Blog

  • ”ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ხვალ შეიცვლება ხელისუფლება ქვეყანაში” – ძიძიგური

    “თქვენ მითხარით, რომ თითქმის ყველა ხელისუფლების ცვლილების მომსწრე ვარ: კომუნისტური ხელისუფლება როგორ შეიცვალა, აქტიურად ვიყავი მაშინ ჩართული “მრგვალი მაგიდის” საარჩევნო კამპანიაში, შემდეგ როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა ვმონაწილეობდი ვარდების რევოლუციაში, შემდეგ როდესაც სააკაშვილი შეიცვალა ვმონაწილეობდი 2012 წლის ამბებში, ორგანიზებიდან დაწყებული და პოლიტიკური ნაწილით დამთავრებული, ყველაფერში. გეტყვით, რომ ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ხვალ შეიცვლება ხელისუფლება ქვეყანაში”

    განაცხადა ამის შესახებ, თქვა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა.

  • “ახლახან ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი… ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო”​​​​​​​ – გონჩარენკო

    “ახლახან ჩამოვედი საქართველოში.

    დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო.

    აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს”

    წერს ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო.

  • გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ! – გოცირიძე

    გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ! – გოცირიძე

    “კატასტროფა ხდება. გაზიდა “ქართული ოცნების” კლანმა ქვეყნის რეზერვები. დღესაც, არასამუშაო დღეს, გაყიდა ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა. სპეციალურად ამისთვის დაიბარეს თანამშრომლები. 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბერში, ლარი რომ არ ჩამოიშალოს. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ ოქტომბერში. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა.
    ეს გამოიწვია მოღალატე ხელისუფლების საარჩევნო რიტორიკამ და ანტიდასავლურმა კამპანიამ.
    ნუ უყურებენ ექსპერტები თუ მოექსპერტო ელემენტები, რამდენს ყიდის ეროვნული ბანკი მხოლოდ ღია აუქციონზე ( 213 მილიონი დოლარია ოქტომბერში). ორი ამდენი გაყიდა ფარულად, მეორე, ე. წ. ბიმატჩ პლატფორმაზე, რომელიც მხოლოდ 25 ნოემბერს, ანუ არჩევნებიდან კარგა ხნის მერე იქნება ასახული სტატისტიკაში. ამ თავიანთი ჩაანალიზებით ეს ეკონომისტები ხელს უწყობენ რეალური სურათის დაფარვას და არბილებენ მდგომარეობას. თუ ინფორმაციას არ ან ვერ ფლობ და ანალიზის უნარი არ გაგაჩნია, სჯობია გაჩერდე მაინც. ეს ეხება მედიასაც.
    ნოემბერში კი გამოჩნდება ამათი დაფარული მავნებლობები, მაგრამ უკვე გვიან იქნება.
    გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება ქვეყნის რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ.”

    ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

    ცნობისთვის დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა,  გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7199 შეადგინა.

    ჯამში, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ლარის კურსის დასაჭერად $213 მილიონი გაყიდა

  • “საქართველოში არჩევნები გადამწყვეტია ქვეყანაში დემოკრატიის მომავლისთვის…” – რებეკა ჰარმსი

    საქართველოში არჩევნები გადამწყვეტია ქვეყანაში დემოკრატიის მომავლისთვის. საქართველოში არჩევნების შედეგებს ასევე გავლენა ექნება მომავალ მოვლენებზე, ძალაუფლების ურთიერთობებსა და ევროპაში უსაფრთხოებაზე…ევროპის გზა არის საქართველოს გზა. ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. და კი: ჩვენ გვჭირდები!

    წერს ამის შესახებ, ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი X-ზე.

  • ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა, ვერავინ დაგსჯით, ნუ გეშინიათ!  – პრეზიდენტი

    ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა, ვერავინ დაგსჯით, ნუ გეშინიათ! – პრეზიდენტი

    ”მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

    მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

  • მიდით არჩევნებზე! ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! – პრეზიდენტი

    “მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “,  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს.

    “ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს – ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.

    მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს…და მათი ხმა ხვალ გაისმება.

    ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

    მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

    მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი! არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

    პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი! არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

    “მიმართვა პოლიციელებს. ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო. დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! თქვენი მიშა”,

    აცხადებს ამის შეასხებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ”ოცნება” ცდილობს, ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას! ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია – სამადაშვილი

    ”ოცნება” ცდილობს, ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას! ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია – აცხადებს ამის შეასხებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი.

    „ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული. ეს ხდება მიზანმიმართული საბოტაჟის გზით, როდესაც კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.

    მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მე მინდა შევახსენო მას და ყველა სხვას, რომ საბოტაჟი და არჩევნების ხელისშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დააბრუნებს საქართველოში კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი

    საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.

    “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ივანიშვილი და ხიდაშელი ერთმანეთს პროსტატის პრობლემებს უზიარებენ – Cyber Kmara ინტერნეტში ახალ ჩანაწერს ავრცელებს

    Cyber Kmara-მ ინტერნეტში გამოაქვეყნა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელის საუბარი, სადაც ისინი ერთმანეთს პროსტატის პრობლემებს უზიარებენ.