ის წამყვანი, რომელმაც პრინცი არჩი მაიმუნს შეადარა, სამსახურიდან გათავისუფლდა
ტელეკომპანია ბიბისიმ 61 წლის წამყვანი დენი ბეიკერი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილი შვილი შიმპანზეს შეადარა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
არხის თანამშრომელი სამეფო ბავშვის დაბადებას ტვიტერზე პოსტით გამოეხმაურა და ფოტო განათავსა, სადაც ქალი და კაცი მაიმუნთან ერთადაა ასახული.
ფოტოს ახლადა სათაური”სამეფო ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს”.
პოსტი, რომლის გამოც ის ბიბისიდან გათავისუფლდა, ამ დროისთვის ტვიტერზე აღარ იძებნება. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტი რასიზმსა და ქსენოფობიაში დაადანაშაულეს.
მსგავსი შინაარსის ტვიტი მათს ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
ბეიკერის თქმით, ის დანაშაულს მიხვდა, თუმცა მისი პოსტით მხოლოდ ხუმრობა სურდა. ბეიკერმა სამეფო ოჯახს და პრინც არჩის ბოდიში მოუხადა.

-
ვეტერანმა პუტინს ყირიმის ოკუპაციისთვის მადლობა გადაუხადა(ვიდეო)
მოსკოვში ცხრა მაისის აღსანიშნავი აღლუმი გაიმართა. აღლუმში 13000 ადამიანი მონაწილეობდა. მას ტრადიციულად ესწრებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. ტრიბუნაზე ასვლამდე პუტინი ვეტერანებს გამოელაპარაკა. ერთ–ერთმა მათგანმა რუსეთის პრეზიდენტს ყირიმის ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა: “ამხანაგო მთავარსარდალო, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ოპერაციით ყირიმში. ყოჩაღ!“ –უთხრა ვეტერანმა პუტინს.