Blog

  • საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს – კაია კალასი

    საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს – კაია კალასი

    დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს.

    დაჩქარებულად და განხლვის გარეშე მიღებული კანონი უკანასკნელ პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება.

    ასეთი ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს

    წერს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი პლატფორმა X-ზე

  • დამიყადაღეს ანგარიშები, არ ჩამბარებია ჯარიმის ქვითარი! – თამარ კურატაშვილი

    სამოქალაქო ატივისტს თამარ კურატაშვილს ანგარიშები დაუყადაღეს, ისე რომ ჯარიმის ქვითარი არ მისვლია. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

    მის ანგარიშებს ყადაღა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე დაედო.

    ”დამიყადაღეს ანგარიშები. ხალხო, წარმოუდგენელია
    არ ჩამბარებია არანაირი ჯარიმის ქვითარი.”- წერს კურატაშვილი.

  • ასპინძაში ყირიმ–კონგოს ცხელებით 70 წლამდე კაცი დაავადდა

    ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგოს ცხელება 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო.  ინფორმაციას ამის შესახებ sknews.ge ავრცელებს.

    „პაციენტს შემოსვლისას მდგომარეობა მძიმე ჰქონდა. იგი გადაყვანილია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრში“,- განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

    კლინიკაში ასევე განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს მათთან ყირიმ-კონგოს დადასტურებული შემთხვევით მხოლოდ ერთი პაციენტი მიიღეს.

    ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.

    ახალციხის მერიაში განგვიცხადეს, რომ გასულ თვეში ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთაში მდებარე ფერმაში ყირიმ-კონგოს ცხელება ქალს დაუდასტურდა. იგი უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.

    ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.

    დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

    მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

  • რეჟიმი დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას ცდილობს! ეს სახელმწიფოს მიტაცებაა..საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში – იუკნევიჩიენე

    რეჟიმი დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას ცდილობს! ეს სახელმწიფოს მიტაცებაა..საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში – იუკნევიჩიენე

    საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში – ქართული ოცნების მიერ მიღებული ახალი კანონი, საერთაშორისო დონორებს ავალდებულებს, რომ მთავრობის თანხმობა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის დაფინანსების გასაცემად – ვერცერთი ევროკავშირის ან საგარეო დაფინანსება ვერ მიაღწევს დამოუკიდებელ ხმებთან იქამდე, თუ არ გაიფილტრება – რეჟიმი ამ ხმების ჩახშობას ცდილობს, ეს სახელმწიფოს მიტაცებაა.

    მიზანი: დასაჯონ აქციის მონაწილეები, გატეხონ კრიტიკული მედია და მხოლოდ რეჟიმთან მეგობრული არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსონ – ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ეს გამჭვირვალობას ეხება, თუმცა რეალურად, ეს რეპრესიაა, პირდაპირ ლუკაშენკოს წიგნაკიდან.

    თითქოს, ეს საკმარისი არ იყოს – ბანკებს ავალდებულებენ გასცენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა პერსონალური მონაცემები (საბოტაჟის ყალბი ბრალდებით) – რეჟიმი იყენებს სასამართლოს ამ ყველაფრის სამართლებრივად გასასაღებლად.

    მეგობრებო ევროკავშირიდან – ეს არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი!

    ჩვენ გვჭირდება სანქციების დაწესება, სრული ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნები – ჩვენ არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას საშუალება საქართველო ბელარუსად გადააქციოს.

    წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე.

  • პოლიციელი, რომელიც აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა – გიორგი ზაბახიძეა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  აქციაზე დაშავებული პოლიციელი, რომელმაც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი გიორგი ზაბახიძეა. გიორგი ზამბახიძემ 29 ნოემბერს რუსთაველზე გამართული აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა – გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.

    დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

    თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა ”გიუვენში” და სტამბოლში კლინიკა ”აჯიბადემში”, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო – ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

    მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • გთხოვთ, მომეცით 3 საათით გასვლის და საცოლესთან ქორწინების საშუალება – თემურ ქათამაძე

    “გთხოვთ, მომეცით 3 საათით გასვლის და საცოლესთან ქორწინების საშუალება ” – წერს ამის შესახებ, საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი „ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე წერილში, რომელიც მისმა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „საიამ” გაავრცელა.

    „თურქეთში გაძევების შემთხვევაში იქ დაპატიმრება და ციხე მელოდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, 5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან  რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ დიდი ალბათობით აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.

    „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძვლით, თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ეთნიკური ქართველის სახით, თქვენი სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის”. – წერს თემურ ქათამაძე წერილში.

  • “ოცნების” თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აიკრძალა – კანონპროექტი მიიღეს

    “ოცნების” თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აიკრძალა – კანონპროექტი მიიღეს

    “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტების აკრძალვის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას 82-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

    ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

    კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

    კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. კანონში ცვლილებებს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს.

  • ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები,  არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ – ჯაფარიძე

    ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ – ჯაფარიძე

    „ჩვენი პოზიცია არის ის, რაც საჯაროდ ბევრჯერ იქნა გაცხადებული, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ახალი პირობებით, რომელზე შეთანხმებულია ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, მანამდე არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ პირადად. არანაირი ადგილობრივი არჩევნები არ იქნება და ეს ზღაპრები, რომ ვითომ ოპოზიციამ შეიძლება დედაქალაქი მოიგოს და ა.შ. ეს არის ბოდვა, ტყუილი. ამ არჩევნებზე ადამიანები არ მივლენ. შეუძლებელია ამ არჩევნების მოგება, ისინი დაწერენ იმას, რაც უნდათ. თბილისზე ილუზიები, რომ 26 ოქტომბერს ჯამში ოპოზიციამ მოიგო, ეს არის ილუზიები.

    რა გარემოებების ცვლილებებს ელოდებიან, უნდა ახსნას ყველამ, ვინც მაგას ამბობს. არსებობს ორი პირობა: ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ამის გარდა შეიძლება რაღაც პირობები შეიცვალოს ისე, რომ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდეს და ამის გამო ღირდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ეს უნდა თქვან. მაგრამ ესეთ პირობას ვერ ასახელებს ვერავინ. ყველა, ვინც ესეთ განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში ელოდება იმას, რომ მოკვდეს პროტესტი და მერე თქვან, რომ ქუჩიდან არაფერი გამოგვივიდა და ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ. ნანახი მაქვს ეს 2020 -ის არჩევნების შემდეგ.

    გახარიამ თქვა, რომ ვერსიას იტოვებს, რომ შეიძლება [ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში] მიიღოს მონაწილეობა. ჩემი აზრით, თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა კონკრეტული პირობებით, რომელიც შეთანხმებულია ყველა მსხვილ ოპოზიციურ გუნდს შორის, არანაირი მონაწილეობას აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იქნება, პროტესტის მუხტის მოკვლა და ასევე, გარედან ის რაც აქამდე შევინარჩუნეთ, ამ რეჟიმის არაღიარება, სანქციების შემოღება და ა..შ ამ ყველაფრის წყალში გადაყრა“,

    აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურა ჯაფარიძე.

  • გელა ხასიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

    კოალიცია ცვლილებისთვის  წევრს, გელა ხასიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს – გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

    “12 დღით ჩამსვეს. ყოჩაღ ლომებო” – წერს ხასაია.

    ის 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც მან უარი თქვა.

    ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.

  • კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

    კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

    კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

    ბექა ჯაიანი პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.