Blog

  • უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება – საქართველოს რკინიგზა

    ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოვლენილი უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    “საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან (არსებული განრიგით) განახლდება. მაგისტრალური და საგარეუბნო მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

    • №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი
    • №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი
    • №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
    • №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
    • №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
    • №6355/6356 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი
    • №6353/6354 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი
    • №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი
    • №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი
    • №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
    • №6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური
    • №6418/6417 ზაშური-ზესტაფონი-ხაშური
    • №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი
    • №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი
  • ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი – კონგრესმენი ალ გრინი

     “ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი. ის აგზავნის მესიჯს, რომ მას მართლა ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას. რაც შეიძლება ჩქარა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ საშუალება, გახდეს დიქტატორი”

    განაცხადა ამის შესახებ,  კონგრესმენმა ალ გრინმა ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

  • მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში – ზელენსკი

    მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში – ზელენსკი

    “მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში ” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

    “მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ უკრაინა ესწრაფვის მშვიდობას.

    არც ერთ ჩვენთაგანს არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ საიმედო მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე ჩემს ჯგუფთან ერთად მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.

    ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ სწრაფად, ომის დასასრულებლად და პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, ასევე, სასწრაფო დაზავება ცაში: რაკეტების, შორი მანძილების დრონების, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვების აკრძალვა – ასევე, დაუყოვნებელი დაზავება ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს იზამს. ჩვენ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდეგი ეტაპი აშშ-სთან ერთად და შევთანხმდეთ ძლიერ და საბოლოო შეთანხმებაზე.

    ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც ამერიკამ გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. და ჩვენ გვახსოვს ის გარდამტეხი მომენტი, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას გადასცა ჯაველინები. ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ.

    ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. საწყენია, რომ ეს მოხდა. საჭიროა ყველაფერი სწორად ვქნათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალში თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული.

    რაც შეეხება შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე, უკრაინა მზად არის მას ხელი მოაწეროს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სასურველ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას განვიხილავთ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ იმუშავებს ეფექტიანად”. – წერს  ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა – კობახიძე

    ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა – კობახიძე

    „საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა [სოციალური ქსელის] რეგულირებაზეც..ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად – სოზარ სუბარი

    “დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ბეჭდვითი მედია… სოცქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად”,

    აცხადებს, სოზარ სუბარი და სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების რეგულირების იდეით გამოდის.

  • არ ვეთანხმები ბრალს! საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა – მზია ამაღლობელი

    “არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”

    ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი. ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.

  • აშშ-ის დახმარების შეჩერებამ, შეიძლება კიევს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს – პესკოვი

    “რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სანქციების მოხსნას უნდა მოიცავდეს. თუ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად გადაწყვიტა შეაჩეროს უკრაინას სამხედრო დახმარება, ამან შეიძლება კიევს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს”

     

    აცხადებს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

  • არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე განიცადა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების შეჩერება და ისწავლა ადაპტირება ასეთ სიტუაციებთან – პოდოლიაკი

    ” არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე განიცადა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების პროგრამების ხანგრძლივი შეჩერება და ისწავლა ადაპტირება ასეთ სიტუაციებთან.” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

    “რაც შეეხება იარაღის მიწოდებას… უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, რომელი კონკრეტული პროგრამები შეწყვეტს ფუნქციონირებას, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი უკვე საბოლოო სტადიაში იყო. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი პროგრამა დაამტკიცა კონგრესმა, რაც განსხვავებულ იურიდიულ პროცედურას გულისხმობს.

    მეორე, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ეკვივალენტების შეძენის შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ჩანაცვლების პროგრამები უკვე მოქმედებს.

    მესამე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე განიცადა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების პროგრამების ხანგრძლივი შეჩერება და ისწავლა ადაპტირება ასეთ სიტუაციებთან.

    ამიტომ, ჩვენ ვატარებთ საფუძვლიან აუდიტს – ვამოწმებთ რა გვაქვს, რისი წარმოება შეიძლება პარტნიორობით და რა შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს კომერციულ ბაზრებზე. ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხედველობიდან არ გამოგვრჩება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.” – უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც 6 თვის განმავლობაში გვაქვს იარაღის რეზერვები. ვეძებთ ალტერნატივებს – ფედირ ვენისლავსკი

    უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი, ფედირ ვენისლავსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექვსი თვის განმავლობაში აქვს იარაღის რეზერვები, ამერიკის დახმარების გარშეც და ეძებენ ალტერნატივებს.

    • ” უკრაინას აქვს უსაფრთხოების ზღვარი დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, თუნდაც შეერთებული შტატების სისტემატური მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდება, ამიტომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოსაძებნად, მაგრამ ზოგიერთი ტიპის იარაღის, მათ შორის შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემების და შორ მანძილზე, მაღალი სიზუსტის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება, ამ ეტაპზე მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია.” – უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი, ფედირ ვენისლავსკი.

    ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეჩერების განკარგულება გასცა, სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გამოავლენს „მშვიდობისადმი ერთგულებას“. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის შორის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მწვავე დაპირისპირება მოხდა.

    „პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანი მშვიდობაა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენს პარტნიორებსაც ჰქონდეთ იგივე მიზანი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს“, — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელსაც მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები და ამერიკული მედია ციტირებენ.

    თავად ტრამპს ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, ხოლო თეთრი სახლისგან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

    ორშაბათს, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“. Bloomberg-ისა და Fox News-ის ცნობით, ეს შეჩერება გაგრძელდება მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად ესწრაფვის მშვიდობას.

    „აშშ აჩერებს უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ ქვეყნის ლიდერები გულწრფელად არიან ერთგულნი მშვიდობისკენ სწრაფვის“, — ციტირებს Bloomberg თეთრი სახლის წარმომადგენელს.

    „ეს არ არის დახმარების საბოლოო შეწყვეტა, ეს დროებითი პაუზაა“, — იტყობინება Fox News ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

    Bloomberg-ის მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება შეეხება უკრაინაში ჯერ არ ჩასულ ყველა ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის იმ იარაღსაც, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია ან პოლონეთის გავლით ტრანზიტს ელოდება.

    ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ტრამპის ეს გადაწყვეტილება კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და რამდენ ერთეულს შეეხება იგი. CNN-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლები ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკისგან გარკვეული ქმედებები, შესაძლოა, საჯარო ბოდიში მოითხოვონ, სანამ მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას განიხილავენ ან უკრაინის დახმარების საკითხს განაგრძობენ.

    ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ორშაბათს, გვიან ღამით იქნა მიღებული და წარმოადგენს „უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიას“.

    ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თანამშრომელი ჩარლზ კუპჩანი BBC-თან საუბარში ამბობს: „რაც აქ ხდება, ეს არის აგრესიული დიპლომატია, იძულება და ზეწოლა“.

    „ფაქტობრივად, ტრამპი უკრაინელებს ეუბნება: თუ გინდათ ამერიკული იარაღი და აშშ-ის მხარდაჭერა, დროა, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ“, — განაცხადა მან.

    ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ტრამპისთვის ბოდიშის მოხდას ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო, მაგრამ მზადაა, განაგრძოს ურთიერთობების გაღრმავება აშშ-სთან. მან ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთგულია მშვიდობის და მაქსიმალურად სწრაფად სურს ომის დასრულება.

    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატია რეალურად შინაარსიანი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და ყველაზე მეტად ეს უკრაინელებს სურთ, რადგან ომი ანადგურებს ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებს. ვკარგავთ ჩვენს ხალხს. საჭიროა ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია“, — განაცხადა ზელენსკიმ ორშაბათს, იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას.

    მანამდე დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება ჯერ „ძალიან შორს არის“. „ეს ყველაზე ცუდი განცხადებაა, რაც ზელენსკიმ შეიძლება გააკეთოს და ამერიკა ამას დიდხანს არ მოითმენს“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

    მან ასევე თქვა, რომ სამშაბათს კიევთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების განახლებული ინფორმაცია გავრცელდება. ვლადიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ მზადაა დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.

    ორშაბათს საღამოს, Wall Street Journal-მა მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სამხედრო მიწოდებების დაფინანსება შეწყვიტა და განიხილავს არსებული მარაგებიდან იარაღის გადაცემის გაყინვას, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შესაძლებლობას, რუსულ ჯარებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

    ფინანსური მხარდაჭერა უკვე შეჩერდა ბოლო კვირების განმავლობაში თეთრი სახლის მიერ საგარეო დახმარების შეწყვეტის ფონზე, წერს გამოცემა, ხოლო უკრაინისთვის იარაღის მთავარი არხის შესაძლო ჩაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ზელენსკისა და ტრამპის დაპირისპირებას მოჰყვა.

    სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ადრევე მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას უცხოური დახმარების აკრძალვიდან გამომდინარე გამორიცხავდა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი პიტერ მაროკო არ გაგზავნა საჭირო წერილი პენტაგონში, რათა დახმარება კიევისთვის არ შეწყვეტილიყო, იტყობინება WSJ.

    ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ახალი სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინას, სავარაუდოდ, წლის შუა რიცხვებამდე ეყოფა იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამინდელი ტემპით გასაგრძელებლად. ნაწილობრივ, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა იარაღის მიწოდება კიევისთვის, სანამ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, აღნიშნავს WSJ.

    როგორც CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ სამხედრო დახმარების შეჩერების შედეგები ბრძოლის ველზე შესამჩნევი გახდება, მაგრამ მარაგების ამოწურვის შემდეგ, ეფექტი სერიოზული იქნება.

    „არსებობს პოტენციური მიმართულებები, რომლის შევსებას ევროპა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს“, — განაცხადა მან.

  • ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის.. – რომან გოცირიძე

    “გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.” – წერს ამის შესახებ, პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.

    თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ საქართველო დატოვა.

    ”გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.

    ივანიშვილის მიზანი იყო მისი ციხეში გამოკეტვა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით ამ აქტივების ჩამორთმევა ( კრიპტოკოდების გამოძალვა).

    ეს ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების ფიასკოს მაჩვენებელიცაა.

    რა გადაწყვეტიკებაც უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, მისი შედეგები უკვე არავის ადარდებს და სტრასბურგის სასამართლოში გაუქმდება.

    ბაჩიაშვილის საკითხმა დამატებითი როლი ითამაშა ივანიშვილის რეჟიმის მხილებაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს გარედან.

    ქოცებში კი ტრაურია. ყველა დროშა დაშვებულია ივანიშვილის კუთვნილი სასახლეებიდან.” – აცხადებს რომან გოცირიძე.