Blog

  • ”აგენტებო, ფულზე გაყიდულებო!” – გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეებს

    “მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
    ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება,არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა!რაც დღეს საზოგადოებამ ნახა,არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
    ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი ! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ,უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
    დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!”

    წერს Instagram-ზე ივანიშვილის “დეპუტატი” გენო პეტრიაშვილი

  • უჩა აბაშიძეს 5, ხოლო მის მეუღლეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

    ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აბაშიძეს 5 წლით, ხოლო იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა 12 მაისს შეუფარდათ.

    უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

    10 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა. ამავე დღეს, უჩა აბაშიძეს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ – მათთან საუბარში ბლოგერი ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

  • “გუშინ ვითომ ადმინისტრაციულით დაკავებულების სისხლზე გაშვება დაიწყეს!” – გვარამია

    “გუშინ ვითომ ადმინისტრაციულით დაკავებულების სისხლზე გაშვება დაიწყეს!” – გვარამია

    “გუშინ ვითომ ადმინისტრაციულით დაკავებულების სისხლზე გაშვება დაიწყეს!

    ადვოკატებს გთხოვთ ყველანი შეხვიდეთ თქვენს პატიმრებთან”

    – ამის შესახებ ”კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია წერს

  • პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა – მდინარაძე

    პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა – მდინარაძე

    “პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა, რადგან სამართლებრივი დეტალიზება არცერთ ქვეყანას არ აქვს, რომ შეფასების კრიტერიუმები იწერებოდეს კანონმდებლობაში, არსებობს დადგენილი ნორმა და მისი ინტერპრეტირების ორგანოები, ეს არის სამართლის პრინციპი…

    ოცნების დეპუტატზე არ არის მხოლოდ საუბარი, ნუ სპეკულირებთ საჯარო მოხელეზე, დამლაგებელი რომ დამლაგებელია, შეეხება მასაც და ვერც დამლაგებელს მიაყენებთ მძიმე შეურაცხყოფას და ვერც დააბულინგებთ”

    მამუკა მდინარაძე “გოიმურს” უწოდებს კითხვას, თუ  როგორ განისაზღვრება გამკაცრებული კანონით პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის შეურაცხყოფა.

  • მადლობა პოლიციელებს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეებს – ყაველაშვილი

    გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში. მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად”

    განაცხადა ამის შესახებ, “ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

  • პარლამენტთან ჟურნალისტებს თავს დაგვესხა ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ – ვარდიაშვილი

    “პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის პატიმრობას, მოულოდნელად თავს დაგვესხა პოლიციის ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ, დაარტყეს ჩვენს რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც”

    წერს სოციალურ ქსელში გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი. 

  • პარლამენტთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია იმართება

    პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის – მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს,  მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

    ამასთანავე, პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატები საგაზაფხულო სესიის პირველ არალეგიტიმურ სხდომაზე შეიკრიბებიან.

  • “მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს მზიას დანაბარებია” – ნონა ქურდოვანიძე

    “მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
    ის პასუხისმგებლობას აკისრებს ,,ქართულ ოცნებას”,  სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს.”

    ამის შესახებ მზია ამაღლობელის  უფლებადამცველი, ნონა ქურდოვანიძე წერს.

  • “ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას” – აშშ-ის საელჩო

    ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“,

    საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროტესტში ჩარევაში დაადანაშაულა.

  • “ქართული ოცნების” სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა, მიუღებელია – ცაჰკნა

    “ქართული ოცნების” სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა, მიუღებელია – ცაჰკნა

    საქართველოს მმართველი პარტიის მიერ სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა, მიუღებელია. ეს კიდევ ერთი მაგალითია ქართული ოცნების მცდელობის, გაანადგუროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, დემოკრატიული ოპოზიცია და სასტიკად ჩაახშოს ხალხი.

    წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე.