Blog

  • გასულ ღამეს შსს-მ რუსთაველის გამზირზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

    აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

    ხელწერილით გაათავისუფლეს “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც პარლამენტის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი.

  • ოცნება” სისხლის სამართლის მექანიზმებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, რაც დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ემსახურება – საია

    ოცნება” სისხლის სამართლის მექანიზმებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, რაც დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ემსახურება – საია

    „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) „ქართული ოცნების“  პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „დაჩქარებული წესით აღნიშნული ცვლილებების მიღება, რეალურად სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების გაგრძელებაა“. საია გამოყოფს სასჯელებს, რომლებიც მკაცრდება რიგ დანაშაულებთან მიმართებით და მათ ემატება დამამძიმებელი გარემოებები:

    1. შემოთავაზებული ცვილებებით, მკაცრდება სასჯელის სახე და ზომა სსკ-ის 2391 მუხლის პირველი ნაწილისთვის, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს და სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გარდა შესაძლებელი ხდება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

    აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, 2021 წლის 5 ივლისს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ინტერესი არათუ ზემოთ ხსენებულ მუხლზე სასჯელის დამძიმება, არამედ აღნიშნული ქმედების შემადგენლობის გამოკვეთაც კი არ ყოფილა. ამას ცხადყოფს საიას არაერთი მიმართვა და ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ „5 ივლისის მოვლენებს წინ უსწრებდა ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების და სხვა წევრების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები. ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5 ივლისსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას წარუდგინა დასაბუთებული პოზიცია, რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, ორი პირის მიმართ, შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევდა, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.”

    2. მკაცრდება სასჯელი სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილისთვის (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და ნაცვლად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა წესდება ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამ დანაშაულის არაერთგზის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა და სასჯელის ოდენობა თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე განისაზღვრება. შენიშვნის მიხედვით, კი დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამავე (სსკ-ის 353-ე) მუხლით ან სსკ-ის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საყუდაღებოა, რომ აღნიშნული ცვლილება პირველ ნაწილთან მიმართებით ცვლის დანაშაულის კატეგორიას და ნაკლებად მძიმე კატეგრიის დანაშაულიდან მას აქცევს მძიმე კატეგორიის დანაშაულად.

    3. რაც შეეხება სსკ-ის 3531-ე მუხლს – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, დაემატა მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები: ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, გახდა მაკვალიფიცირებელი გარემოება და რასთან მიმართებითაც გამკაცრებულია სასჯელებიც. მოცემულ ნაწილში კანონმდებელმა გააფართოვა და არა განჭვრეტადი გახადა რა შეიძლება იყოს სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალება.

    4. სისხლის სამართლის კოდექსს ემატა სრულიად ახალი შინაარსის დანაშაული სსკ-ის 3532-ე მუხლის სახით, რაც გულისხმობს – საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენას, რომლისთვისაც საკმაოდ სოლიდური სასჯელებია შემოთავაზებული. მაგალითად, ზემოჩამოთვლილ პირებზე ძალადობის მუქარისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. ეს ძალადობის მუქარა თუ არის არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით მაშინ სასჯელი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. ზემოჩამოთვლილ პირებზე თავდასხმას კანონმდებელი ოთხიდან შვიდ წლამდე სასჯელს უწესებს, ხოლო თუ რომელიმე დამამძიმებელი გარემოებაცაა სახეზე (არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით) მაშინ სასჯელი კიდევ უფრო მკაცრია და ხუთიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

    5. ამასთან საყურადღებოა, რომ ცვლილებების შედეგად3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე მუხლს (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) დაემატა, შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ ამ მუხლების მიზნებისთვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2025 წლის 2 თებერვალს თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური დემონსტრაციის გამართვამდე ერთი დღით ადრე, პროტესტის ჩახშობის მიზნით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ხსენებული მუხლის მიზნებისთვის განისაზღვრა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ჩამონათვალი. აღნიშნული ცვლილებებით მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის კრიმინელიზება. ამასთან სსკ-ის 222-ე მუხლში შენიშვნის არქონა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში განსაზღვრავდა მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაზე მითითებას, არ ყოფილა შემაფერხებელი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელმაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების საფუძველზე Tbilisi Mall-ის მიმდებარედ გამართულ აქციაზე დაკავებულ 8 პირს სსკ- ის 19-222-ე მუხლით წარუდგინა ბრალი.

    საია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში მთავრობის დადგენილების საფუძველზე შესული ცვლილებების პარალელურად, აფასებდა მუხლის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საშიშროებას და აღნიშნავდა, რომ დემონსტრანტების მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

    “ცხადია, რომ ქართული ოცნება ახდენს კანონის ინსტრუმენტალიზებას, რითაც კიდევ უფრო ასუსტებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს, მათ შორის, აწესებს გარკვეული ქმედებების კრიმინალიზებას, რაც საზოგადოების დაშინებას და მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტის ყველა ფორმით ჩახშობის მიზანს ემსახურება”, – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

  • აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს, მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია – SCJ

    “აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს, მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

    “სამწუხაროდ, მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები.

    აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

    სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს და ანრი ოხანაშვილს:

    შეიქმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.

    აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ კანონი აძლევს.” – წერია განცხადებაში.

  • ”მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში გვექნება სია, ვინც უნდა დასანქცირდეს”- გვარამია

    ”მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში გვექნება სია, ვინც უნდა დასანქცირდეს”- გვარამია

    “პირველ რიგში უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვას როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ა.შ. ეს პასუხები სჭირდება მოსახლეობასაც. გამხნევებაც, მაგრამ ასევე გზის დანახებაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც და იყო პრეზიდენტი რაც მთავარია, კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი და ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმით.
    მე ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს ვიხილავ. მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ “კოალიცია ცვლილებიდან” ბუნებრივია, ჩვენ გვექნებაა ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ. “

    განაცხადა ამის შესახებ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

  • ივანიშვილი უმცირესობაშია, მაგრამ მისი ელექტორატი ჩაბეტონებულია – ჭიაბერაშვილი

    ყველა სოციოლოგია ამბობს ერთსა და იმავეს:

    1. ივანიშვილი თვითონ რომ გამოვიდეს ხელკეტით და ურტყას ძირს დაგდებულ ქალს, მის საარჩევნო ბაზას არაფერი შეარყევს. ივანიშვილი უმცირესობაშია, მაგრამ მისი ელექტორატი ჩაბეტონებულია.

    გაგახსენებთ: 1990 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 9 აპრილიდან 18 თვეში კომუნისტურმა პარტიამ 30% აიღო.

    2. ამ ვითარებაში ერთადერთი გზა არის ჩვენი – უმრავლესობის – სრული ერთიანობა და მესიჯის კაკაფონიის დასრულება. “შინაარსობრივი დებატები გვაკლია” არის სატყუარა, რომელის ფონზე უმცირესობის დიქტატურა სულ უფრო კონსოლიდირებული ხდება.

    არ ვართ იდეების სფეროში, “შინაარსზე” რომ ვიდებატოთ. უხეში, ბრუტალური ძალის სფეროში ვართ და მხოლოდ ერთიანობა გადაგვარჩენს უფრო დიდ ბოროტებას.

    წერს ენმ-ის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

  • ნენსი ვოლანდი სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა

    მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი 5 000 ლარით დააჯარიმა.

    მას აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

  • მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი გამყრელიძე და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის – ავსაჯანიშვილი

    მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი  დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად (რაც კანონის დარღვევა)და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს ინფო მომაწოდა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა  მაქვს მტკიცებულებაც”

    აცხადებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

  • სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა

    სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარი დააჯარიმა. მას   აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, თავად კი ამბობს, რომ იმ დროს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

    “ეს იყო 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებიან, როდესაც რეალურად სამწუხაროდ იმ დროს არ ვიყავი. სანაპიროზე მაკდონალდსში [ვიყავი]… კადრში ვარ, მაგრამ ის კადრი რომელი რიცხვისაა, ვერ გეტყვით”, – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

  • არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას! ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ – უგულავა

    „ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ”

    აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა.

  • მზია ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება – ნონა ქურდოვანიძე

    “მზია ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელი სრულ შიმშილობას აგრძელებს და მას დღეს ვივამედში დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

    “მზია ამაღლობელი აგრძელებს სრულ შიმშილობას და აქ რჩება დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ ის მოითხოვს, დააბრუნონ უკან ციხეში. თუ ჩატარდა ყველა გამოკვლევა, მისი პოზიციაა, რომ ის აქ აღარ უნდა დატოვონ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და აქ არაა მხოლოდ მისი სურვილი აქ გადამწყვეტია სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. როგორც მას უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები და გადაწყვეტენ, მას აქ დატოვებენ თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება”- თქვა ქურდოვანიძემ.